გავრცელდა ინფორმაცია, რომ ცნობილმა ამერიკელმა ინვესტორმა უორენ ბაფეტმა აქციების გაყიდვა 325 მილიარდი დოლარის ნაღდი ფული გამოათავისუფლა. კონკრეტულად კი მან ბოლო პერიოდში Apple-ისა და Bank Of America-ს დიდი რაოდენობით აქციები გაყიდა.
მიუხედავად იმისა, რომ ამდენი ნაღდი ფულის დაგროვების შემდეგ ბაფეტს შესაძლებლობა აქვს ფართომასშტაბიანი ინვესტიციები განახორციელოს სხვადასხვა პროექტებში, ის არ ჩქარობს.
განსაკუთრებით აღსანიშნავია Apple-ის აქციებთან დაკავშირებული გადაწყვეტილება. Berkshire-მ დრამატულად შეამცირა თავისი წილი კომპანიაში – თუ გასული წლის ბოლოს მათი ინვესტიცია 174.3 მილიარდ დოლარს შეადგენდა, დღეს ის მხოლოდ 69.9 მილიარდია. მიუხედავად ამისა, Apple კვლავ რჩება Berkshire-ის პორტფელის უმსხვილეს ინვესტიციად.
ექსპერტები ვარაუდობენ, რომ ბაფეტის ეს ნაბიჯები შესაძლოა მიანიშნებდეს ახალი საინვესტიციო შესაძლებლობებისთვის მზადებაზე ან ბაზრის პოტენციური კორექციის მოლოდინზე. “ომაჰელი ორაკულის” კონსერვატიული მიდგომა და დიდი ოდენობით ნაღდი ფულის დაგროვება ხშირად ბაზრის მოსალოდნელ რყევებზე მიუთითებს ხოლმე. ისღა დაგვრჩენია დაველოდოთ, როგორ განვითარდება მოვლენები.