Წარმოიდგინეთ უნივერსიტეტში სწავლობთ და მშობლებმა 12000$ გაჩუქეს. Რაში დახარჯავდით?
ეს კითხვა რამდენიმე მეგობარს დავუსვი და პასუხად მივიღე: მანქანა, მოგზაურობა, დასვენება და ა.შ. მხოლოდ ერთმა მიპასუხა ბიზნეს წამოვიწყებდიო (კონკრეტულად რას არ დაუზუსტებია 😀 ).
ტიმ საიკსმა იმავე სიტუაციაში უჩვეულო გადაწყვეტილება მიიღო – დაიწყო წამგებიანი კომპანიების აქციებით ვაჭრობა.
უცებ-უცებ
მანამ სანამ 25 წლის ასაკში 12,415$-ად წამგებიანი კომპანიების აქციებით ვაჭრობას დაიწყებდა, ტიმს უკვე მოესწრო მცირე ჰეჯ-ფონდის (Cilantro Fund) გახსნა და დახურვა.
ჰეჯ-ფონდის საწყისი კაპიტალი ძირითადად ოჯახის წევრების დახმარებით მოაგროვა.
თუმცა აღმოჩნდა, რომ საიკსი ამისთვის მზად არ იყო – დიდი დანაკარგების შემდეგ 2007 წელს ფონდი დაიხურა.
2008 წელს ერთ-ერთ ებრაულ დღესასწაულზე (საიკსი ებრაელია) მას ოჯახის წევრებმა 12000$ გადასცეს. იმის ნაცვლად, რომ ფული გართობაში დაეხარჯა, ტიმმა აქციებით ვაჭრობა გადაწყვიტა.
მაგრამ შეარჩია არა ისეთი აქციები, რომლებიც მედიაში დიდი პოპულარობით სარგებლობენ და მათ უკან დიდი ბრენდები დგას, არამედ წამგებიანი, გაცილებით სარისკო და არასტაბილური კომპანიები – ე.წ “Penny Stock” (“პენი აქციები”).
რას ნიშნავს “პენი აქციები”?
ეს არის იმ აქციების დასახელება, რომლებიც 5$-ზე ნაკლებად ივაჭრება. ძირითადად, ასეთი კომპანიები გაკოტრების ზღვარზე არიან და მათში ინვესტირება ნაკლებად არის რეკომენდებული.
შესაბამისად, “პენი აქციებით” ვაჭრობა ძალიან სარისკოა.
მაინც რატომ ვაჭრობენ, თუ ასეთი სარისკოა? – მიუხედავად იმისა, რომ ამ კომპანიებთან საქმის დაჭერა საფრთხეს შეიცავს, თუ სწორად ივაჭრეთ ძალიან დიდი მოგებაც ახლავს თან.
დღეში 10%, 20%, 40%, 150%-იანი ზრდას აფიქსირებენ, მაგრამ ასევე წარმატებით აკარგვინებ ფულს გამოცდელ ტრეიდერებს, -10%, -20%, -40%, -150% და ა.შ.
მოკლედ, გავიგეთ, რომ ამ ტიპის აქციები “რისკისა და ჯილდოს” მაღალი კოეფიციენტით გამოირჩევა.
“Პენი აქცია” ძალიან მგრძნობიარე ახალი ამბების მიმართ, თუ პოზიტიური სიახლე გავრცელდა, ამ დროს ძალიან სწრაფად იზრდება ფასი. ამ პროცესს “Spike” ეწოდება. ამ “Სპაიკებზე” უამრავი ტრეიდერი ნადირობს, თუმცა უმრავლესობას მათი გამოჭერა უჭირს და ბლომად ფულს კარგავს.
როგორ ვაჭრობდა ტიმ საიკსი?
ახალგაზრდა ტრეიდერი უმრავლესობისგან განსხვავებით საერთოდ არ ცდილობდა “სპაიკების” გამოჭერას. ის იცდიდა, როდესაც პოზიტიური სიახლის შემდეგ აქციის ფასი გაიზრდებოდა და შემდეგ იწყებდა ვაჭრობას.
ძლიერი მოთხოვნის პირობებში ზრდა რამდენიმე დღე გრძელდება, რაც ტრეიდერს აძლევს შესაძლებლობას ფასის მერყეობით იხეიროს.
ეტაპობრივად ტიმი ახალ სავაჭრო სტრატეგიებს ამუშავებდა და მათი გამოყენებით საკმაოდ წარმატებულადაც ვაჭრობდა.
Შედეგად, 3 წელში 12,415$ 1.65 მილიონ დოლარად აქცია. 🤑🤑🤑
თავბრუდამხვევი წარმატების შემდეგ, ტიმმა ფინანსური მენტორის როლიც მოირგო. ის დღემდე აქტიურად ასწავლის “პენი აქციებით” ვაჭრობა სტუდენტებს და სურს მათთაც გამოიმუშაონ ფული ამ მეთოდის დახმარებით.
მისი პირველი მილიონერი სტუდენტი ტიმ გრიტანი გახლდათ, რომელმაც საიკსის მენტორობის ქვეშ, 1,500$ 3 წელში 1 მილიონ დოლარად გადააქცია.
თუმცა ამით მისი წარმატებული მოსწავლეების სია არ ამოიწურა. დღეს 20-მდე მილიონერი სტუდენტი ჰყავს, რომლებიც ტიმ საიკსი უზომოდ მადლიერები არიან. მათ შორის ერთ-ერთი გამორჩეული ფიგურაა ჯეკ კელოგი. ჯეკმა 30,000$-ით დაახლოებით 10 მილიონ დოლარი გამოიმუშავა.
უნდა აღინიშნოს, რომ ტიმი ფულს როგორც ფასის ზრდით, ასევე ვარდნითაც შოულობს. ამას ე.წ “Short Selling” ჰქვია, როდესაც ინვესტორი ბროკერისგან ფულს ისესხებს აქციებისთვის და უბრუნებს დაბალი ფასით. ამ დროს ფასებს შორის სხვაობა ტრეიდერის მოგებაა.
ამას გარდა საიკსი წარმატებულად იყენებს ინფორმაციის დაყოვნების ეფექტს. მაგ: თუ პარასკევს ძალიან კარგი სიახლე გავრცელდა კომპანიის ირგვლივ და ფასი ჯერ კიდევ არ არის პიკში, ამ დროს ტიმი ყიდულობს აქციებს და მთელი შაბათ-კვირის განმავლობაში ფლობს. ამ დროს ბაზარი დახურულია.
საინტერესოა, რომ როდესაც სხვებიც იგებენ ამ ამბებს ისინიც ყიდულობენ ფასიან ქაღალდებს და შედეგად ორშაბათს ტიმის შეძენილი აქცია ორმაგად, ზოგჯერ კი სამმაგადაც იყიდება. ამას “Weekend Windfalls” სტრატეგიას უწოდებს.
აღსანიშნავია, რომ მილიონებს მხოლოდ აქციების ვაჭრობით არ გამოიმუშავებს. ის კარგად ყიდის საკუთარ წარმატებას და მედია ბიზნესიდანაც (ბლოგები, თოქ-შოუ და ა.შ) სოლიდურ თანხებს იღებს.
გაინტერესებს აქციებით ვაჭრობა? ეწვიეთ ბმულს და გაიგეთ მეტი ტრეიდინგის შესახებ.
Როგორ არჩევს ტიმ საიკსი აქციებს?
როგორც თავად ამბობს სამიზნე აქცია უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ პირობებს:
- ივაჭრებოდეს დიდი რაოდენობით, დღეში 300,000-ზე მეტი. (რაც უფრო მეტი აქცია ივაჭრება უფრო მეტად ლიკვიდურია აქტივი და მისგან გათავისუფლებაც მარტივია).
- აქციის ფასის მოულოდნელ ზრდას რაიმე სიახლე უნდა უმაგრებდეს ზურგს.
- კარგია თუ აქცია ახალ “უმაღლეს წერტილს აფიქსირებს”.
🔊 რას გვირჩევს ტიმი?
- არ ეცადოთ ფასის გამოცნობას, ეს მაინც არავის შეუძლია.
- წამგებიანი პოზიციები რაც შეიძლება სწრაფად მოიცილეთ – Cut the losses fast.
- არასოდეს ჩადოთ მთელი ფული ერთ აქციაში, რაოდენ მიმზიდველადაც არ უნდა გეჩვენებოდეთ. არც ერთი აქცია მოგიტანთ იმხელა თანხას, რომ მეორედ ვაჭრობა არ მოგიწიოთ.
- ყველა ჩემი წამგებიანი ვაჭრობა განპირობებული იყო იმით, რომ ვცდილობდი ბაზარზე შესაძლებლობები თავად შემექმნა. რეალურად კი უნდა დაელოდოთ შესაფერის მომენტს.
- თავად გამოიკვლიე ბაზარი, ნუ დაიწყებ ტირილს თუ ფულის ნაწილს დაკარგავ. გაანალიზე წარსული მოგებები და წაგებები, ისწავლე თითოეული მათგანისგან და თავიდან დაიწყე.
კრიტიკა
ტიმს რამდენიმე ცნობილი ადამიანი (მაგ: შაკ ო’ნილი და ჯასტინ ბიბერი) აქციების ფასებით ხელოვნურ სპეკულაციაში ადანაშაულებს. ისინი ამბობენ, რომ ტიმი ხალხის შეცდომაში შეყვანით დიდ ფულს გამოიმუშავებს.
მოდელს “pump and dump” სქემა ჰქვია. ამ დროს ადამიანი (ან ადამიანთა ჯგუფი) ყიდულობს სამიზნე აქციას და ავრცელებს, რომ აქციის ფასი მომავალში გაიზრდება. შედეგად, უამრავი ადამიანი იწყებს აქტივის შეძენას და მართლაც ფასი მკვეთრად იზრდება. ცუდი ისაა, რომ ის ადამიანები, რომლებიც ბოლოს იყიდიან ტრენდის თავში აღმოჩნდებიან და ძვირად მოუწევთ აქციის შეძენა.
როდესაც ამ სიახლის ავტორი მიხვდება, რომ ფასი საკმარისად გაიზარდა, მთელ პოზიციას ყიდის. შედეგად ფასი ვარდება და ტრეიდერთა უმრავლესობა ფულს კარგავს.
თუმცა, ეს დადასტურებული ამბავი არაა, ამიტომ საიკსის განსჯისას ნუ ვიჩქარებთ. როგორც ყველა წარმატებულ ადამიანს, ტიმსაც მადლიერ მიმდევრებთან ერთად უამრავი კრიტიკოსიც ჰყავს.