POLUX MEDIA

საუკეთესო SEO სააგენტო “ალპაკა” – ნოვატორი ქართულ ბაზარზე

„ალპაკა“ თანამშრომლებისთვის Stock Option-ების პროგრამას ნერგავს. გუნდის წევრები კომპანიის წილის მიღების უფლებას მიიღებენ და ბიზნესის ზრდის შედეგსაც გაიზიარებენ.

„ალპაკა“ SEO სააგენტოა, რომლის ძირითადი მიმართულება საძიებო სისტემებში ბრენდების ხილვადობის ზრდაა. კომპანიაში SEO სპეციალისტებთან ერთად მუშაობენ ქოფირაითერები, ხოლო ბოლო პერიოდში სააგენტომ AI Search და GEO სერვისებიც განავითარა.

კომპანიაში მიაჩნიათ, რომ ადამიანები, რომლებიც ბიზნესის განვითარებაში საკუთარ ცოდნასა და შრომას დებენ, მის წარმატებაშიც უნდა მონაწილეობდნენ.

Stock Option-ების დანერგვით „ალპაკას“ სურს შექმნას გარემო, სადაც პროფესიული წვლილი მხოლოდ ხელფასით არ იზომება და კომპანიის ზრდა გუნდის კეთილდღეობაზეც აისახება.

მსგავსი პრაქტიკა საქართველოში ჯერ ფართოდ გავრცელებული არ არის. „ალპაკაში“ იმედი აქვთ, რომ მომავალში მას უფრო მეტი ქართული ბიზნესიც დანერგავს.