POLUX MEDIA

რეკლამის განთავსება საიტზე (ონლაინ გამოცემა)

სტატიის განთავსება საიტზე

მოგვწერეთ და გააცანით ბიზნესით ან მასთან დაკავშირებული საკითხებით დაინტერესებულ აუდიტორიას თქვენი ბრენდი.

რა ტიპის რეკლამის განთავსება შემიძლია საიტზე?

  • ერთჯერადი სტატია
  • ყოველთვიური სტატიები
  • Ranked Pages – გუგლში უკვე პოზიციების მქონე გვერდზე ბრენდის ჩასმა
  • ბანერები

როგორ განვათავსოთ რეკლამა საიტზე? 

თუ პირობები გაინტერესებთ ან გსურთ გაიგოთ რა ღირს რეკლამის განთავსება ვებსაიტზე დამიკავშირდით LinkedIn-ის პროფილზე. 👋

რატომ უნდა გავნათავსოთ რეკლამა ვებსაიტზე, ონლაინ მედია გამოცემებთან?

👉 ონლაინ მედია საშუალებებში რეკლამის განთავსება მნიშვნელოვანი მარკეტინგული სტრატეგიაა, განსაკუთრებით SEO-ს თვალსაზრისით.

როდესაც თქვენი ბრენდი ან პროდუქტი ავტორიტეტულ ვებგვერდებზე ჩნდება, ეს პირდაპირ აისახება საძიებო სისტემებში (მაგ: Google) თქვენს პოზიციებზე.

მაღალი რეიტინგის მქონე საიტებიდან მიღებული ბექლინკები საძიებო სისტემებისთვის მნიშვნელოვანია სიგნალია, რომ თქვენი კომპანია სანდოა.

📢 გარდა SEO სარგებლისა, ონლაინ მედიაში რეკლამირება გაძლევთ საშუალებას გაზარდოთ ბრენდის ციფრული ცნობადობა. როდესაც მომხმარებელი სხვადასხვა პლატფორმაზე ხედავს თქვენს კონტენტს, იზრდება ბრენდის ცნობადობა და სანდოობა.

ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ახალი ბიზნესებისთვის, რომლებიც ბაზარზე თავის დამკვიდრებას ცდილობენ.

💥ონლაინ რეკლამის კიდევ ერთი უპირატესობაა ინტერაქციულობა – მომხმარებელს შეუძლია მყისიერად იმოქმედოს თქვენს შეთავაზებაზე. ერთი კლიკით მათ შეუძლიათ მოხვდნენ თქვენს ვებგვერდზე, შეიძინონ პროდუქტი ან დაგიკავშირდნენ.

ეს უპირატესობა განსაკუთრებით თვალსაჩინოა ტრადიციულ მედიასთან შედარებით, სადაც მომხმარებლის გზა შეძენამდე გაცილებით გრძელი და რთულია.

 🌑 დამატებით, თანამედროვე ანალიტიკური ინსტრუმენტები საშუალებას გაძლევთ დეტალურად გააანალიზოთ კამპანიის შედეგები. თქვენ შეგიძლიათ ნახოთ არა მხოლოდ ვიზიტორების რაოდენობა, არამედ მათი ქცევა საიტზე, კონვერსიის მაჩვენებლები და ROI. ეს ინფორმაცია ძალიან ღირებულია მომავალი მარკეტინგული სტრატეგიების დაგეგმვისთვის.

😉 რაც მთავარია, ონლაინ რეკლამირება საშუალებას გაძლევთ იყოთ მოქნილი – შეგიძლიათ სწრაფად შეცვალოთ სარეკლამო გზავნილები, გამოსცადოთ სხვადასხვა ვარიანტი და ოპტიმიზაცია გაუკეთოთ კამპანიას რეალურ დროში მიღებული შედეგების მიხედვით.