POLUX MEDIA

●  შესახებ

ბიტკოინი – მოკლედ და მარტივად

ბიტკოინი 2009 წელს მოევლინა სამყაროს. მისი ავტორის ზუსტი ვინაობა უცნობია, თუმცა ოფიციალური ვერსიით ის ვიღაც “სატოში ნაკამოტომ” შექმნა. 

ბიტკოინის რევოლუციურმა კონცეფციამ შეძრა ფინანსური სამყარო. იგი არის პირველი დეცენტრალიზებული ციფრული ვალუტა, რომელიც არ ექვემდებარება ცენტრალური ბანკების ან მთავრობების კონტროლს. ის არ არის ფიზიკური ფული, როგორიცაა დოლარი ან ევრო, არამედ მხოლოდ ინტერნეტსივრცეში ვირტუალური ფორმით არსებობს. 

ბიტკოინის ქსელი ბლოკჩეინის ტექნოლოგიის საფუძველზე მუშაობს. მისი გამომუშავება კომპიუტერული პროგრამების საშუალებით შეგიძლიათ. ამ უკანასკნელს კი “მაინინგი” ჰქვია.

Top 10 კრიპტოვალუტა

იხილეთ ყველა კრიპტოვალუტის ფასი აქ

ბიტკოინი და მაინინგი

მაინინგი არის პროცესი, რომლის მეშვეობითაც ახალი ბიტკოინები იქმნება ბლოკჩეინის ქსელში. ის წარმოადგენს ბიტკოინის ფუნდამენტურ კომპონენტს და უზრუნველყოფს ბლოკჩეინის უსაფრთხოებასა და გამჭვირვალობას.

ბლოკჩეინი არის გადახდის ჩანაწერების ბაზა, სადაც ინახება ყველა ბიტკოინ ტრანზაქციის მონაცემი. ახალი ტრანზაქციები გროვდება “ბლოკებად” და ემატება უკვე არსებულ ბლოკჩეინს. ამ პროცესში მონაწილეობს სპეციალური კომპიუტერული მოწყობილობები – მაინერები.

მაინერი არის  კომპიუტერი ან სპეციალიზებული მოწყობილობა, რომელსაც რთული კრიპტოგრაფიული სისტემის ამოხსნა შეუძლია. მისი დახმარებით შესაძლებელია  არსებული ბლოკის შემდეგი ბლოკის ჰეშის გამოთვლა. საბოლოოდ მაინერის მათემატიკური გამოთვლების დახმარებით მონაცემები უფრო დაცული ხდება.

პირველი მაინერი, რომელიც ამოხსნის ამ კრიპტოგრაფიულ გამოცანას, იღებს შესაბამის ჯილდოს ახალი ბიტკოინების სახით. ამჟამად ჯილდო შეადგენს 6.25 ბიტკოინს ყოველ ამოხსნილ ბლოკზე. გარდა ამისა, მაინერები იღებს ყველა ტრანზაქციის საკომისიოს ამ ბლოკიდან.

მაინინგი მოითხოვს ძლიერ გამომთვლელ სიმძლავრეს, სპეციალურ აპარატურასა და დიდ ენერგოხარჯებს. ამიტომ ამ საქმიანობაში ძირითადად ჩართულნი არიან დიდი გამომთვლელი ცენტრები.

ის საკვანძო მნიშვნელობის პროცესია ბიტკოინის ფუნქციონირებისთვის, რომელიც უზრუნველყოფს ახალი ბიტკოინების შექმნას, ტრანზაქციების დადასტურებას ქსელში და მთელი სისტემის უსაფრთხოებას.

ბლოკჩეინის ჰეშირების სიმძლავრე გვიჩვენებს სისტემის სიჯანსაღეს. რაც მეტია ჩართული მაინერების რაოდენობა, მით უფრო დეცენტრალიზებული და უსაფრთხო ხდება ბიტკოინის ქსელი.

ბიტკოინის ყიდვა

ბიტკოინების შეძენა მარტივად შეიძლება კრიპტო გადამცვლელ პლატფორმებზე, როგორებიცაა Coinbase, Binance, Kraken და სხვები. უბრალოდ უნდა გახსნათ ანგარიში, გაიაროთ ვერიფიკაცია და შემდეგ შეძენილ ბიტკოინებს თქვენს ციფრულ საფულეში იხილავთ. ზოგიერთ პლატფორმაზე შესაძლებელია ციფრული ვალუტის შენახვაც.

ბიტკოინებით გადახდა მარტივად ხდება მობილური აპებით ან საფულე პროგრამებით კომპიუტერში. უბრალოდ უნდა მიუთითოთ მიმღების ბიტკოინ მისამართი და თანხა.

არათემატური შეხსენება: AI რევოლუციის გამო მკვეთრად გაიზარდა ამ თემის ძიება – ხელოვნური ინტელექტი. ხომ არ გაინტერესებს?

ციფრული ვალუტის განაღდება

ბიტკოინების განაღდება, ანუ მათი კონვერტაცია ფიატურ ვალუტებში (მაგალითად, დოლარი, ევრო და ა.შ.) შესაძლებელია რამდენიმე გზით:

კრიპტოვალუტის გადამცვლელი პლატფორმები

ეს არის ყველაზე გავრცელებული და მოსახერხებელი გზა ბიტკოინების განასაღდებლად. ისეთი პლატფორმები, როგორიცაა Coinbase, Kraken, Gemini და სხვები, საშუალებას გაძლევთ დააკავშიროთ თქვენი ბიტკოინ საფულე და გადაცვალოთ ისინი თქვენთვის სასურველ ვალუტაზე. ამის შემდეგ შეგიძლიათ გადაიტანოთ მიღებული თანხა თქვენს საბანკო ანგარიშსა ან PayPal-ზე.

P2P გადამცვლელი პლატფორმები 

გსმენიათ Binane-ის, LocalCoinswap-ის ან Paxful-ის შესახებ. ეს პლატფორმები პირდაპირ აკავშირებს მყიდველებსა და გამყიდველებს ერთმანეთთან. აქ სხვა ფიზიკური პირები გეხმარებიან კრიპტო ვალუტის განაღდებაში. გარკვეული საკომისიოს სანაცვლოდ ისინი გირიცხავენ თქვენი კრიპტო ვალუტის შესაბამის თანხას საბანკო ანგარიშზე, სანაცვლოდ კი საკომისიოსთან ერთად ციფრულ ვალუტას იღებენ.

ბიტკოინ ბანკომატები

მათი რაოდენობა მთელ მსოფლიოში სტაბილურად იზრდება. ეს მოწყობილობები საშუალებას გაძლევთ სწრაფად გადაცვალოთ ბიტკოინები ნაღდ ფულზე ან პირიქით. უბრალოდ უნდა მიუთითოთ ბიტკოინ საფულის მისამართი, სკანირებული QR კოდი და სასურველი თანხა.

სტეიბლკოინი

ამ ტიპის კონვერტაცია საშუალებას გაძლევთ თქვენი ბიტკოინები ციფრულ დოლარში გადაცვალოთ ე.წ  “სტეიბლკოინებში” (მაგ. USDC, USDT, BUSD და სხვა). რატომ ჰქვია სტეიბლკოინი (Stablecoin)? –  ეს ციფრული ვალუტა მიბმულია დოლართან. უფრო ვრცლად, რომ ვთქვათ სტეიბლკოინი არის კრიპტოვალუტა, რომლის ღირებულება მიბმულია რეალური აქტივის ფასთან, როგორიცაა აშშ დოლარი, ოქრო ან სხვა ფასიანი ქაღალდები. სტეიბლკოინები შექმნილია კრიპტოვალუტების ტრადიციული მერყეობის დასაბალანსებლად.

ციფრული დოლარი მარტივად შეგიძლიათ ჩვეულებრივ დოლარებში გადაცვალოთ. ამ მეთოდის გამოყენებით თავიდან აიცილებთ საკომისიო გადასახადებს.

სტეიბლკოინების ძირითადი მახასიათებლებია:

  • ფასის სტაბილურობა: სტეიბლკოინის ღირებულება მიბმულია რეალურ აქტივთან და ცდილობს შეინარჩუნოს ფიქსირებული გაცვლითი კურსი ამ აქტივთან მიმართებაში. მაგალითად, 1 USDC = 1 აშშ დოლარი.
  • ზურგს უმაგრებს რეალური აქტივები: როგორც ზემოთ აღვნიშნეთ ის უზრუნველყოფილია ნაღდი ფულით, ოქროთი ან სხვა ლიკვიდური აქტივებით, რომლებიც ინახება რეზერვებში გარანტირებული ფასის შესანარჩუნებლად.
  • დეცენტრალიზაცია: ზოგიერთი სტეიბლკოინი დეცენტრალიზებულია და არ კონტროლდება ერთი ორგანიზაციის მიერ, როგორც ტრადიციული ვალუტები.
  • გამჭვირვალობა: სტეიბლკოინების გამომშვები კომპანიები ზოგჯერ აქვეყნებენ აუდიტორული კომპანიების ანგარიშებს რეზერვების შესახებ. 

ყველაზე პოპულარული სტეიბლკოინებია:

  • Tether (USDT) – მიბმულია აშშ დოლართან 1:1 თანაფარდობით.
  • USD Coin (USDC) – მიბმულია აშშ დოლართან 1:1 თანაფარდობით.
  • Binance USD (BUSD) – შექმნილია Binance-ისა და Paxos-ის მიერ, მიბმულია დოლართან.
  • DAI – დეცენტრალიზებული სტეიბლკოინი, რომელიც მუშაობს ეთერეუმის ბლოკჩეინზე.

კიდევ ერთი კომენტარი: AI-ს გარდა ბოლო მონაცემებით ძალიან ბევრი ადამიანი ეძებს ფრაზას: ოქროს ფასი.

ბიტკოინის განაღდება კერძო გადამცვლელ კომპანიებში

გარდა ამისა, არსებობს კერძო გადამცვლელი კომპანიებიც, რომლებიც დაგეხმარებათ ბიტკოინის ნაღდ ფულად გადაქცევაში, მაგრამ მათი საკომისიო გაცილებით მაღალია.

უსაფრთხოების მიზნით, ყოველთვის დარწმუნდით, რომ იყენებთ სანდო და საიმედო პლატფორმებს ბიტკოინების განასაღდებლად. ასევე, გაითვალისწინეთ საკომისიოები და სხვა გადასახადები. ამან შეიძლება თქვენს საბოლოო მოგებაზე გავლენა მოახდინოს.

ბიტკოინი და კრიპტოვალუტა არის თანამედროვე ფინანსური და ტექნოლოგიური სამყაროს ალქიმია – იდუმალი და მომხიბვლელი, რომელმაც შეიძლება შეცვალოს ფულის არსი და ჩვენი დამოკიდებულება მისადმი.

ეს არის ძალა, რომელსაც შეუძლია დიდი ძვრები მოახდინოს ფინანსურ და არა მხოლოდ ფინანსურ სამყაროში. ალბათ, 15 ან 20 წლის წინ ფანტასტიკის ჟანრი უფრო იქნებოდა – გლობალური ციფრული ფული, რომელიც არ კონტროლდება არცერთი ქვეყნის მიერ. ან გადახდის სისტემა, სადაც შეგიძლიათ გააკეთოთ ანონიმური ტრანზაქცია მსოფლიოს ნებისმიერ წერტილში.

თუმცა როგორც ყველაფერს, ამ მედალსაც ორი მხარე აქვს. ბიტკოინის საშუალებით ხშირია ფინანსური თაღლითობები (ამ თემაზე სხვა სტატიაში ვისაუბრებთ), რაც მის რეპუტაციაზე უარყოფითად აისახება.

საბოლოოდ კი შეგვიძლია ვთქვათ, ბიტკოინი შეიძლება იყოს ან მომავლის ფული, ან უბრალოდ სპეკულაციური ექსპერიმენტი. მისი წარმატება დამოკიდებული იქნება, თუ რამდენად მიიღებს მას საზოგადოება და გლობალური ინსტიტუტები.