POLUX MEDIA

ბანკი ღარიბებისთვის – მუჰამედ იანუსი

„სიღარიბე ხელოვნურია და ის მხოლოდ ადამიანის ყოფის გარეგანი ეფექტია და არა თანაყოლილი ფენომენი. სწორედ ამიტომ ჩვენ შეგვიძლია მისი აღმოფხვრა. უბრალოდ უნდა ვცადოთ.“ 

ეს სიტყვები ეკონომიკის პროფესორ მუჰამედ იანუსს ეკუთვნის, რომლემაც 1976 წელს ბანგლადეშში მოგებაზე არააორიენტირებული მიკროსაფინანსო ორგანიზაცია დაარსა. ამ ორგანიზაცია 1983 წლიდან გრამინ ბანკის სახელით ვიცნობთ.

თავად სახელიც გარკვეულ მინიშნებას წარმადგენს თუ რას საქმინობს ეს ორგანიზაცია. „გრამინ“ ბენგალურ ენაზე სოფელს ნიშნავს, შესაბამისად ამ ბანკის  ძირითად საქმიანობას დღემდე ბანგლადეშის სოლფებში უაღრესად ხელმოკლე ოჯახებისთვის სესხების გაცემა წარმოადგენს. ხაზგასმით უნდა აღინიშნოს, რომ სესხები ყოველგვარი თავდების გარეშე გაიცემა, რაც დღემდე საკრედიტო სამყაროსთვის საკამოდ უცხო და ინოვაციურია.

ამას გარდა, ბანკი მოსახლეობას კრედიტებისა და შემოსავლების დაგეგმვაშიც ეხმარება. როგორც თავად იანუსი აღნიშნავს ამ წამოწყებისთვის შთაგონების მთავარი წყარო მისთვის დედა აღმოჩნდა. 

იანუსი ბანგლადეშის სოფელ ჩითაგონგში ცხოვრობდა და ის ყოველდღიურად ხედავდა როგორ ეხმარებოდა დედამისი გაჭირვებულ ხალხს. ამას თან დაერთო ისიც, რომ 1976 წლისთვის ბანგლადეში საკმაოდ მძიმე ეკონომიკურ მდგომარეობაში იყო: მოსახლების დიდი ნაწილი შიმშილით იხოცებოდა, მას დაემატა წყალდიდობაც და ქვეყანა განადგურების საფრთხის წინაშე დადგა. სწორედ ამ დროს ჩნდება აქტიურად მუჰამედ იანუსი და გრამინ ბანკი.

ის თვლიდა, რომ საუკეთესო მეწარმე ღარიბი ადამაინია, რადგან მას ყოველდღიურად უწევს სხვადასხვა ინოვაციების მოფიქრება, რათა როგორმე გადარჩენა მოახერხოს.

ამასთან ერთად იანუსი ხედავდა იმასაც, რომ ბანგლადეშის მოსახლეობა და ზოგადად ქვეყანაც ამ საფრთხის წინაშე აღმოჩნდა არა იმიტომ რომ ზარმაცი ხალხი ცხოვრობდა, პირიქით ისინი საკმაოდ ბევრსაც შრომობდნენ, არამედ იმიტომ, რომ არ ქონდათ ეკონომიკური ხელშეწყობა განვითარებისათვის.

სწორედ ამიტომ მუჰამედ იანუსმა გადაწყვიტა დახამრებოდა ბანგლადეშის სოფლებში მცოხვრებ ღარიბ მოსახლეობას და ენახა რა შედეგით დასრულდებოდა ეს ყველაფერი.

თავადაპირველად გრამინ ბანკი მხოლოდ საცდელ ექსპერიმენტს წარმოადგენდა. 1976 წელს იანუსმა ბანგლადეშის 42 სოფელში ქალებს 27$ ასესხა, გარკვეული დროის შემდეგ კი უკვე წელში გამრთულმა ქალებმა მას ფული უკან დაუბრუნეს.

სწორედ მაშინ მიხვდა იანუსი, რომ ხალხს წინსვლისა და განვითარებისათვის არ სჭირდება დახმარება და მოწყალება, არამედ მათ სჭირდებათ სესხი. მოწყალება ერთჯერადია და ადამიანს არანაირი ვალდებულება და პასუხისმგებლობა არ უჩნდება, ხოლო სესხის შემთხვევაში ის იძულებულია იმუშაოს და თავად შექმნას მატერიალური დოვლათი.

ამიტომ გადაწყვიტა იანუსმაც გრამინ ბანკის დაარსება, რომლის მეშვეობითაც ის ბანგლადეშის მოსახლეობის დახმარებას შეძლებდა.

აღსანიშნავია ისიც, რომ გრამინი არ არის მოგებაზე ორიენტირებული, რასაც კრიტიკოსები უარყოფითად აფასებენ. თუმცა რიცხვითი მონაცემები სხვა რამეზე მეტყველებს.

2017 წლის სექტემბრის მონაცემებით გრამინ ბანკს 2 568 ფილიალი აქვს და ემსახურება 81 399  სოფელს, რომელთა 97% ბანგლადეშის სოფელია.

ამასთან ერთად 8.92 მილიონი მსესხებელი ჰყავს გრამინს, რომელთა 97%-საც ქალები წარმოადგენენ. სწორედ ამ მონაცემებით გრამინ ბანკი ახერხებს კონკურენცია სხვა ბანკებს.

რეალურად საბანკო სამყარო საკმაოდ ვრცელია, რომელშიც უამრავი ორგანიზაცია ერთიანდება. გრამინმა კი ამ წითელ ოკეანეში შეცურა, სადაც სასტიკი ზვიგენები ბინადრობენ.

თუმცა საბოლოოდ გრამინა თავისი ინოვაციურობით, განსხვავებული იდეებითა და მიზნებით, ამ წითელ ოკეანეში თავისი წილი ლურჯი ოკეანე შექმნა.

გრამინ ბანკის ლურჯი ოკეანე

ალბათ რთული წარმოსადგენია ისეთ ბანკი, რომლის მთავრი მიზანი არის არა მოგების მაქსიმალიზაცია, არამედ ღარიბი მოსახლეობის ფინანსური და სოციალური მდგომარეობის გაუმჯობესება.

გრამინის შექმნამდე ბანკების მთავარ სამიზნე ჯგუფს ფინანსურად შეძლებული მოსახლეობა წარმოადგენდა. მათი შეთავაზებები არ იყო გათვლილი ხელმოკლე, სოფელში მომუშავე მოსახლეობისათვის, რადგან ისინი გადახდისუუნარონი იყვნენ.

მაშინ როდესაც გრამინ ბანკმა დაიწყო არსებობა, თავის სამიზნე სეგემენტად სწორედ „გადახდისუუნარო“ საზოგადოება აირჩია და ამით გაემიჯნა ბაზარზე მსხვილ მოთამაშეებს. მან მიაგნო თავის „ლურჯ ოკეანეს“.

როგორც ვიცით ლურჯი ოკიეანის აღმოჩენის შემდეგ ის ძირითადად ძალიან სწრაფად წითლდება, რადგან ბაზარზე შემოდის კომპანიები და იწყება ბაზრის დანაწევრება. მაგრამ ამ შემთხვევაში ასე არ მოხდა, ეს განაპირობა ბევრმა ფაქტომა:

პირველ რიგში, როდესაც გრამინმა არსებობა დაიწყო, ბანკების უმრავლესობა სკეპტიკურად უყურებდა ამ ნაბიჯს. ვერავის წამოედგინა „ბანკი ღარიბებისთვის“. ამიტომაც მათ დაიგვიანეს გრამინთან კონკურენციაში ჩართვა. ამ პერიოდში კი ბანკი საკმაოდ გაიზარდა და გაძლიერდა.

ამას დაემატა ისიც რომ, იანუსი პირველი იყო ამ ბაზარზე და ამიტომაც პირველშემსვლელის უპირატესობით სარგებლობდა. ამის გამო მომხმარებელი უფრო ლოიალურად იყო განწყობილი გრამინის მიართ.

ამას დაემატა ორგანიზაციის მიერ განხორციელებული სოცილური პოექტები, რომელიც მოსახლეობის ლოიალობას ბრენდისადმი ერთი-ორად ზრდიდა.

ანალიზის დროს არ უნდა გამოგვრჩეს მასშტაბის ეკონომიის ეფექტი. ორგანიზაციას ფილიალი ბანგლადეშის სოფლების 97%-ში აქვს გახნილი. გრამინისთვის ჯგუფის მობილიზებისა და გასესხების ზღვრული ხარჯი ბევრად ნაკლები იყო ზღვრულ შემოსავალზე, რომელსაც ამ გასესხებიდან იღებდა. ამიტომ მას შეეძლო და აწყობდა კიდეც ბევრად მეტი სესხი გაეცა, ბევრად მეტი ფილიალი შეექმნა და კიდევ უფრო გაეზარდა ორგანიზაცია.

ამას დემატა ისიც რომ, მთავრობის შეხედულება შეიცვალა გაჭირვებული მოსახლეობის დახმარების კუთხით და დაუახლოვდა გრამინ ბანკისას. იანუსის კომპანიას მთავრობა აქტიურ ლობირებას უწევდა და სესხზე შეღავათებს აძლევდა.

მთავრობასთან ერთად, დონორებიც დიდ როლს თამაშობდნენ ბანკის წარმატებაში. კომპანია თავისი მისიის გამო უამრავ თანხას იღებდა სხვადასხვა საერთაშორისო დონორისგან.

ამ უპირატესობების გამო იანუსს არ უჭირდა ბრენდის გაფართოება მთელი ბანგლადეშის მასშტაბით.

ხოლო რაც შეეხება უშუალო კონკურენტებს – ბანგლადეშში გრამინ ბანკის მთავარი კონკურენტები იყვნენ: ASA და BRAC. მათი სამიზნე აუდიტორია დაახლოებით იგივე იყო, თუმცა სტრატეგია სრულიად განსხვავებული. ისინი საოპერაციო ხარჯების შემცირების ხარჯზე ცდილობდნენ გაეზარდათ მოგება და არა პროცენტის შემცირების ხარჯზე.

ბანკის სტრატეგია სიღარიბის დასაძლევად

მიუხედავად იმისა, რომ თანამედროვე მსოფლიოში წარმოუდგენლად მიიჩნევა ისეთი პრობლემების არსებობა, როგორებიცაა სიღარიბე, შიმშილობა, თავშესაფრის გარეშე ცხოვრება, წყლის დეფიციტი, ჯანმრთელობაზე არზრუნვა და ა. შ. ათეულობით ქვეყანაში ეს პრობლემები საკამოდ აქტუალურია. მოგებაზე ორიენტირებული კომპანიები არ აქცევენ ამ ყველაფერს ყურადრებას.

თუმცა გრამინ ბანკი მოგების მიღებაზე არაა ორიენტირებული. იგი არის ორგანიზაცია, რომელიც საერთო კეთილდღეობისთვის, სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესებისთვის იბრძვის.

სწორედ ესაა გრამინ ბანკის მიზანი: ღარიბი მოსახლეობის რაოდენობის შემცირება. ამის შესასრულებლად ის კომერციული ბანკებისგან განსხვავებულ სისტემას სთავაზობს მომხმარებელს.

გრამინ ბანკის უპირატესობაა ის, რომ იგი სესხს აძლევს უკიდურესად გაჭირვეულ და ღარიბ ხალხს დაბალ პროცენტში, რათა მატერიალური დოვლათი შექმნან. იუნუსი ამბობს: „ყველა ადამიანი მეწარმედ არის დაბადებული, ყველა მათგანს აქვს გადარჩენისთვის საჭირო უნარები. საჭიროა მხოლოდ დავეხმაროთ მათ და ვნახოთ როგორ გამოიყენებენ ამ უნარებს მომავლის გასაუმჯობესებლად“.

ამასთანავე მნიშვნელოვანია ისიც, რომ გრამინ ბანკი განსაკუთრებით აქტიურად გასცემს აგრო სესხებს და ამ გზით ბანგლადეშის აგრომეურნეობის განვითარებასაც უწყობს ხელს.

აღსანიშნავია, გრამინ ბანკის კიდევ ერთი სტრატეგია. იგი უპირატესობას ანიჭებს ქალებს. მსესხებლის 97% ქალია, რადგან:

  • ქალები უფრო კარგად იხდიან სესხს, ვიდრე კაცები, რომლებიც ხშრად ფლანგავენ მიღებულ ფულს.
  • ისინი უფრო პასუხისმგებლიანები არიან და ისეთ რაღაცას აკეთებენ, რაც მთლიანად ოჯახისთვისაა სასარგებლო.
  •  „როდესაც ქალის შემოსავალი იზრდება, ეს ერთგვარი სწრაფი სარგებელის მიღების საშუალებაა ბავშვებისთვისაც. ქალი არის „მომავალი სტრატეგია“ ოჯახის სიტუაციის გაუმჯობესებისთვის. კაცი კი ესეთ რაღაცებს ყურადღებას არ აქცევს.
  • კაცები ბრაზობენ, რადგან მათ ცოლებს საკუთარი ფული აქვთ. გრამინ ბანკი ცდილობს დაანახოს მათ, რომ კარგია, როცა ცოლიც იღებს შემოსავალს. ამ დროს ოჯახი უფრო მალე დააღწევს თავს სიღარიბეს.

გრამინ ბანკს შემუშავებული 10 კრიტერიუმი, რომლითაც სესხის გაცემის დროს ხელმძღვანელობს.

მისი აზრით, ღარიბი უკვე აღარაა ადამიანი, თუ ოჯახი ცხოვრობს სულ მცირე 25 000 ტაკას ღირებულების სახლში და იატაკის ნაცვლად საწოლში სძინავს; წყალს სვამს ონკანიდან; 6 წელზე მეტი ასაკის ბავშვები სკოლებში დადიან; აქვთ სააბაზანო ოთახი; ოჯახის წევრებს აქვთ სეზონის შესაფერისი ტანსაცმელი და კოღოებისგან დამცავი ბადე; მინიმალური ყოველკვირეული სესხის დასაფარი თანხის ნაწილი 200 ან მეტი ტაკაა; ოჯახს აქვს დამატებითი შემოსავლის წყარო (ბოსტანი, ბაღი); ოჯახის წევრებს შეუძლიათ ჰქონდეთ სამჯერ სასიცოცხლოდ აუცილებელი საკვები (square meal)  და ჯანმრთელობაზე ზრუნვა შეუძლიათ.

გრამინ ბანკის სტრატეგიის ნაწილია სესხის აღების განსხვავებული მიდგომა. იგი არ ითხოვს არანაირ თავდებს (გარანტიას) სესხის მისაღებად, მსესხებელთან არ აფორმებს ხელშეკრულებას, გადაუხდელობის შემთხვევაში თანხის მიმღები კანონის წინაშე პასუხისმგებელი არ იქნება. ხოლო იმისათვის, რომ რისკი შეამციროს უფრო ხშირად ჯგუფურ სესხებს გასცემს.

როგორ ოპერირებს გრამინ ბანკი?

ბანკი აქტიურად გასცემს მიკროკრედიტებს. სესხის მოცულობა როგორც წესი არ აღემატებოდა 100$-ს, ამასთანავე პროცენტი ძალიან დაბალი იუო. სამეწარმეო სესხზე 20% (საშუალო 300-400$), სამომხმარებლო სესხზე 8%(100-200$), სტუდენტურ სესხზე 5% და საერთოდ უპროცენტო სესხი განსაკუთრებულად  გაჭირვებულთათვის.

თუ ეს ბევრად გეჩვენებათ მთავრობამ სცადა ასეთივე მიკროსაფინანსოს შექმნა, ყველანაირი სუბსიდიებით და დახმარებებით და მათაც კი ვერ შეძლეს 22%-ზე ქვემოთ ჩამოსვლა.

ესეთი სისტემის მართვა მარტივი რომ იყოს ალბათ ყოველი მეორე მიკროსაფინანსო შემოგვთავაზებდა დაბალ პროცენტებს.

მარტივი მისახვედრია, რომ ასეთ დაბალ მარჟებზე გასვლისას ბევრი პრობლემა იქმნება.

რა მოხდება მაშინ თუ მსხესხებელი ბანკს ფულს არ გადაუხდის? ეს ბანკი სავარაუდოდ გაკოტრდება. თუმცა გრამინ ბანკს მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესო collection rate (თანხის ამოღება) აქვს. თუ აშშ-ს ბანკები 90%-იანი მაჩვენებლით ამაყობენ, ამ ბანკს თანხის ამოღების 99%-იანი კოეფიციენტი აქვს.

როგორ ახერხებს ეს ხალხი ფულის უკან დაბრუნებას ან საერთოდ რატომ აბრუნებენ უკან ფულს?

პასუხია მარტივია – სესხზე კოლექტიური პასუხისმგებლობა. ეს საკმაოდ უცნაური ფენომენია საბანკო სისტემაში, რომელიც ასე მუშაობს: იქმნება  5-8 კაციანი ჯგუფები, რომლის წევრებსაც არ უნდა ჰქონდეთ კავშირი ერთმანეთთან. თავიდან მხოლოდ 2 კაცი იღებს ფულს. თუ ეს ორი კაცი მოახერხებს ფულის დაბრუნებას მაშინ ჯგუფის სხვა წევრებსაც ნაწილ ნაწილ მიეცემათ საშუალება აიღონ სესხი ბანკისგან. ამით ბანგლადეშელმა CEO-მ მოახერხა ყველაზე უგულო სფეროში, როგორიცაა საბანკო სფერო, სადაც ერთი შეხედვით მხოლოდ ციფრები მეფობს, შეეტანა ადამიანური როლიც, რაც აშკარად ეხმარება ბანკს ფულის ამოღებაში.

გრამინი დღეს

ჯერ მხოლოდ 2016 წელს ამ ბანკმა 22 პროექტი ჩაატარა,  რომელმაც გააუმჯობესა აზიაში, აფრიკაში და სამხრეთ ამერიკაში მცხროვრები  3 მლნ-ზე მეტი ადამიანის ცხოვრება. აქედან ნახევარზე მეტის დღიური შემოსავალი 2.5$ ზე მცირე იყო.

ეს პროექტები ძირითადად 5 სფეროს ეხება, რომელშიც ბანკი აქტიურად ცხდილობს მონაწილეობის მიღებას დღეს და აპირებს მომავალშიც ამ მიმართულებებით იაქტიუროს.

  1. ციფრული პროდუქტი და სერვისები – მიუხედავად იმისა, რომ ბანკის მომხმარებლების რიცხვი ბოლო წლებში მკვეთრად გაიზარდა, 2 მლნ ადამიანს ჯერ კიდევ არა აქვს წვდომა ბანკების ოფიციალურ შემოთავაზებებზე.
  2. ალტერნატიული არხები – რაც გულისხმობს ასე ვთქვათ „ბოლო მილზე“ მცხოვრებ მოსახლეობასთან კავშირის დამყარებას, რომელთაც არა აქვთ ბანკის ფილიალები, ბანკომატები და ინტერნეტიც კი. შესაბამისად მათთან კონტაქტის დასამყარებლად საჭიროა ალტერნატიული საშუალებები.
  3. სოფლის მეურნეობა – ბანკი არა მხოლოდ ფინანსურ რესურსებს აწვდის ფერმერებს, არამედ აგროვებს, აანალიზებს და აფასებს ფერმერების შესაძლებლობებსა და რისკებს და შემდეგ ამ ინფორმაციას უზიარებს ფერმერს. ბანკი ეხმარება მათ პროდუქტიულ საქმიანობასა და სესხის გადახდისუნარიანობაში.
  4. ჯანდაცვა – ვინაიდან სანდო ჯანდაცვა და სამედიცინო დაწასებულება ბევრი ღარიბი დასახლებისთვის მიუწვდომელია, ამიტომ ბანკი ამ სფეროში აქტიურად აპირებს ინვესტიციების განხორციელებას.
  5. განათლება – მომხმარებლების უმეტესობამ წერა-კითხვაც კი არ იცის. ამიტომ ბანკი აქტიურად არატებს ღონისძიებებს, რომელთა ფარგლებშიც საგანმანათლებლო ჯგუფები იქმნება. მაგალითად, განიხილავენ როგორ დააგროვონ დანაზოგი.

მოკლედ, რომ შევაჯამოთ, იანუსს სამომავლოდ ძალიან დიდი გეგმები აქვს და ადამიანთა ცხოვრების გაუმჯობესების მიზნით აქტიურად არის ჩაბმული მრავალ პროექტში. მიუხედავად კრიტიკოსებისა, მუჰამედი დღემდე უამრავ ადამიანს ეხმარება და საერთაშორისო ორგანიზაციებთან ერთად ცდილობს მოსახლეობის ცხოვრების გაუმჯობესებას.