POLUX MEDIA

მიიღეთ ინფორმაცია ოქროს ფასის შესახებ, გაიგეთ თქვენი ძვირფასი ლითონის ღირებულება გრამის მიხედვით და ამასთან ერთად შეიტყვეთ უამრავი საინტერესო ინფორმაცია ოქროს შესახებ.

გაიგეთ ოქროს ფასი საქართველოში

პირველ ველში წარმოდგენილია 1 გრამი ოქროს ფასი ლარებში. მონაცემები ახლდება ყოველ 24 საათში. დეტალური ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ აქ👇

იხილეთ ოქროს ფასი მითითებულ ბმულზე

ძვირფასი ლითონის კალკულატორი

მეორე ველში კი წარმოგიდგენთ ოქროს ფასის კალკულატორს, რომელიც დაგეხმარებათ საბოლოო ღირებულების დადგენაში 👇

გაიგეთ თქვენი სამკაულის ღირებულება

ოქროს ბირჟა – როგორ იცვლებოდა 1 გრამი ოქროს ფასი დღემდე?

კაცობრიობის ისტორიაში ოქროს არასდროს დაუკარგავს თავისი მიმზიდველობა. ლითონს მისი ბრწყინვალება და სიმბოლური დატვირთვა აქცევს ძალზედ განსაკუთრებულ აქტივად. ოქროს ბირჟაზე ვაჭრობა კი საინტერესო შესაძლებლობაა როგორც ინვესტორების, ისე დამწყები მოვაჭრეებისთვის.

ოქროს ბირჟაზე ვაჭრობის ერთ-ერთი უპირატესობა აქტივის ლიკვიდურობაა. ოქროს ყოველდღიურად უამრავი ადამიანი ყიდის და ყიდულობს, მასზე ძალიან მაღალი მოთხოვნაა. ეს კი ნიშნავს იმას, რომ ინვესტორებს შეუძლიათ სწრაფად და იოლად იყიდონ ან გაყიდონ იგი. ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მათთვის, ვისაც სურს მყისიერად გადააქციოს აქტივი ნაღდ ფულად და სწრაფი რეაგირება მოახდინოს ბაზრის ცვლილებებზე.

მეორე მხრივ, ოქროს ბირჟაზე ვაჭრობა შეიძლება რისკის შემცველიც იყოს. ისევე როგორც ნებისმიერი სხვა აქტივის შემთხვევაში, ოქროს ფასიც ექვემდებარება ცვალებადობას და დამოკიდებულია მრავალ ფაქტორზე – პოლიტიკურ და ეკონომიკურ მდგომარეობაზე, ვალუტის კურსებზე და ა.შ. ამიტომ მნიშვნელოვანია ინვესტორებმა კარგად შეისწავლონ ბაზარი და გააანალიზონ რისკები მანამ სანამ გადაწყვეტენ ოქროში ინვესტიციების გაკეთებას.

მიუხედავად რისკებისა, ოქროს ბირჟა რჩება ერთ-ერთ ყველაზე საინტერესო და მიმზიდველ მიმართულებად ფულის დაბანდებისთვის. მისი სტაბილურობა და ხანგრძლივი დროის განმავლობაში ღირებულების შენარჩუნების უნარი აქცევს მას დივერსიფიცირებული საინვესტიციო პორტფელის მნიშვნელოვან ნაწილად.

მზარდი ტრაფიკის სტატია, შეიძლება დაგაინტერესოთ: ბიზნეს გეგმის დაწერა.

ოქროს ფასი ისტორიულ ჭრილში

თუ გრაფიკს დავაკვირდებით, დავინახავთ, რომ მერყეობის მიუხედავად გრძელვადიან პერსპექტივაში ოქროს ფასი მაინც იზრდება. ქვემოთ მოცემულია ფასის ცვლილება 1915 წლიდან დღემდე (ფასებში გათვალისწინებულია ინფლაცია).

ოქროს ფასი გრაფიკი
ოქროს ფასის დინამიკა

მინიმალური ფასი 1970-იან წლებში დაფიქსირდა, ამ დროს უნციის ფასი დაახლოებით 290$-ს შეადგენდა. ხოლო რეკორდულს მაჩვენებელს კი 2700$-ს 80-იან წლებში მიაღწია. სხვათა შორის, ამ მაჩვენებელთან ახლოს ბაზარი 2011 წელს მივიდა.

საინტერესოა, რომ 2017 წლიდან დღემდე ოქროს ფასმა დაახლოებით 35%-ით მოიმატა, ეს ნიშნავს, რომ ოქროს ბირჟაზე 2017 წელს 10,000$-ის ინვესტირებით დღეს დაახლოებით 13,500 დოლარი გექნებოდათ. (რამდენად დიდი რიცხვია თავად შეაფასეთ)

ზოგადად ოქროში ფულის დაბანდება უამრავი გამოცდილი ინვესტორი სკეპტიკურად უყურებს და მას რისკების თავის დაზღვევის საშუალებად უფრო მიიჩნევს, ვიდრე მოგების მისაღებად.

მაგალითად, ცნობილი ამერიკელი ინვესტორი უორენ ბაფეტი 2011 წლის წერილში ოქროში ინვესტიციას ფერმას ადარებს და ამბობს, რომ ლითონი დიდად არ მოსწონს მისი არაპროდუქტიულობის გამო. ფერმას უშუალოდ მიწის ღირებულების გარდა შეუძლია მოსავალიც მიიღოს და ამით დამატებითი ღირებულება შექმნას, ოქროს კი ამის გაკეთება გაუჭირდება.

* გაითვალისწინეთ, რომ სტატიაში მოცემული ინფორმაცია არ არის ფინანსური რჩევა. გადაწყვეტილების მიღებამდე საჭიროა დამოუკიდებლად გააკეთოთ ბაზრის კვლევა და ანალიზი.

და მაინც, რატომ უნდა ვიყიდოთ ოქრო? 

ოქროს შეძენას რამდენიმე მნიშვნელოვანი უპირატესობა გააჩნია:

  • ფასის სტაბილურობა – ოქროს ფასი შედარებით სტაბილურია დროთა განმავლობაში და ნაკლებად განიცდის ცვალებადობას, ვიდრე აქციები ან კრიპტოვალუტები. სწორედ, ეს ხდის მას კარგ საინვესტიციო საშუალებას დივერსიფიკაციისა და რისკების შემცირებისთვის. (განსაკთრებით, იმ ადამიანებისთვის, რომლებსაც არ შეუძლიათ სხვა აქტივებით წარმატებული ვაჭრობა).
  • ინფლაციისგან დაცვა – ოქრო ტრადიციულად განიხილება როგორც ღირებულების შენარჩუნების საშუალება ინფლაციის პერიოდში. მისი ფასი ხშირად იზრდება ინფლაციის გაზრდის პარალელურად.
  • მოთხოვნის სტაბილურობა – ლითონზე მუდმივი დიდი მოთხოვნაა, როგორც საინვესტიციო, ასევე სამრეწველო მიმართულებებით. ეს ხელს უწყობს ფასის სტაბილურობასა და აქტივის ლიკვიდურობას.
  • გლობალური აქტივი – ის არის გლობალურად აღიარებული აქტივი, რომელიც ივაჭრება მსოფლიოს ნებისმიერ ბირჟაზე. ეს მას საერთაშორისო ლიკვიდურობასა და ღირებულებას ანიჭებს.
  • პოლიტიკური და ეკონომიკური რისკების ჰეჯირება – ოქრო განიხილება როგორც “თავშესაფარი აქტივი” პოლიტიკური და ეკონომიკური არასტაბილურობის პერიოდში.
  • და ბოლოს, უბრალოდ ძვირფასი სამკაული.

ამრიგად, ოქროს შეძენა შეიძლება იყოს კარგი ინვესტიცია დივერსიფიკაციისთვის, ინფლაციისგან დაცვისთვის და ფინანსური რისკების დაზღვევისთვის. თუმცა, ისევე როგორც ნებისმიერი სხვა ინვესტიცია, აქაც არსებობს რისკები და გადაწყვეტილების მიღებამდე საჭიროა ბაზრის ანალიზი.

რომელ ქვეყნებს აქვთ ოქროს ყველაზე დიდი რეზერვი?

  • აშშ
  • გერმანია
  • იტალია
  • საფრანგეთი
  • რუსეთი

ოქრო შუა საუკუნეებში – მოკლე რეტროსპექტივა

ძვირფასი ლითონი ოქრო

შუა საუკუნეები იყო ერა, როდესაც ოქრო წარმოადგენდა ძალაუფლების, სიმდიდრის, პრესტიჟისა და გაცვლა-გამოცვლა საშუალებას. ამ ბრწყინვალე ლითონს თავისი ლამაზი შეფერილობით, სიმკვრივითა და სიძვირით დიდი მნიშვნელობა ენიჭებოდა მაშინდელ საზოგადოებაშიც. ოქროს მოპოვება, დამუშავება და ვაჭრობა წარმოადგენდა ცენტრალურ საქმიანობას იმ დროის მონარქებისა და არისტოკრატებისთვის.

შუა საუკუნეების დასაწყისში, რომის იმპერიის დაშლის შემდეგ, ოქროს მოპოვება და წარმოება შენელდა. ფეოდალები და მეფეები მუდმივად ცდილობდნენ ოქროს მარაგების გაზრდას, რაც ხშირად ომებისა და ლაშქრობებისკენ მიდრეკილების მიზეზი ხდებოდა. ვინც ოქროს ფლობდა, ის განსაზღვრავდა რეგიონში ძალაუფლების წონასწორობას.

დიდი რაოდენობით ოქროს ფლობა წარმოაჩენდა მონარქის სიმდიდრეს და ძლევამოსილებას. 

არა მხოლოდ მეფეები და არისტოკრატები აფასებდნენ ამ ლითონს, არამედ ეკლესიაც. კათოლიკურ ეკლესიაში ის განიხილებოდა როგორც სიწმინდის სიმბოლო, რაც დაკავშირებული იყო ღმერთთან და ზებუნებრივ სამყაროსთან. ბევრი ეკლესია, სალოცავი და მონასტერი შეკაზმული იყო ოქროთი. მეტალი აგრეთვე გამოიყენებოდა სასულიერო პირების სამოსისა და სხვა საეკლესიო ნივთების გასამდიდრებლად. უფრო მეტიც, ეკლესია დიდი ხნის განმავლობაში ოქროსა და ძვირფასი ლითონების საიმედო საცავსაც წარმოადგენდა. 

ეს ლითონი შუა საუკუნეების ხელოვნებაშიც დიდი პოპულარობით სარგებლობდა. ხატწერებსა და მოზაიკებში ის ფართოდ გამოიყენებოდა ფიგურების შესამკობად.

გარდა ამისა, ოქრო დიდ გავლენას ახდენდა იმდროინდელ ეკონომიკურ და სავაჭრო ლანდშაფტზე. მას ჰქონდა უნივერსალური ღირებულება და გამოიყენებოდა საერთაშორისო გადახდების განსახორციელებლად. მდიდარი ვაჭრები ხშირად საკუთარი კაპიტალის ნაწილს ამუშავებდნენ ან ინახავდნენ ოქროს სახით.

თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ ამ დროს ასევე ინტენსიურად (შეიძლება უფრო მეტადაც) გაცვლა-გამოცვლის პროცესში გამოიყენებოდა ვერცხლიც.

* გახსოვდეთ, რომ ვებგვერდი პერიოდულად განახლდება და დაემატება ახალი ინფორმაცია.