POLUX MEDIA

საინვესტიციო გურუების ციტატები

ადამიანთა უმეტესობამ საერთოდ არ იცის, თუ როგორ უნდა დაიწყოს ინვესტირება. საბედნიეროდ, არსებობს საინვესტიციო გენიოსების მოსაზრებები ამ საკითხთან დაკავშირებით. ეს საინვესტიციო ციტატები აერთიანებს ისეთ ადამიანებს, როგორებიცაა ბენჯამინ ფრანკლინი, დეივ რამსი, უორენ ბაფეტი და ა.შ. აქ შერჩეული 25 ციტატა დროშია გამოცდილი პროფესიონალი ინვესტორების მიერ.

მიუხედავად იმისა, თუ როგორ იცვლება ბაზარი, ეს საინვესტიციო რჩევები ნამდვილად დაგეხმარებათ მიმდიანრე მოვლენებთან სწორი დამოკიდებულების ჩამოყალიბებაში. უფრო მეტიც, მათი დახმარებით თავიდან აირიდებთ იმპულსურ საინვესტიციო გადაწყვეტილებებს.

რჩევები, რომლებიც ნებისმიერ ეპოქაშია აქტუალური

“ცოდნაში დაბანდებული ინვესტიცია ყველაზე მაღალ პროცენტს იხდის” – ბენჯამინ ფრანკლინი.

არაფერი მოგიტანთ იმაზე დიდ ღირებულებას რამდენსაც “ხარისხიანი” განათლება. ამაში იგუსლიხმება არა მხოლოდ ცოდნა, არამედ გააზრებული ცოდნა. სწორედ, განათლებით შეგიძლიათ მიიღოთ მატერიალური და არამატერიალური სიკეთეები სამყაროსგან. ინვესტიციების დაწყება ცოდნის გარეშე, თითქმის ფინანსური თვითმკვლელობაა.

სხვათაშორის, ეს შეცდომა გავრცელებულია დამწყებ ინვესტორებსა თუ ტრეიდერებში. ჰგონიათ, რომ ბაზარზე შემთხვევით გადააწყდებიან “წმინდა გრაალს” და მისი დახმარებით მილიონებს გამოიმუშავებენ. იმის ნაცვლად, რომ ისწავლონ, პირდაპირ ფულს უმიზნებენ. ამასთან დაკავშირებით ვილსონის წესიც კი არსებობს: “ფოკუსირება გააკეთე ცოდნაზე და ფული მოვა”. როგორც აღმოჩნდა ბენჯამინიც ეთანხმება ამ მოსაზრებას.

საინვესტიციო სამყაროში ფსკერი არ მთავრდება ოთხწლიანი მინიმუმებით; ის მთავრდება 10 ან 15-წლიანი მინიმუმებით.” — ჯიმ როჯერსი

მართალია 10-15 წლიანი მინიმუმები იშვიათია, მაგრამ მაინც ხდება. ასეთ დროს ნუ მოგერიდებათ ტრენდის საწინააღმდეგოდ წასვლა და ინვესტირება; თამამი ნაბიჯით შეიძლება ქონება იშოვოთ ან ყველაფერი დაკარგოთ. გაიხსენეთ ამ სტატიის პირველი ციტატა და მოახდინეთ ინვესტირება იმ ინდუსტრიაში, რომელიც საფუძვლიანად გაქვთ შესწავლილი. შემდეგ კი მზად იყავით იმისთვის, რომ თქვენი ინვესტიცია კიდევ უფრო დაეცემა, სანამ შემობრუნდება და მოგებას დაიწყებს.

“გეშინოდეს, როცა სხვები ხარბად იქცევნია და იყავი ხარბი მაშინ, როცა სხვებს ეშინიათ.” — უორენ ბაფეტი

უორენ ბაფეტის ფილოსოფიის თანახმად, მზად უნდა ვიყოთ ბრბოს საპირისპიროდ მოვიქცეთ. თუ სხვები პანიკდებიან და ამის გამო “კარგი” აქციის ფასი მცირდება, ბაფეტის თანახმად, სწორედ ეს არის იდეალური დრო აქციის შესაძენად. მართებულია, საპირისპირო ხედვაც – როდესაც სხვები ხარბად ყიდულობენ და “საპნის ბუშტს” ბერავენ, ამ დროს მოსალოდნელია ფინანსური კრიზისი და აქციის მაღალ ფასად გაყიდვა გონივრულია (გავიხსენოთ 2000 წლის “dot-com bubble).

“კარგი ისტორიული პერსპექტივით შეგვიძლია უკეთ გავიგოთ წარსული და აწმყო, და შესაბამისად გვქონდეს მომავლის ნათელი ხედვა.” — კარლოს სლიმ ჰელუ

ინვესტორებისთვის ძალიან ადვილია პერსპექტივის დაკარგვა. როცა კი რაიმე სერიოზული პრობლემა იქმნება, ბევრი პანიკაში ვარდება და აქტივებს სწრაფად იშორებს თავიდან. ისტორიას თუ გადავხედავთ, ეკონომიკები გადაურჩნენ 2008 წლის ფინანსურ კრიზისს, დოტკომების კრახს და დიდ დეპრესიასაც კი. ასე რომ სავარაუდოდ გადალახავენ იმასაც, რაც წინ ელით.

გამორჩეული ციტატები საფონდო ბირჟიდან

“თუ გაქვს 10% შანსი 100-მაგი უკუგების მიღების, ეს ფსონი ყოველთვის უნდა დადო.” — ჯეფ ბეზოსი


ადამიანთა უმეტესობა უარყოფს ბევრ საუკეთესო და მომგებიან საინვესტიციო იდეას მხოლოდ იმიტომ, რომ ისინი სავარაუდოდ არ იმუშავებს. ეს ინვესტორები არასდროს ფიქრობენ, რამდენის მოგება შეუძლიათ თუ ნაკლებად სავარაუდო შედეგები მართლა დადგება. ჯეფ ბეზოსმა ეს ფსონი დადო და მსოფლიოს ერთ-ერთი უმდიდრესი ადამიანი გახდა.

“ნუ ეძებთ ნემსს თივის ზვინში. უბრალოდ იყიდეთ თივის ზვინი!” — ჯონ ბოგლი

თუ შემდეგი Amazon-ის პოვნა ძალიან რთული ჩანს, ჯონ ბოგლმა მოიფიქრა ერთადერთი უტყუარი გზა ამ საქმეში მონაწილეობის მისაღებად. ინდექს ფონდის ყიდვით, ინვესტორებს შეუძლიათ მცირე თანხა ჩადონ ყველა აქციაში. ამგვარად, არასდროს გამოტოვებთ საფონდო ბირჟის უდიდეს გამარჯვებულებს.

“წარმატებულები ვართ იმიტომ, რომ ვკონცენტრირდით ერთი ფუტის სიმაღლის ბარიერების გადალახვაზე, რომელზეც უბრალოდ გადაბიჯება შეგვეძლო და არა იმიტომ, რომ შვიდი ფუტის სიმაღლის ბარიერების გადალახვის უნარი გვაქვს” — უორენ ბაფეტი

ინვესტორები ხშირად ზედმეტად ირთულებენ საქმეს. აქციები, რომლებსაც ბაფეტი ანიჭებს უპირატესობას, ხშირად ბაზრის საშუალო უკუგებაზე მეტს აფიქსირებს. სავარაუდოდ რთული სტრატეგიები, როგორიცაა “Short Selling”, გრძელვადიან პერიოდში კარგავს ფულს, ამიტომ მოგების მიღება გაცილებით უფრო რთულია. ამის ნაცვლად, ბაფეტი მარტივი საინვესიტიციო იდეებისკენ მოგვიწოდებს.

“საფონდო ბირჟა სავსეა ადამიანები, რომლებმაც იციან ყველაფრის ფასი, მაგრამ არაფრის ღირებულება.” — ფილიპ ფიშერი


ეს კიდევ ერთი დასტურია იმისა, რომ განათლებისა და კვლევის გარეშე ინვესტირება საბოლოოდ სანანებელ საინვესტიციო გადაწყვეტილებებამდე მიგიყვანთ. კვლევა გაცილებით მეტია, ვიდრე უბრალოდ პოპულარული აზრის მოსმენა.


“ინვესტირებაში, ის რაც კომფორტულია, იშვიათად არის მომგებიანი.” — რობერტ არნოტი


ზოგჯერ, მნიშვნელოვანი მოგების მისაღებად კომფორტის ზონიდან გამოსვლა მოგიწევთ. იცოდეთ თქვენი კომფორტის ზონის საზღვრები და ივარჯიშეთ მისგან მცირე დოზებით გამოსვლაში. იმდენად, რამდენადაც უნდა იცნობდეთ ბაზარს, უნდა იაზრებდეთ საკუთარ შესაძლებლობებს. შეგიძლიათ გაუძლოთ საქმიდან გასვლის ცდუნებას, როცა ყველა ტოვებს გემს? ამგვარ თვითანალიზში სიამაყისთვის ადგილი არ არის. საუკეთესო საინვესტიციო სტრატეგია შეიძლება უარესად იქცეს, თუ არ გაქვთ მისი ბოლომდე მიყვანის სიმტკიცე.


“რამდენი მილიონერი იცით, რომელიც შემნახველ ანგარიშებში ინვესტირებით გამდიდრდა? “ — რობერტ გ. ალენი


მართალია შემნახველ ანგარიშში ინვესტირება უსაფრთხო ფსონია, თქვენი მოგება მინიმალური იქნება უკიდურესად დაბალი საპროცენტო განაკვეთების გამო. მაგრამ ნუ უარყოფთ მას მთლიანად. შემნახველი ანგარიში საიმედო ადგილია საგანგებო ფონდისთვის, მაშინ როცა საბაზრო ინვესტიცია – არა.

“სიმამაცემ მასწავლა, რომ სულერთია რამდენად ცუდია კრიზისი… ნებისმიერი საფუძვლიანი ინვესტიცია საბოლოოდ გამართლდება.” — კარლოს სლიმ ჰელუ

არ ჩავარდეთ სასოწარვკეთილებაში გარდაუვალი უკუსვლების დროს, რომლებსაც ყველა ინვესტორი აწყდება, განსაკუთრებით საბაზრო კრიზისის დროს. თუ ინვესტიციის უკან მდგომი მსჯელობა საფუძვლიანია, შეინარჩუნეთ აქტივი და გრძელვადიან პერსპექტივაში ის შემობრუნდება.