POLUX MEDIA

სად შეიძლება ელექტრომობილის ყიდვა საქართველოში? – 3 ქართული ავტოცენტრი

ელექტრომობილებზე დიდი მოთხოვნიდან გამომდინარე ხშირად ისმება კითხვა, თუ სად შეიძლება ელექტრმობილების ყიდვა საქართველოში.

ამიტომ წარმოგიდგენთ 3 ქართულ ავტო ცენტრს, რომელიც მაღალი ხარისხისა და გემოვნებიანი დიზაინის ავტომობილებს გთავაზობთ

🥇 E-Motors Georgia

E-Motors Georgia-ს ელექტრომობილი

E-Motors Georgia-ს ექსკლუზიური პარტნიორობა აკავშირებს ისეთ ცნობილ ჩინურ ავტობრენდებთან, როგორებიცაა: IM Motors, Jetour, Dayun, Forthing და Chery-ს. ავტოცენტრში ელექტრომობილების ფასი 10 000$-დან იწყება, რომელიც მოიცავს ბიუჯეტურ და პრემიუმ სეგმენტებს.

კომპანია მომხმარებლებს მრავალფეროვან ავტომობილების სთავაზობს, როგორც ელექტრო, ისე შიდა წვის ძრავზე. პარტნიორი მწარმოებლებისგან პირდაპირი იმპორტი უზრუნველყოფს ხარისხის შეუვალობას.

გამოცდილი პროფესიონალებისგან დაკომპლექტებული სერვის ცენტრი გარანტიას იძლევა ავტომობილის სრულფასოვან მოვლაზე. E-Motors Georgia იწვევს მომხმარებლებს ავტოსატრანსპორტო ინდუსტრიის ახალ ეპოქაში ჩართვისთვის.

🥈 Evotek Georgia

Evotek Georgia-ს ავტომობილები

კომპანია ელექტრომობილებით დაინტერესებულ მომხმარებლებს მოდელების ფართო არჩევანს სთავაზობს. მათ პორტფოლიოში შედის ისეთი ცნობილი ბრენდები როგორებიცაა: BYD, Denza, Avatr, Volkswagen, Honda, Nissan და ა.შ. ავტო ცენტრი ასევე ყიდის ელექტრო დამტენებსა და ავტომობილების სხვადასხვა აქსესუარებს.

🥉 Volvo Car Georgia

Volvo-ს ელექტრომობილი

Volvo-ს ოფიციალური წარმომადგენელი საქართველოში “Volvo Car Georgia” ავტომობილის შეძენის მსურველებს მაღალი ხარისხის, გამძლე მოდელებს სთავაზობს. ავტოცენტრში ხელმისაწვდომია SUV/CROSSOVER-ის ტიპის ელექტროავტომობილები, ისეთები როგორებიცაა: EX30, Volvo EC40 Plus, C40 Plus და ა.შ

კომპანიაში ხელმისაწვდომია როგორც ელექტრო, ასევე შიდა წვის ძრავის ავტომობილები.

P.S ბრენდები დალაგებულია სუბიექტური შეფასებით. თითოეული მათგანის შესახებ დეტალური ინფორმაციისთვის ეწვიეთ ოფიციალურ ვებსაიტებს.