POLUX MEDIA

●  შესახებ

მთლიანი შიდა პროდუქტი (მშპ) – მარტივი განმარტება და საინტერესო ფაქტები

მთლიანი შიდა პროდუქტი (მშპ) არის ქვეყნის ეკონომიკური საქმიანობის ყველაზე ფართოდ გამოყენებული საზომი. ის წარმოადგენს ქვეყანაში წარმოებული ყველა საქონლისა და მომსახურების საერთო ღირებულებას გარკვეული პერიოდის (ჩვეულებრივ ერთი კალენდარული წლის) განმავლობაში.

მშპ-ს მნიშვნელობა

მშპ გვეხმარება:

  1. შევაფასოთ ქვეყნის ეკონომიკის ზომა და ზრდის ტემპი
  2. შევადაროთ სხვადასხვა ქვეყნების ეკონომიკები
  3. გავიგოთ ცხოვრების დონე კონკრეტულ ქვეყანაში
  4. მივიღოთ გადაწყვეტილებები ეკონომიკურ პოლიტიკაში

ამ კონცეფციას საინტერესო ისტორია აქვს. 1930-იან წლებში, დიდი დეპრესიის შემდეგ, ეკონომისტმა საიმონ კუზნეცმა შეიმუშავა მშპ-ს კონცეფცია აშშ-ს კონგრესისთვის. 1944 წელს ბრეტონ ვუდსის კონფერენციაზე მშპ დამტკიცდა, როგორც გლობალური ეკონომიკის ძირითადი საზომი. 1950-იან წლებში მშპ გახდა ეკონომიკური წარმატების მთავარი ინდიკატორი მთელ მსოფლიოში. 1991 წელს კი გაეროს მიერ შემუშავდა მშპ-ს გამოთვლის სტანდარტიზებული სისტემა.

თანამედროვე ეპოქაში, მიუხედავად გარკვეული კრიტიკისა, მშპ კვლავ რჩება ეკონომიკური საქმიანობის ყველაზე გავრცელებულ საზომად. თუმცა, ბოლო პერიოდში სულ უფრო მეტად ცდილობენ ამ მაჩვენებლის ალტერნატიული კონცეფციებით ჩანაცვლება. ამის მიზანია უფრო ზუსტად ასახონ ცხოვრების ხარისხი, გარემოს მდგომარეობას და შეაფასონ რეალური სოციალურ კეთილდღეობა.

მიუხედავად ამისა, მშპ-ს კონცეფცია კვლავაც პოპულარულია და ეკონომიკური ანალიზის მნიშვნელოვან ინსტრუმენტად რჩება მთელ მსოფლიოში.

წინა სტატია: ბიზნეს გეგმა – კომპანიის შექმნა 0-დან.

როგორ გამოითვლება ქვეყნის მთლიანი შიდა პროდუქტი (მშპ)?

მშპ-ს გამოსათვლელად არსებობს 2 ძირითადი მეთოდი, რომლებიც თეორიულად ერთსა და იმავე შედეგს უნდა იძლეოდეს:

დანახარჯების მეთოდი: ეს მეთოდი აჯამებს ყველა საბოლოო პროდუქტსა და მომსახურებაზე გაწეულ დანახარჯებს. ის მოიცავს სამომხმარებლო ხარჯებს, ინვესტიციებს, სამთავრობო ხარჯებს და წმინდა ექსპორტს (ექსპორტს მინუს იმპორტი).

მოცემულ მიდგომას ეკონომისტები ყველაზე ხშირად იყენებენ. ის ითვლის სხვადასხვა ჯგუფების მიერ დახარჯულ თანხებს.

პოპულარული სტატია: ხელოვნური ინტელექტი 2024 წელს.

ფორმულა

მშპ = C + G + I + NX

სადაც:

C = მოხმარება ან ყველა კერძო მომხმარებლის დანახარჯი ქვეყნის ეკონომიკაში, მათ შორის ხანგრძლივი მოხმარების საქონელი, არახანგრძლივი მოხმარების საქონელი და მომსახურება.

G = მთავრობის მთლიანი დანახარჯები, მათ შორის სახელმწიფო მოხელეების ხელფასები, გზების მშენებლობა/შეკეთება, საჯარო სკოლები და სამხედრო ხარჯები.

I = ქვეყნის ინვესტიციების ჯამი, დახარჯული კაპიტალურ აღჭურვილობაზე, მარაგებსა და საცხოვრებელ სახლებზე.

NX = წმინდა ექსპორტი, იგივე ქვეყნის მთლიან ექსპორტს მინუს მთლიანი იმპორტი..

შემოსავლების მეთოდი: ეს მეთოდი აჯამებს ეკონომიკაში მიღებულ ყველა შემოსავალს, მათ შორის ხელფასებს, კორპორაციების მოგებას, რენტას და საპროცენტო შემოსავლებს.

მშპ 1 სულ მოსახლეზე

მშპ 1 სულ მოსახლეზე = მთლიანი შიდა პროდუქტი / მოსახლეობის რაოდენობა.

  1. მშპ 1 სულ მოსახლეზე ხშირად გამოიყენება ქვეყნებს შორის ცხოვრების დონის შესადარებლად.
  2. ეს მაჩვენებელიც გვეხმარება შევაფასოთ ქვეყნის ეკონომიკური განვითარების დონე.
  3. მშპ 1 სულ მოსახლეზე საშუალებას გვაძლევს შევადაროთ სხვადასხვა ზომის ეკონომიკები.

ყოველდღიურად საკითხავი: ოქროს ფასი დღეს.

შეზღუდვები

მიუხედავად მისი სარგებლიანობისა, მაჩვენებელს “მშპ 1 სულ მოსახლეზე” გარკვეული შეზღუდვებიც აქვს:

  1. არ ასახავს შემოსავლების განაწილებას. მაღალი მაჩვენებელმა შეიძლება დაფაროს მნიშვნელოვანი უთანასწორობა შემოსავლების განაწილებაში.
  2. ის არ ითვალისწინებს არაფორმალურ ეკონომიკას. ზოგიერთ ქვეყანაში მნიშვნელოვანი ეკონომიკური აქტივობა შეიძლება იყოს არაფორმალური და არ აისახოს ოფიციალურ სტატისტიკაში.
  3. არ გვიჩვენებს ცხოვრების ხარისხს. მშპ არ ითვალისწინებს ისეთ ფაქტორებს, როგორიცაა ჯანდაცვის ხარისხი, განათლება, გარემო და ა.შ.