სვიფტონომიკა გულისხმობს მუსიკოს ტეილორ სვიფტის ეკონომიკურ გავლენას. 2023 წელს სვიფტმა დაიწყო გლობალური კონცერტების სერია “ერების ტური”, რომელიც ყველა დროის ყველაზე შემოსავლიან ტურად იქცა და ჯერჯერობით 1 მილიარდ დოლარზე მეტი შემოსავალი მოუტანა მომღერალს.
“ერების ტურს” მიეწერება ამერიკის შეერთებული შტატების ადგილობრივი ეკონომიკის გაძლიერება. სვიფტის ფანები მიაწყდნენ იმ ქალაქებს, სადაც კონცერტები ტარდებოდა, და ხარჯავდნენ ფულს საცხოვრებელზე, საკვებზე, ტრანსპორტსა და სხვადასხვა პროდუქტებზე.
ტეილორ სვიფტის გავლენა აშშ-ს ეკონომიკაზე
ტეილორ სვიფტის “ერების ტური” დაემთხვა COVID-19 პანდემიის შემდგომ პერიოდს, როდესაც აშშ-ს შინამეურნეობების პირადი დანაზოგები რეკორდულად მაღალი იყო, ხოლო ტურიზმის ინდუსტრიამ მნიშვნელოვნად მკვეთრ ვარდნას განიცდიდა.
მიუხედავად იმისა, რომ სვიფტის ფანები არ წარმოადგენენ აშშ-ს მთელ მოსახლეობას, ისინი კარგ მაგალითს წამოადგენენ იმისა, რომ ადამიანები მზად იყვნენ დაეხარჯათ პანდემიის დროს დაგროვილი დანაზოგები ტურიზმსა და გართობაზე, მიუხედავად პოტენციური რეცესიის შიშისა.
აშშ-ს ტურის ფარგლებში დამსწრეები (საშუალოდ 54,000 ფანი თითო კონცერტზე აშშ-ს ტურის პირველი ეტაპის დროს) იმ ქალაქებში ჩადიოდნენ, სადაც სვიფტის კონცერტები ტარდებოდა. შედეგად, ხარჯავდნენ ფულს სასტუმროებზე, ტრანსპორტზე, საკვებზე, მერჩენდაიზზე და სხვა. თავის მხრივ ამან საგრძნობლად შეუწყო ხელი ადგილობრივი ტურიზმის აღდგენას. ერთი კვლევის თანახმად კი “ერების ტურის” დამსწრის საშუალო დანახარჯი 1 327,74 დოლარს შეადგენდა.
მას შემდეგ, რაც მომღერალმა 2023 წლის ივნისში ჩიკაგოში სამი კონცერტი გამართა, ილინოისის გუბერნატორმა ჯ.ბ. პრიცკერმა და ტურიზმის წამყვანმა ლიდერებმა განაცხადეს, რომ ილინოისმა სასტუმროების შემოსავლების რეკორდი მოხსნა და ამ შედეგზე სვიფტის ვიზიტს დიდი გავლენა ჰქონდა.
სვიფტის ლოს-ანჯელესში დაგეგმილი ექვსი კონცერტის წინ, კალიფორნიის სამუშაო ადგილებისა და ეკონომიკის ცენტრმა შეაფასა, რომ ტური გამოიწვევდა ლოს-ანჯელესის ოლქის მშპ-ს 320 მილიონი დოლარით ზრდას. ცენტრი ასევე მოელოდა, რომ ტური კალიფორნიის ქალაქში დასაქმებას 3,300-ით გაზრდიდა, ხოლო ადგილობრივ შემოსავლებს – 160 მილიონი დოლარით.
დენვერში (კოლორადო) და ცინცინატიში (ოჰაიო) სვიფტის კონცერტების წინასწარი შეფასებებით, “ერების ტურს” უნდა შეეტანა 140 მილიონი დოლარი კოლორადოს მშპ-ში და მოეტანა 92 მილიონი დოლარი ადგილობრივი დანახარჯების სახით ცინცინატიში. კანზას-სიტის რეგიონმა მომღერლის მისურის გაჩერებიდან დაახლოებით 48 მილიონი დოლარი მიიღო.
ფედერალურმა სარეზერვო სისტემამაც კი ახსენა სვიფტი თავის 2023 წლის ივნისის წიგნში (უახლესი ეკონომიკური პირობების რეგულარული ანალიზი), რომელშიც აღნიშნა, რომ “მაისი იყო ყველაზე ძლიერი თვე სასტუმროების შემოსავლების მხრივ ფილადელფიაში პანდემიის დაწყების შემდეგ, დიდწილად ქალაქში ტეილორ სვიფტის კონცერტებზე ჩამოსული სტუმრების ნაკადის გამო”. კონცერტის ეკონომიკური გავლენა მასპინძელ ქალაქზე თითქმის იგივე იყო, რასაც ქალაქი “სუპერ ბოულის” მასპინძლობიდან ნახავდა.
საერთო ჯამში, “ერების ტურს” შეუძლია აშშ-ს ეკონომიკისთვის 5 მილიარდი დოლარის გენერირება. ამავდროულად, აშშ-ს მოგზაურობის ასოციაციამ განაცხადა, რომ ეს ციფრი შეიძლება 10 მილიარდ დოლარს უახლოვდებოდეს, თუ გავითვალისწინებთ იმ მომხმარებლების არაპირდაპირ დანახარჯებს, რომლებიც შეიძლება არ დასწრებიან კონცერტებს, მაგრამ მონაწილეობას იღებდნენ ღონისძიებების გარშემო არსებულ დანახარჯებში.
სვიფტონომიკა და გლობალური ეკონომიკა
სვიფტის “ერების ტურის” ეკონომიკური გავლენა არ შემოიფარგლება მხოლოდ აშშ-თი; ის ადგილობრივ ეკონომიკებს მსგავს სტიმულს აძლევს უცხოეთშიც.
მოსალოდნელი იყო, რომ სვიფტის ვიზიტი ტოკიოში 228 მილიონი დოლარს შეჰმატებდა იაპონიის ეკონომიკას.
მომღერლის ვიზიტს მექსიკო სიტიში, თავის მხრივ, უნდა წარმოექმნა 59 მილიონ დოლარზე მეტი შემოსავალი. რაც შეეხება ედინბურგის, ლივერპულისა და კარდიფის სასტუმროებს – ამ ადგილზებში 2023 წლის აგვისტოში სასტუმროებში ყველა ადგილი წინასწარ იყო დაჯავშნილი იყო.
ტეილორ სვიფტის ვიზიტი მხოლოდ მსპინძელ ქალაქებზე არ მოქმედებს. მიუხედავად იმისა, რომ ახალ ზელანდიაში კონცერტები ახლა არ იგეგმება , Air New Zealand-მა გამოაცხადა, რომ ზრდიდა სავარძლების რაოდენობას 2,000-ზე მეტით. ეს გადაწყვეტილება მან მას შემდეგ მიიღო, რაც მომღერალმა განაცხადა, რომ ავსტრალიაში მიემგზავრებოდა. ამ ნაბიჯით Air New Zealand ტელიროის კონცერტისთვის წინასწარ მოემზადა.
“ერების ტურის” მასპინძლობა ადგილობრივი ეკონომიკებისთვის ისე მომგებიანი გახდა, რომ კანადის პრემიერ-მინისტრმა ჯასტინ თრიუდომ სვიფტს X-ის საშუალებით მიმართა, რომ ტურზე შეეტანა კანადის ქალაქებიც შეეტანა.