POLUX MEDIA

Polux Media-ს შესახებ

POLLUX (ორი “L”-ით) ტყუპების (მარჩბივი) თანავარსკვლავედში ერთ-ერთი ყველაზე კაშკაშა ვარსკვლავია. ვებსაიტზე “POLUX MEDIA”-ს ფონად სწორედ თანავარსვკლავედის სიმბოლოებია გამოხატული.

ვებსაიტის არსებობის მიზანი ძალიან მარტივი, ხოლო მისია მასშტაბურია.

მიზანი: შეიქმნას არატრადიციული მედია პლატფორმა, რომელზეც საინტერესო და იშვიათი კონტენტი განთავსდება –  შედეგად განვითარდება ქართული ბიზნეს მედია ბაზარი.

POLUX უნდა გადაიქცეს ბიზნეს თემებით დაინტერესბულთათვის ყველაზე საყვარელ ბრენდად.

მცირე რამ ჩემ შესახებ

“ნებისმიერი წარმატებული საქმიანობის უკან დიდი სიყვარული დგას”

სწორედ ამ მიზნით დავიწყე POLUX-ის სტატიების წერა იმ თემებზე, რომლებზეც საუბარი, კითხვა და წერა სიგიჟემდე მიყვარს.

ბიზნესი, ეკონომიკა, ფინანსები, ინვესტირება, ვაჭრობა და ა.შ – ეს ჩემთვის საინტერესო სფეროების არასრული ჩამონათვალია.

სწორედ ამ თემებზე წერის გამო შევქმენი polux.ge

POLUX უფრო მეტია, ვიდრე უბრალოდ პროექტი. შეიძლება ითქვას ის ჩემი ინტერესების ოქროს კვეთაა.

მასში წარმატებით ერთიანდება ყველა ჩემი საყვარელი სფერო – ვებსაიტებზე მუშაობა, წერა და ბიზნეს თემები.

თუ საინტერესო იდეები გაგიჩნდათ ან უბრალოდ კითხვა გაქვთ, შეგიძლიათ თავისუფლად მომწეროთ LinkedIn-ის პროფილზე:

👉 ეწვიეთ ბმულს

პოლუქსი და ვარსკვლავები