ბიტკოინმა (BTCUSD) ხანმოკლედ გადააჭარბა $99,000-ს ხუთშაბათს, რითაც ახალი რეკორდი დაამყარა. როგორც ჩანს მსხვილ, ასევე მცირე ინვესტორების მადას ჯერ კიდევ არ უჩანს ზღვარი.
საბაზრო კაპიტალიზაციით უდიდესმა კრიპტოვალუტამ წელს ღირებულება გააორმაგა, წლის დასაწყისიდან 130%-ზე მეტით გაიზარდა და ახლა $100,000-იანი ნიშნულის მიღწევის ზღვარზეა, რაც წარმოუდგენელი იყო ერთი წლის წინ, როცა ის დაახლოებით $37,000-ად იყიდებოდა.
ამ თვის დასაწყიში დონალდ ტრამპის აშშ-ს საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვებამ და კრიპტოვალუტებისადმი უფრო მეგობრულმა დაპირებებმა ბიტკოინის ფასი ორ კვირაზე ნაკლებ დროში 46%-ით გაზარდა.
ინვესტორები ასევე გაახარა აშშ-ს ფასიანი ქაღალდებისა და საფონდო ბირჟების კომისიის თავმჯდომარის გარი გენსლერის გადადგომის განცხადებამაც. ბოლო პერიოდში, გენსლერი ინვესტორების მხრიდან მკაცრი კრიტიკის ცეცხლში მოჰყვა.
ბიტკოინის მოწყურებული ინვესტორები ფასის რალის აძლიერებენ
ბიტკოინი წარმატებით იზიდავს როგორც საცალო, ისე ინსტიტუციონალურ ინვესტორებს. სპოტ ბიტკოინის ETF-ებში შემოდინებები ბოლო რამდენიმე კვირის განმავლობაში რეკორდებს ამყარებს.
Coinbase-ის მიერ მონაცემების თანახმად, მეტმა ინსტიტუციონალურმა ინვესტორმა – როგორებიცაა ჰეჯ-ფონდები და საინვესტიციო მრჩევლები – დიდი რაოდენობით თანხები დააფანდეს ბიტკოინის ფონდებში.
ETF ანალიტიკოსის ერიკ ბალჩუნასის თქმით სახეზე გვაქვს “ბიტკოინის ინდუსტრიული კომპლექსი”, რაც გულისხმობს ბიტკოინთან დაკავშირებული ნებისმიერი აქტივის ფასის ზრდას.
აღსანიშნავია, რომ MicroStrategy-ს (MSTR) 2020 წლიდან დღემდე ბიტკოინების აქტიურ შეძენას მიჰყო ხელი და ამ დროისთვის 331, 200 ბიტკოინს გაუტოლდა. რაც ძალიან ახლოსაა Tesla-სა და Nvidia-ს ბიტკოინების რაოდენობასთან. ამ სტრატეგიის შედეგად კომპანიის აქციები წელს 500%-ით გაიზარდა. შედეგად კი უამრავმა ორგანიზაციამ გადაწყვიტა ეს სტრატეგია გამოეყენებინა. მას მიჰბაზა ისეთმა მსხვილა კორპორაციებმა როგორებიცაა: Cosmos Health, Semler Scientific, LQR, Acurx Pharmaceuticals და სხვა.
100,000$?
$100,000-იანი ფასის მიჯნა შესაძლოა შორს არ იყოს, მაგრამ ბევრი ექსპერტი ამბობს, რომ ბიტკოინმა შეიძლება დიდხანს ვერ შეინარჩუნოს ეს დონე.
ინსტიტუტების მხრიდან ძლიერი ინტერესის მიუხედავად, Galaxy Digital-ის აღმასრულებელმა დირექტორმა (CEO) მაიკ ნოვოგრაცმა გააფრთხილა, რომ ბაზრის კორექცია მოსალოდნელია.
ის მოელის, რომ ბიტკოინის ფასი $80,000-მდე დაეცემა, რაც $100,000-იან ნიშნულთან შედარებით 20%-იან ვარდნას ნიშნავს.