აშშ, ჩინეთი, გერმანია, იაპონია და ინდოეთი მსოფლიოში წამყვან ეკონომიკებს მიეკუთვნებიან მთლიანი შიდა პროდუქტის (GDP) მიხედვით.
მთლიანი შიდა პროდუქტი (მშპ) არის ქვეყნის საზღვრებში განსაზღვრულ პერიოდში, როგორც წესი, ერთ წელიწადში, დასრულებული საქონლისა და მომსახურების საერთო ღირებულების შეფასება. GDP ფართოდ გამოიყენება ქვეყნის ეკონომიკის ზომისა და მისი გლობალური გავლენის შესაფასებლად.
მსოფლიოს უმეტესი ნაწილისთვის ქვეყნების მთლიანი შიდა პროდუქტი (GDP) იცვლება ეკონომიკური ციკლების ფაზების შესაბამისად, თუმცა დროთა განმავლობაში ეკონომიკური ზრდა გრძელვადიან პერსპექტივაში ხდება. მიუხედავად ამ ცვალებადობისა, GDP-ს მიხედვით შეფასებული წამყვანი ეკონომიკები თავიანთ პოზიციებს ადვილად არ იცვლიან.
წარმოგიდგენთ, მსოფლიოს 15 ქვეყანას მთლიანი შიდა პროდუქტის მიხედვით (მონაცემები მოცემულია 2024 წლის პირველი კვარტალის მიხედვით, წყარო Investopedia):
ქვეყანა | ნომინალური მშპ $ (ტრილიონებში) | წლიური ზრდა % | მშპ ერთ სულ მოსახლეზე |
აშშ | $ 28.78 | 2.7 % | 85,370 |
ჩინეთი | $ 18.53 | 4.6 % | 13,140 |
გერმანია | $ 4.59 | 0.2 % | 54,290 |
იაპონია | $ 4.11 | 0.9 % | 33,140 |
ინდოეთი | $ 3.94 | 6.8 % | 2,730 |
დიდი ბრიტანეთი | $ 3.5 | 0.5 % | 51,070 |
საფრანგეთი | $ 3.13 | 0.7 % | 47,360 |
ბრაზილია | $ 2.33 | 2.2 % | 11,350 |
იტალია | $ 2.33 | 0.7% | 39,580 |
კანადა | $ 2.24 | 1.2 % | 54,870 |
რუსეთი | $ 2.06 | 3.2 % | 14,390 |
მექსიკა | $ 2.02 | 2.4 % | 15,250 |
აუსტრალია | $ 1.79 | 1.5 % | 66,590 |
სამხრეთ კორეა | $ 1.76 | 2.3 % | 34,160 |
ესპანეთი | $ 1.65 | 1.9 % | 34,050 |