მაიკლ ბლუმბერგი 1942 წლის 14 თებერვალს დაიბადა მასაჩუსეტსის შტატის ქალაქ ბოტსონში, საშუალო შეძლების ოჯახში. ოჯახი მალე საცხოვრებლად მედფორდში გადავიდა, სადაც მათ ე.წ “ცისფერსაყელოიანების” (ფიზიკურად მომუშავეები) კლასში შედიოდნენ.
სკოლაში სწავლის პერიოდში, თავდაპირველად პატარა მაიკლი მხოლოდ ისტორიასა და ლიტერატურას უდებდა გულს. სწორედ, ისტორიის სიღრმისეულად გაცნობამ მოახდინა მასზე დიდი შთაბეჭდილება. როგორც თავად იხსენებს მას შემდეგ რეალურად იგრძნო, რომ თითოეული ადამიანი ისტორიასთან მტკიცედ იყო გადაჯაჭვული.
დროთა განმავლობაში მაიკლი სხვა საგნებითაც დაინტერესდა. ის სკოლის შემდეგ სამეცნიერო მუზეუმში დამატებით გაკვეთილებს ესწრებოდა და საბუნებისმეტყველო საგნებს სწავლობდა.
ფულის გამომუშავებასთან პირველი შეხება ბოისკაუტების საზაფხულო ბანაკში ყოფნის მოუწია. იმისათვის, რომ იქ საცხოვრებლად გადასვლა შეძლებოდა საშობაო სამკაულები გაყიდა. ბმულმბერგი ამბობს, რომ ბანაკში ყოფნისას დამოუკიდებლად თავის გადარჩენისა და გუნდური მუშაობის უნარი შეიძინა, რომლებმაც შემდეგ წლებში ფასდაუდებელი სამსახური გაუწია.
რამდენიმე წელში სწავლა ჰოპკინსის უნივერსიტეტში ინჟინერიის ფაკულტეტზე განაგრძო, თუმცა ერთ-ერთ ინტერვიუში მაიკლმა აღიარა, რომ დიდად ინჟინრის სპეციალობით მოხიბლული არ იყო. სწავლითაც არ გამოირჩეოდა, ყოველთვის “დამაკმაყოფილებელ” შედეგებს იღებდა. ვერ ვიტყვით რომ ბევრს არ მუშაობდა, პირიქით, ხშირად ღამის 1-2 საათზე უნივერსიტეტიდან. სწორედ, ამის გამო ბოლო წელს საუკეთესო სტუდენტების სიაში მოხვდა.
ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული სტატია: “ხელოვნური ინტელექტი და ხელსაწყოები“
შრომისმოყვარეობის გარდა ახალგაზრდა მაიკლს ამბიციაც არ აკლდა. მეგობრებს ხშირად ეუბნებოდა, რომ ამერიკის პირველი ებრაეული პრეზიდენტი გახდებოდა. მართვისა და ლიდერობის უნარი მას თანატოლებთან არაერთხელ გამოუმჟღავნებია.
ჰოპკინსის უნივერსიტეტის დასრულების სწავლა ჰარვარდი უნივერსიტეტში განაგრძო ბიზნესის სკოლაში. იქ კი კომერციული საქმის საფუძველი შეისწავლა და მასში იდეების ფულად ქცევის სურვილმა გაიღვიძა.
პირველი სამსახური – Solomon Brothers & Hutzler
დრო იყო რაიმე საქმეში ჩართულიყო. მას შემოთავაზება 2 კომპანიიდან მოუვიდა: Golman Sachs (რომელიც უფრო მეტ ანაზღაურებას სთავაზობდა) და Salomon Brothers & Hutzler. მაიკლმა მეორე აირჩია, ვინაიდან გასაუბრების დროს ძალიან მარტივად დაუახლოვდა მენეჯმენტს.
მაიკლი თავდაუზოგავად მუშაობდა, აკეთებდა იმაზე მეტს ვიდრე მისგან მოელოდნენ და შედეგმაც არ დააყოვნა. 1972 წელს კომპანიის ოფიციალური პარტნიორი გახდა, ხოლო 1976 წწელს კი გენერალური პარტნიორი და ფასიანი ქაღალდებით ვაჭრობისა და გაყიდვების განყოფილების ხელმძღვანელი. მალევე მაიკლის ქონება 1 მილიონ დოლარს გაუტოლდა. დაქირავებულად მუშაობით ის მილიონერი გახდა.
ამ კომპანიაში მუშაობის დროს გაუჩნდა იდეა, რომ ფინანსური ინფორმაციის მართვისა და ანალიზისთვის ერთიანი კომპიუტერული სისტემა შეექმნათ. თუმცა კოლეგების მხრიდან წნეხისა და კომპანიის არასტაბილური ეკონომიკური მდგომარეობის გამო ეს იდეა ვერ განახორციელა. მაკლმა ჯამურად 15 წელი იმუშავა ამ კომპანიაში და ახლა დადგა დრო თავისი გზა ეპოვა.
ფინანსური ინფორმაციით დაინტერესებულთათვის: ოქროს ფასი დღეს საქართველოში
Bloomberg Terminal – რევოლუცია ფინანსური ინფორმაციის გაყიდვებში
ამბიციურმა და უკვე მილიონერმა მაიკლმა დიდი ფიქრისა და ანალიზის შემდეგ გადაწყვიტა საქმე ისევ wall street-ზე გაეგრძელებინა და დაეარსებინა კომპანია, რომელიც ფინანსურ ორგანიზაციებს დაეხმარებოდა. კონკრეტულად კი – შეექმნა სივრცე, რომელშიც თავმოყრილი იქნებოდა ინფორმაცია ფასიანი ქაღალდების შესახებ, რაც მთავარია, ეს ინფორმაცია მარტივი და გასაგები უნდა ყოფილიყო არაპროფესიონალებისთვისაც.
მოკლედ, 1981 წელს Innovative Market Systems გაჩნდა ბაზარზე, რომელსაც მალე Bloomberg LP ეწოდა. მისი ყველაზე დიდი კონკურენტი Reuters გახლდათ, თუმცა მიზანდასახულმა მეწარმემ სწრაფად შეძლო ბაზარზე უპირატესობის მოპოვება. ბმულმბერგის მთავარი ინოვაცია მდგომარეობდა იმაში, რომ მან ბაზარზე Bloomberg Terminal-ები დანერგა. ეს არის კომპიუტერული სისტემა, რომელშიც ფინანსური ბაზრების მონაცემებია თავმოყრილია: ფასები, სიახლეები, ტექნიკური ანალიზის ინსტრუმენტები და სხვა. მსგავს ტერმინალებს თითქმის ყველა სავაჭრო კომპანია იყენებს. ამან ბმულმბერგი ბაზრის გიგანტად აქცია და 1995 წელს მილიარდერი გახდა. იმ დროისთვის Bloomberg Professional-ს 300 000-ზე მეტი მომხმარებელი ჰყავდა.
ის რამდენიმენ მნიშვნელოვან ფუნქციას ასრულებს ფინანსებით დაინტერესებული ორგანიზაციებისთვის:
- რეალურ დროში ფასების და ბაზრის მონაცემების მიწოდება
- ახალი ამბების და ფინანსური ინფორმაციის მიწოდება
- ტექნიკური და ფუნდამენტური ანალიზის ინსტრუმენტები
- პორტფელის მართვის და რისკების ანალიზის ფუნქციები
- კომპანიების ფინანსური ანგარიშების წვდომა
- ეკონომიკური მონაცემების და პროგნოზების მიწოდება
- სავაჭრო შეკვეთების განთავსების შესაძლებლობა
- მესიჯინგის სისტემა ფინანსურ პროფესიონალებს შორის კომუნიკაციისთვის
ბლუმბერგის ინოვაციამდე უამრავი ანალიტიკოსი იყო ჩართული მონაცემების შეგროვების პროცესში, არ არსებობდა დახვეწილი და ორგანიზებული პროგრამა, რომელიც ფინანსური გადაწყვეტილებების მიღებაში დაეხმარებოდა ინვესტორს.
ამას გარდა, ბლუმბერგი აქტიურად ცდილობდა მუდმივად განევითარებინა და დაეხვეწა ფინანსური ინფორმაციის მიწოდების ხარისხი. ამ მიდგომამ უდაოდ გაამართლა. დღეს ბრენდი Bloomberg საფონდო ბირჟასთან და ფინანსებთან ასოცირდება. ტერმინალების გარდა კომპანია ფლობს: სატელევიზიო არხებს, ონლაინ მედია საშუალებებს, ფინანსურ პლატფორმებს, რადიო არხებსა და ა.შ.
უორენ ბაფეტის გამდიდრების ისტორიის სანახავად ეწვით ბმულს.
3 გზის ნიუ-იორკის მერი
ბლუმბერგმა ამბიციებს ვერ გაუძლო და 1997 წელს რესპუბლიკელების სახელით ნიუ-იორკის მერის არჩევნებში მიიღო მონაწილეობა, რომელშიც დამაჯერებლად გაიმარჯვა. როგორც გაზეთებში წერდნენ, მოსახლეობამ ბმულმბერგის ხელი ნამდვილად იგრძნო, თითქოს ქალაქი გამოცოცხლდა.
ჯამში ბმლუმბერგი 3-ჯერ გახდა ნიუ იორკის მერი, ბოლოს 2009 წელს აირჩიეს. ბუნებრივია ამ გზაზე მომხმრეებთან ერთად კრიტიკოსებიც გამოუჩნდნენ. მისი მართველობის დროს ზოგიერით ცინიკურად ნიუ-იორკს “Forbidden Apple”-საც (“აკრძალული ვაშლი) ეძახდა, ვინაიდან წესრიგის დასამყარებლად კანონი შედარებით გაამკაცრა.
📢 გამონათქვამები:
“თუ გამყიდველი დღესაც იმავეს გთავაზობთ, რასაც გუშინ, ხვალ გაკოტრდება”
“ხელფასის ზრდა თქვენი დღევანდელი და ხვალინდელი მუშაობის შედეგია”
“კომპანიის შექმნისას 2 რამაა მთავარი: დაფინანსების საიმედო წყარო და “რკინის ნერვები”.
“ვისაც არასოდეს არაფერი გაუცია, ის ვერც ვერაფერს მიიღებს”
“თუ გამოუცდელ სპეციალისტებს ნორმალურ ორგანიზაციაში სამსახურს შესთავაზებენ, აუცილებლად უნდა დათანხმდნენ. შემდეგ კი ყველაფერი უნდა შეისწავლონ რისი საშუალებაც ექნებათ.