მსოფლიო ეკონომიკის ისტორიას უამრავი ფინანსური თაღლითობა ახსოვს, თუმცა ვერც ერთი შეედრება მასშტაბით ბერნი მედოფის გრანდიოზულ სქემას.
ბერნიმ თაღლითობით ათასობით ინვესტორს 17 წლის განმავლობაში დაახლოებით 65 მილიარდი დოლარი დააკარგვინა. ერთი პერიოდი ეს ადამიანი NASDAQ-ის საფონდო ბირჟის თავმჯდომარეც კი გახლდათ. სამწუხაროდ, წარმატების მწვერვალზე გაჩერება ვერ შეძლო და თავი გისოსებში ამოყო.
როგორ? – Ponzi სქემის წყალობით.
პონზი სქემა ფინანსური თაღლითობის ერთ-ერთი ფორმაა, რომელიც პირველად მოსულ ინვესტორებს შემდგომი ინვესტორებისგან მიღებული თანხით უხდის ფულს. ეს კი მოგების ილუზიას ქმნის.
უფრო მარტივად – დავუშვათ შემოიტანთ ფონდში 1000$ და დაგპირდით, რომ ამ თანხას 1 თვის შემდეგ 20%-ს დავუმატებ. ვთქვათ, რომ თქვენს შემდეგ კიდევ 1 ინვესტორი მოვიდა, რომელმაც 1000$ შემოიტანა ფონდი. მე, რომ ბერნი მედოფი ვიყო, ამ 1000$-ით გადაგიხდით თანხას. მეორე ინვესტორს მესამე ინვესტორით გავისტუმრებდი და ა.შ. რეალურად ოდესღაც ეს სქემა დასრულდება და ბოლო ინვესტორები მთელ დანაზოგს დაკარგავენ. წარმოდგინეთ, რომ საქმე ეხება ათასობით ადამიანს და მათ საპენსიო დანაზოგებს.
ყველაზე პოპულარული სტატია – ყველაფერი ხელოვნური ინტელექტის შესახებ
სწორედ ასეთი ფონდი დაარსა ბერნიმ და უამრავი ადამიანიც ჩაითრია ამ ფინანასურ პირამიდაში.
ის ხალხს არწმუნებდა, რომ დანაზოგები მის ფონდში შემოეტანათ, სანაცვლოდ კი ბაზრის საშუალო უკუგებაზე მაღალ მოგებას ჰპირდებოდა. სინამდვილეში კი მედოფი კლიენტების თანხებს ერთ საბანკო ანგარიშზე რიცხავდა, რომელსაც ძველი კლიენტების გასასტუმრებლად იყენებდა.
ეს არის კლასიკური პონცის სქემის მოდელი: მუდმივად მიიღე ახალი ფული, ამავდროულად გადაიხადე საკმარისი რაოდენობა, რათა შეინარჩუნო უზარმაზარი მოგების ილუზია.
საბოლოოდ თაღლითობა გამოაშკარავდა, როდესაც ბაზარი მკვეთრად დაეცა 2008 წლის ბოლოს და ძალიან ბევრმა ადამიანმა მოითხოვა ფულის გამოტანა ფონდიდან. 2008 წლის 10 დეკემბერს მან თავის შვილებს გაუმხილა ფინანსური თაღლითობის შესახებ. (მისმა ერთ-ერთმა შვილმა მედოფის დაკავებიდან მეორე წელს თავი ჩამოიხრჩო).
ინვესტირებასთან დაკავშირებული სტატიების პოვნა შეგიძლიათ აქ.
რატომ?
“რატომ სურს ადამიანს, რომელსაც ასობით მილიონი დოლარი უკვე აქვს, მიიღოს მეტი, და ეს ისე ძალიან სურს, რომ მზადაა ყველანაირად გარისკოს?”
თვითგადარჩენა? – არა, მედოფი ფინანსური სქემის შექმნამდე საკმაოდ მდიდარი გახლდათ. რეალურად, ამ ადამიანმა არ იცოდა სიტყვა “საკმარისია”.
როგორც ბაფეტმა თქვა: “არ გარისკოთ იმით რაც გჭირდებათ, იმისათვის რაც საერთოდ არ გჭირდებათ”. მერდოფს საერთოდ არ ჰქონდა ასეთი ნაბიჯის გადადგმის საჭიროება.
სწორედ, ფინანსურმა აზარტმა და სიხარბემ შეიწირა წარმატებული ფინანსისტის კარიერა.