POLUX MEDIA

ელექტრომობილები – რატომ უნდა შევიძინოთ?

თანამედროვე მსოფლიოში, სადაც გარემოს დაცვა და ეკონომიურობა სულ უფრო მნიშვნელოვანი ხდება, ელექტრომობილები განსაკუთრებულ ყურადღებას იპყრობს. მაგრამ რატომ უნდა გადავიხაროთ ამ არჩევანისკენ, მაშინ როდესაც ჯერ კიდევ არსებობს შიდა წვის ძრავიანი ავტომობილები? რეალურად ამ კითხვაზე უამრავი პასუხის გაცემა შეიძლება, თუმცა წარმოგიდგენთ 2 ყველაზე ხშირად დასახელებულ არგუმენტს ელექტრო ავტომობილების სასარგებლოდ.

ეკონომიურობა – დაბალი საექსპლუატაციო ხარჯები

ერთ-ერთი ყველაზე აქტუალური საკითხი, რომელიც ავტომობილის შეძენისას მომხმარებლის არჩევანს განსაზღვრავს საექსპლუატაციო ხარჯებია. აქ ელექტრომობილი უდავოდ უკონკურენტოა.

პირველ რიგში, აღსანიშანვია საწვავის დაბალი ხარჯები. ელექტრომობილებს არ სჭირდებათ ბენზინი ან დიზელი, ამის ნაცვლად ისინი ელექტროენერგიაზე მუშაობენ. ელექტროენერგიის საშუალო ფასი გაცილებით დაბალია, ვიდრე საწვავის ღირებულება, რაც მნიშვნელოვან ეკონომიას იძლევა მოხმარებაზე. მაგ: ელექტრო ავტომობილის დამუხტვა ძალიან იაფია, 100კმ-ზე საშუალოდ 3 ლარი იხარჯება.

ამას გარდა მნიშვნელოვანია ტექნიკური მომსახურების ძალიან დაბალი ხარჯები. ელექტრომობილებს აქვთ გაცილებით მარტივი და საიმედო მექანიზმი, რაც ნიშნავს, რომ ისინი ნაკლებ ტექნიკურ მომსახურებას საჭიროებს. მაგალითად, არ მოგიწევთ ზეთის გამოცვლა და მსგავსი შემაწუხებელი აქტივობები.

გარდა ამისა, ელექტრომობილების საბუთების გაფორმება, გადასახადები და სხვა სახის გადასახადი, როგორ წესი, უფრო დაბალია, ვიდრე ტრადიციული ავტომობილებისთვის. ეს კიდევ ერთი დადებითი ფაქტორია ამ ტიპის სატრანსპორტო საშუალებების შესაძენისთვის.

ელექტრომობილი ეკოლოგიური სატრანსპორტო საშუალებაა

თანამედროვე გლობალურმა გამოწვევებმა დღის წესრიგში გარემოზე ზრუნვის ტენდენცია დააყენა. EV ავტომობილები ამ გამოწვევას იდეალურად პასუხობს. ელექტრო ავტომობილების ყველაზე მნიშვნელოვანიმახასიათებელი მათი ეკოლოგიურობაა. ეს ნიშნავს, რომ ამ ტიპის ავტომობილები მინიმალურ ზიანს აყენებს გარემოს.

მათ არ აქვთ პირდაპირი გამონაბოლქვი. უფრო ზუსტად, რომ ვთქვათ არ აფრქვევენ ისეთ მავნე ნივთიერებებს, როგორებიცაა ნახშირორჟანგი, აზოტის ოქსიდები თუ ნახშირწყალბადები. ეს კი ნიშნავს, რომ ადამიანების ჯანმრთელობისთვის სრულიად (ან თითქმის) უსაფრთხოა.

ელექტრომობილი ენერგიის მისაღებად განახლებად წყაროებს იყენებს, მაშინ როცა ტრადიციული ავტომობილიი ძირითადად ნავთობპროდუქტებზე ფუნქციონირებს. ეს საშუალებას გვაძლევს საგრნობლად შევამციროთ ნახშირორჟანგის ემისია. მოგეხსენებათ, ეს უკანასკნელი კიდევ უფრო აღრმავებს გლობალურ დათბობას.

ზოგადად, ელექტრომობილების გამო საზოგადოების ნახშირორჟანგის გავრცელება და ენერგეტიკული დამოკიდებულება ნავთობზე შემცირდება, რაც ხელს შეუწყობს გარემოს დაცვას, ადამიანების ჯანმრთელობის გაუმჯობესებასა და მომავალი თაობებისთვის უკეთესი პლანეტის შექმნას.

ელექტრომობილები ქართულ ბაზარზეც აქტიურად მკვიდრდება

ბოლო წლებში საქართველოში გამძაფრდა ინტერესი ელექტრომობილების მიმართ და ადგილობრივი ბაზარი ამ მიმართულებით საგრნობლად ვითარდება.

დაინერგა რამდენიმე წამახალისებელი პროგრამა ელექტრომობილების გამოყენების ხელშესაწყობად:

  1. გადასახადებისგან გათავისუფლება – ელექტრომობილების შემოტანა და რეგისტრაცია თავისუფალია საბაჟო გადასახადებისგან.
  2. დამუხტვის ინფრასტრუქტურა – ქვეყნის მასშტაბით შენდება უფასო დამუხტვის სადგურები, რათა ხელმისაწვდომი გახდეს ელექტრომობილების გამოყენება.
  3. პრივილეგირებული პარკირება – ელექტრომობილებისთვის გამოყოფილია უფასო და პრივილეგირებული პარკირების ადგილები.

საინტერესო როგორ განვითარდება ეს ბაზარი საქართველოში. თუმცა დიდი ალბათობით გრძელვადიან პერსპექტივაში ნამდვილად აქვს შიდა წვის ძრავიანი ავტომობილების ჩანაცვლების პოტენციალი.