მიმ-აქცია ეწოდება კომპანიის აქციებს, რომლებმაც ვირუსული პოპულარობა მოიპოვეს გაძლიერებული სოციალური ინტერესის გამო. ეს სოციალური ინტერესი, როგორც წესი, ონლაინ აქტივობის, განსაკუთრებით კი სოციალური მედიის პლატფორმებზე მიმდინარე პროცესების შედეგია. ამგვარ ონლაინ საზოგადოებებს შეუძლიათ მნიშვნელოვანი კვლევა და რესურსები მიმართონ კონკრეტული აქციისკენ. მიმ-აქციებზე ხშირად ინტენსიური მსჯელობა და ანალიზი მიმდინარეობს Reddit-ის მსგავს ვებგვერდებზე სადისკუსიო თემებში და X-ზე (ყოფილი Twitter), Facebook-სა და სხვა პლატფორმებზე გამოქვეყნებულ პოსტებში.
მიუხედავად იმისა, რომ ზოგიერთს მიაჩნია, თითქოს მიმ-აქციების მხარდამჭერი საზოგადოებები კოორდინირებულად მოქმედებენ აქციების ფასებზე გავლენის მოსახდენად, სინამდვილეში მფლობელები ხშირად დამოუკიდებელ პირთა არაორგანიზებული ჯგუფია. მათგან თითოეულს საკუთარი საინვესტიციო ხედვა და პრიორიტეტები აქვს.
უფრო მეტი ამ ტიპის აქციების შესახებ👇
მიმებმა ინტერნეტისა და სოციალური მედიის განვითარებასთან ერთად მიმები ძალიან პოპულარული გახდა. მისი დახმარებით ადამიანები სწრაფად ავრცელებენ სახალისო, საინტერესო ან სარკასტულს ვიდეოებს, სურათებსა თუ პოსტებს. ასეთი პოსტების გაზიარების სწრაფმა და მრავალჯერადმა ეფექტი ზოგჯერ “ვირუსულ კონტენტს” ქმნის და საზოგადოების დიდ ნაწილს ფარავს.
ინტერნეტის განვითარებასთან ერთად გაჩნდა სასაუბრო ოთახები და სადისკუსიო დაფები, რომლებიც ინვესტირებასა და აქციების პოპულარიზაციას ეძღვნებოდა. 1990-იანი წლების ბოლოს და 2000-იანი წლების დასაწყისში ამ ვებსაიტებმა ხელი შეუწყვეს ე.წ. “დოტკომ აქციების” წახალისებასა და ფასების ზრდას.
თუმცა, მიმ-აქციები რეალურად მხოლოდ 2020 წელს გამოჩნდა Reddit-ის ფორუმ r/wallstreetbets-ის მეშვეობით.
გაუთვითცნობიერებელი ინვესტორების მოტყუებაზე მიმართული ონლაინ “pump-and-dump” სქემებისგან განსხვავებით, მიმ-აქციების პოპულარიზაცია ძირითადად გულისხმობს აქციების ყიდვასა და შენარჩუნებას გულისხმობს.
GameStop – პირველი მიმ-აქცია
2020 წელს ერთ-ერთმა იუთუბერმა Roaring Kitty-მ გამოაქვეყნა ვიდეო, რომელშიც საუბრობდა, თუ რატომ გაიზრდება თამაშების კომპანია GameStop-ის აქციები 5$-დან 50$-მდე.
ვიდეოს გამოქვეყნებიდან რამდენიმე დღეში chewy.com-ის CEO-მ რაიან კოენმა GameStop-ის აქციები მართლაც შეიძინა. მალევე გასაჯაროვდა, რომ კოენი GameStop-ის სამეთვალყურეო საბჭოს წევრიც გახდა, რის შემდეგაც აქციების ფასი გაორმაგდა. თუმცა ყველაფერი აქ არ დამთავრებულა – 2 დღის შემდეგ 8-ჯერ გაიზარდა თავდაპირველ ფასთან შედარებით.
როგორც ყოველთვის, მიქცევას მოქცევაც მოჰყვება და ფასმა შემცირება დაიწყო. რატომ? – როდესაც ფასი მოულოდნელად გაიზარდა, GameStop-ის აქციონერთა დიდმა ნაწილმა ფსონი აქციის ვარდნაზე დადო, ამას “Short Selling” ჰქვია. ამ დროს ინვესტორი ბროკერისგან ისესხებს აქციებს მომავალში მისი დაბრუნების პირობით. როდესაც ბევრი ასეთი გარიგება იდება, ამ დროს აქციებზე მოთხოვნა იზრდება და იმის ნაცვლად რომ აქციის ფასი შემცირდეს, პირიქით იზრდება.
სწორედ, ეს დაემართათ GameStop-ის აქციონერებს. ისინი ვარაუდობდნენ, რომ ფასი შემცირდებოდა, მაგრამ პირიქით კიდევ უფრო გაიზარდა. შედეგად, GME-ის მფლობელები პანიკამ მოიცვა. ყველას უნდოდა აქციებისგან გათავისუფლება, ამისათვის კი მზაად იყვნენ გარკვეული ზარალიც მიეღოთ. “ბუშტის გასკდომის” შემდეგ აქციის ფასი ისევ ძველ ნიშნულს დაუბრუნდა, თუმცა უამრავი ადამიანი ფინანსურად დააზარალა.
გაკვეთილი
საფონდო ბირჟაზე სპეკულაცია და მოგებაზე დახარბებული მიდგომა არც ისე უსაფრთხოა. ამ დროს უორენ ბაფეტის რჩევა შეგვიძლია გავითვალისწინოთ:
“როდესაც რაიმის ფასი იმაზე სწრაფად იზრდება, ვიდრე მისი თანმდევი დანაკარგი, როგორც წესი ასეთ პროცესებს უარყოფითი შედეგები მოჰყვება”
ამიტომ, სანამ ასეთ აქციებში ფულს დააბანდებთ კარგად დაფიქრდით: “რატომ იზრდება აქციის ფასი?” თუ ზრდის უკან ღირებულებას ხედავთ რისკი გაცილებით ნაკლებია.