ონლაინ სამყარო გაფართოებასთან ერთად ბლოგერებისთვისაც გამუდმებით იზრდება შესაძლებლობები. შედეგად ბაზარზე უამრავი წარმატებული ბლოგერი და ციფრული ნომადი ჩნდება, რომლებიც თვეში ათასობით და ათიათასობით დოლარს გამოიუმუშავებენ სახლიდან გაუსვლელად (ზოგიერთი 100,000$-ზე მეტსაც კი).
ამ სტატიის მიზანია:
- წარმოგიდგინოთ ბლოგის ყველაზე მომგებიანი ნიშები საერთაშორისო ბაზარზე.
- დაგისახელოთ კონკრეტული ბლოგერები, რომლებიც დიდ შემოსავალს აგენერირებენ.
- მოგაწოდოთ რჩევები თითოეული ბლოგის ნიშის შესახებ
როგორი ტიპის ბლოგი აგენერირებს ყველაზე მაღალ შემოსავალს?
ბლოგერობის დაწყებამდე უნდა გაითვალისწინოთ,რომ შემოსავლები ნიშების მიხედვით განსხვავდება. ეს დამოკიდებულია ბაზრის მოცულობაზე, კონკურენციასა და თქვენი ბლოგის პოპულარობაზე.
ფინანსები
ინვესტიციებთან და ფინანსებთან დაკავშირებული ბლოგი ყველაზე მაღალ შემოსავალს აგენერირებს, თუმცა ამასთანავე ერთ-ერთი ყველაზე კონკურენტული ნიშაა. იმის გარდა, რომ წერის დროს უნდა აკმაყოფილებდეს YMYL (Your Money Your Life) მოთხოვნებს, ასევე უნდა გაითვალისწინოთ ძლიერი კონკურენტები ამ ბაზარზე, როგორებიცაა Forbes, Motley Fool, Investopedia, Bloomberg და სხვ.
როგორ შეუძლიათ ფინანსურ ბლოგერებს ფულის გამომუშავება:
- პერსონალური ფინანსური რჩევები/კონსულტაციები.
- ელექტრონული წიგნები/ვებინარები ფინანსების, ფულის დაზოგვის, ინვესტიციების ან გამოწერილ წევრობაზე დაფუძნებული შესახებ.
- ვირტუალური ბუღალტრის მომსახურება.
- აფილირებული მარკეტინგი; კომპანიების, პროდუქტების, საინვესტიციო პროგრამების ან კონსულტანტების/მწვრთნელების კურსების, ან დისტანციური სამუშაო ადგილების რეკლამირება ფინანსურ სფეროში. აქ შევისწავლით აფილირებულ მარკეტინგსაც და გავუზიარებთ ფასეულ რჩევებს დისტანციური მუშაობის ეფექტურად მართვაზე.
- Google Ads-ის, Mediavine-ისა და სხვა სარეკლამო პლატფორმები.
წარმატებული მაგალითი
წარმატებული ფინანსური ბლოგი The Savvy Couple 2021 წელს თვეში საშუალოდ 41 547 $-ს გამოიმუშავებდნენ. მათი ბლოგი ძირითადად ოჯახის ფინანსებისა მართვასა და საპენსიო რჩევებს ეხება. შემოსავლების 61%-ს დასპონსორებული კონტენტით დააგენერირა, 19 % ეფილიეტ პროგრამებით, 15% სარეკლამო ბანერებით, ხოლო 5% კი უშუალოდ ფინანსური პროდუქტების გაყიდვით.
ასევე, მეორე ბლოგი Money Hungry, რომელიც ფინანსური მიზნებისა და დანაზოგების შესახებ წერს საკმაოდ სოლიდურ თანხას გამოიმუშავებს. როგორც თავად ბლოგერმა გამოაქვეყნა, 2019 წლის სექტემბერში მან 8 000 $ გამოიმუშავა.
ბიზნეს ბლოგი
მოცემული ნიშა აერთიანებს მეწარმეობას, მარკეტინგს, ბრენდინგს, სტარტაპებსა და მსგავს თემებს. როგორც კვლევებმა აჩვენა, ამ ბაზარზე ძალიან დიდი შემოსავლის გენერირებაა შესაძლებელი.
ბიზნეს ბლოგის მონეტიზაციის უამრავი გზა არსებობს:
- ციფრული მარკეტინგის სერვისების (სოც.მედია, SEO…), ვებ დეველოპმენტის, მედიაგავრცელების მომსახურებისა და კონტენტთან დაკავშირებული სერვისების შეთავაზება.
- 1×1-ზე კონსულტაცია, ტრენინგების ჩატარება და კურსების გაყიდვა
- სარეკლამო პარტნიორობა კომპანიებთან
- სარეკლამო ბანერები და ეფილიეტ პროგრამები
- პროდუქტებისა და ბრენდების დაფინანსებული მიმოხილვა
ერთ-ერთი ცნობილი ბლოგერი Adam Enfroy თვეში დაახლეობით 280,000 $-ზე მეტს გამოიმუშავებს. აქედან შემოსავლების უდიდესი ნაწილი კურსებსა და ეფილიეტი პროგრამებზე მოდის.
მეორე ბიზნეს ბლოგი This Online World-ის შემოსავალი კი დაახლოებით 22,000$-ია.
აღსანიშნავია, რომ ამ ნიშაში შემოსავლების ფართო დიაპაზონია, თუმცა ფაქტია, რომ გრძელვადიან პერსპექტივაში ნამდვილად მომგებიანი პროექტების განხორციელებაა შესაძლებელი.
აქვე გაითვალისწინეთ, რომ ნიშა საკმაოდ კონკურენტულია, ამიტომ ბიზნეს ბლოგის წარმოება უმჯობესია თავდაპირველად სპეციალიზებული კონტენტით დაიწყოთ.
ბლოგი მოგზაურობის შესახებ
ალბათ, არ არის გასაკვირი რომ ტურისტული კონტენტი საკმაოდ პოპულარულია. ის ერთ-ერთ ყველაზე მაღალ შემოსავლიან ნიშად ითვლება.
როგორ შეუძლიათ სამოგზაურო ბლოგებს ფულის გამომუშავება?
- ტურისტული კომპანიების რეკლამები.
- სალაშქრო ინვენტარის რეკლამები.
- სამოგზაურო სახელმძღვანელოების, რესურსებისა და ელ.წიგნების გაყიდვა.
- სამოგზაურო ფოტოგრაფიის კურსების ან ფოოტების გაყიდვა.
- სამოგზაურო აღჭურვილობისა და ხელსაწყოების გაყიდვა, როგორებიცაა ზურგჩანთები, წყლის ბოთლები და სხვ.
- ავიაკომპანიების ან მსგავსი ორგანიზაციების რეკლამები.
- Google Ads-ის სარეკლამო ბანერები.
მაგალითები:
Leaving The Dream – ჯერემი და მისი მეუღლე 13 წლის განმავლობაში მკითხველს თავიანთ სამოგზაურო გამოცდილებას უზიარებენ. როგორც 2021 წლის სექტემბერში გამოაქვეყნეს თვეში დაახლოებით 17 000 $ გამოიმუშავეს. აქედან 55% რეკლამებზე მოდის.
Ashley Abroad – წერს მარტოხელა მოგზაურ ქალებზე, აძლევს მათ რჩევებსა და იდეებს. 2019 წლის მონაცემებით თვეში საშუალოდ 2112 $-ს გამოიმუშავებს.
ბლოგი თამაშებზე
ბევრმა არ იცის, რომ ე.წ “Gaming Blog” ერთ-ერთი სტაბილურად შემოსავლიანი ნიშაა. თუ თამაშების ენთუზიასტი ხართ, მაშინ ამ თემაზე ბლოგის წერა ნამდვილად სწორი გადაწყვეტილებაა.
სფერო გამოირჩევა შემოსავლების ფართო დიაპაზონით. ეს დამოკიდებულია თუ რამდენი ვიზიტორი გყავთ ყოველთვიურად. მაგალითად, Rock Paper Shotgun-ს 1 200 000-ზე მეტი ვიზიტორი ჰყავს, რაც ვებსაიტზე რეკლამის განთავსების წარმოუდგენლად აძვირებს.
ასევე, საინტერესო მეორე ვებსაიტიც, Pocket Gamer, რომლის ვიზიტორების რაოდენობა პირველთან შედარებით მოკრძალებულია 240,000, თუმცა საკმარისია, რომ სოლიდური შემოსავალი მიიღოს.
მოდა და ტანსაცმლის ინდუსტრია
მოდის შესახებ დაწერილი სტატიები მკითხველებში საკმაოდ დიდი ინტერესით სარგებლობს. ამ ტიპის ბლოგებში წერენ ტანსაცმლის, უახლესი კოლექციების, მოდელების, ლუქს-ბრენდებისა და მსგავსი საკითხების შესახებ. აღმოჩნდა, რომ ამ თემაზე წერა საკმაოდ სარფიანი საქმეა.
- მოდის ინდუსტრიის ბლოგერების შემოსავლის მიღება სხვადასხვა წყაროდან შეუძლიათ:
- მოდის ბრენდებთან თანამშრომლობა სპონსორობის, პარტნიორობის ან ეფილიეტ პროგრამების სახით.
- მაკიაჟის გაკვეთილები ან ტანსაცმლის დიზაინის სახელმძღვანელოები
- ტანსაცმლის ბრენდების ან კოლექციების დაფინანსებული მიმოხილვები
- საკუთარი პროდუქტის გაყიდვა, როგორიცაა ფეხსაცმელი, სპორტული ტანსაცმელი, აქსესუარები ან სხვა.
- ვებსაიტზე სარეკლამო ბანერების განთავსება და პრეს-რელიზები.
წარმატებული ბლოგები:
Chic Pursuit – წერს მოდის ინდუსტრიის, საქროწილო კაბებისა და მსგავსი თემების შესახებ. როგორც 2020 წლის თებერვალში გამოაქვეყნდა, ბლოგის თვიურმა შემოსავალმა 10,000$-ს გადააჭარბა.
Fit Mommy In Heels – ბლოგი ფოკუსირებულია დედების ჩაცმულობაზე.ლორენი (ბლოგის ავტორი) ახალბედა დედებს ტანსაცმლისა და ჯანმრთელობაზე ზრუნვის შესხებ აძლევს რჩევებს. 2019 წლის ოქტომბრის მონაცემებით კი მისი შემოსავალი 11,000$-ს აჭარბებდა.
ბლოგი თვითგანვითარებაზე
მსგავსი ბლოგი პორდუქტიულობის გაუმჯობესებას, თვითგანვითარებასა და შთაგონების შესახებ წერს. აქ ხშირად შეხვდების ფრაზებს: “დროის მართვა”, “წარმატების მიღწევის გზები”, “არ დანებდე” და ა.შ.
სასარგებლო რჩევების გაზიარება და აუდიტორიისთვის მოტივაციის მიცემა ნამდვილად ღირებული საქმიანობაა. ბლოგერების ამ ნიშაში სხვადასხვა წყაროდ შეუძლიათ ფულის შოვნა:
- ეფილიეტ პროგრამები
- სარეკლამო ბანერები და პრეს-რელიზები
- ბრენდებთან პარტნიორობა
- წიგნების, ფსიქოლოგიური კლუბებისა და სხვა ტიპის ორგანიზაციებთან თანამშრომლობა
- საკუთარი წიგნების გაყიდვა
- კურსების გაყიდვა
- გამომწერებით ფულის გამომუშავება
- Live ვებინარების ჩატარება
- ქოუჩინგი
ჯანმრთელობა და ფიტნესი
მარად მწვანე კონტენტი, უზარმაზარი აუდიტორია და ფულის გამომუშავების მარტივი შესაძლებლობები – ეს ჯანმრთელობაზე ზრუნვისა და ფიტნეს ნიშაა. მაგრამ ამ ტიპის ბლოგერებს აუდიტორიის ნდობის მოსაპოვებლად ღრმა კომპეტენცია.
კიდევ ერთხელ უნდა აღვნიშნოთ, რომ ამ ნიშაში ბევრი მაღალშემოსავლიანი ბლოგია.
მაგალითად, Kyth Kyle თვეში დაახლოებით 15, 000 $-ზე მეტს გამოიმუშავებს და ძირითადად იოგას, მედიტაციისა და ფიზიკური ჯანმრთელობის შესახებ წერს.
მშობლებისა და ბავშვზე ზრუნვის ბლოგი
შვილის შეძენა ადამიანის ცხოვრებაში ერთ-ერთი ყველზე ბედნიერი და საპასუხისმგებლო მომენტია. მშობლები დიდი რუდუნებით ცდილობენ ბავშვს საუკეთესო მისცენ. განსაკუთრებით, ფრთხილები არიან თუ მათ მშობლობის გამოცდილება არ აქვთ. ამ დროს უამრავი კითხვა უჩნდებათ, როგორ აღარდონ ბავშვი სწორად, რომელი საკვები და ტანსაცმელი იყიდონ და ა.შ. შესაბამისად, თუ ამ რჩევების უფასოდ მიღების შესაძლებლობა ექნებათ, ძალიან ბედნიერები იქნებიან.
Parental Blog-ების იდეაც სწორედ ესაა, სწორი და სასარგებლო რჩევები მისცენ მშობლებს და მომავალ მშობლებს.
ვინაიდან, ამ ტიპის ბლოგერები ძალიან სასარგებლო საქმეს ემსახურებიან, საკმაოდ დიდ შემოსავლებსაც იღებენ. მაგალითად, The Realistic Mama თვეში 20,000$-ზე მეტს იღებს ბლოგიდან. ხოლო The Soccer Mom Blog კი დაახლოებით 11,000 $-ს.
კულინარიის ბლოგი
ეს არის ბლოგი გურმანებისთვის, კულინარიის ექსპერტებისთვის ან ნებისმიერი დაინტერესებული ადამიანისთვის, რომელსაც კერძის რეცეპტი აინტერესებს.
ერთ-ერთი ასეთი ვებსაიტი A Sassy Spoon 15,000 $-ზე მეტს გამოიმუშავებს. ის საყოველთაოდ ცნობილი კერძის რეცეპტების გარდა საკუთარ რეცეპტებსაც აქვეყნებს, წერს რესტორნების, კაფეებისა და საკვები ინდუსტრიის ბრენდებისთვის.
გსურთ გახდეთ ბლოგერი?
წარმატებული ბლოგერობა ჰობითა და კონკრეტული თემის სიყვარულით იწეყება. თუ არ გაინტერესებთ ის, რასაც აკეთებთ რთული იქნება ხარისხიანი კონტენტის შექმნა.
ბევრმა ბლოგერმა, როგორც ზემოთ მოყვანილ მაგალითებში განვიხილეთ დიდი რაოდენობით ფული გამოიმუშავებს სხვადასხვა ნიშებიდან, მაგრამ თითოეულ მათგან საკუთარი საქმის ცოდნა და სიყვარული აერთიანებდათ.
ამიტომ გადაწყვეტილების მიღებამდე კარგად დაფიქრდით, რამდენად გსურთ ამ გრძელვადიან თამაშში ჩართვა და გეყოფათ თუ არა სუნთქვა ფინიშამდე მისასვლელად.