ცნობილი ინვესტორი დევ კანტესარია ბოლო წლებში შთამბეჭდავი შედეგებით იქცევს ვოლ-სტრიტის ყურადღებას. მისი ფონდი Valley Forge Capital Management 4 მილიარდი დოლარის ღირებულების აქტივებს მართავს.
კანტესარიას საინვესტიციო მიდგომა ძალიან ჰგავს “ომაჰელი ორაკულის” უორენ ბაფეტის მიდგომას. ის ფულს წარმატებულ და გრძელვადიან პერსპექტივაში სტაბილურად მზარდ ბიზნესებში აბანდეს. მაგ: მის პორტფოლიოში ყველაზე დიდი ადგილი FAIR ISAAC Corp-ის აქციებს უჭირავს. FICO (Fair, Isaac and Company) არის მონაცემთა ანალიტიკური კომპანია, რომელიც მდებარეობს ბოზმანში, მონტანა, და ფოკუსირებულია საკრედიტო ქულების სერვისებზე. ის დააფუძნეს ბილ ფეარმა და ერლ აიზეკმა 1956 წელს. FICO-ს მიერ მინიჭებული ქულა სამომხმარებლო სესხების საკრედიტო რისკის საზომია მთელი ქვეყნის მასშტაბით.
დევ კანტესარიას საინვესტიციო პორტფელი
საინტერესოა როგორ გამოიყურება ინვესტორის პორტფოლიო ბოლო საჯარო მონაცემების მიხედვით. გაითვალისწინეთ, რომ დევ კანტესარია არ არის ზედმეტი დივერსიფიკაციის მომხრე, ვინაიდან თვლის, რომ “საინვესტიციო პორტფელში რიგით მე-15 საუკეთესო აქცია არ სჭირდება”.
* მონაცემები მოცემულია ათასებში

*გაითვალისწინეთ, რომ ეს არ არის ფინანსური რჩევა. გადაწყვეტილების მიღებამდე ჩაატარეთ დამოუკიდებელი კვლევა.