ალბათ წარმატებული ადამიანებისგან ხშირად გსმენიათ ფრაზა: “თუ გინდა წარმატებული გახდე, მოთმინე უნდა გამოიჩინო”. ამით ახალბედებს აფრთხილებენ, რომ ხელშესახები შედეგების მიღებისთვის დიდი დრო და ძალისხმევა იქნება საჭირო.
იმისათვის, რომ მოთმინება გამოიჩინო, პირველ რიგში, უნდა გაიაზრო როგორ მუშაობს წარმატების გრძელვადიანი მოდელი.
რთული პროცენტის ცნება ნამდვილად დიდ როლს თამაშობს გრძელვადიანი წარმატების მიღწევის პროცესში. თუმცა ხშირად ნაკლებ ყურადღებას აქცევენ ხოლმე.
თავად ამ ცნების გააზრება და მსოფლმხედველობის შეცვლა გაცილებით ნათელ წარმოდგენას შეგიქმნით წარმატების ფენომენზე.
რა არის რთული პროცენტი?
ეს არის პროცენტის დარიცხვის ერთ-ერთი მეთოდი. ამ დროს დარიცხვა ხდება ძირი თანხისა წინა პერიოდებში დამატებული პროცენტის ჯამზე.
ეს ნიშნავს, რომ ყოველი პერიოდის შემდეგ დარიცხული პროცენტი კიდევ უფრო იზრდება.
მაგალითად, თუ 1000 ლარი არის ძირი თანხა და 5% ერიცხება ამ მეთოდით, მაშინ პირველ თვეს დაირიცხება 1000 ლარის 5% ანუ 50 ლარი, შემდეგ კი 1000 ლარისა და 50 ლარის ჯამს დაერიცხება 5% და დაემატება (1000+50)*0,05=52,5 ლარი. საბოლოოდ კი 2 თვის შემდეგ გექნებათ 1102,5 ლარი.
რთული პროცენტის ფორმულა
FV = PV * (1 + r)^t
სადაც:
FV – საბოლოო თანხა (Future Value)
PV – თავდაპირველი თანხა (Present Value)
r – საპროცენტო განაკვეთი
t – დრო (პერიოდის რაოდენობა)
ეს ნიშნავს, რომ თუ ყოველწლიურად დანაზოგის მოცულობას 15%-ით გაზრდით, მაშინ 30 წლის შემდეგ პენსიაზე გასვლისას 65-მეტი თანხა გექნებათ. რაც საკმარისი იქნება სიბერის თავდაჯერებულად გატარებისთვის.
ხშირად ძიებადი თემა: ხელოვნური ინტელექტი და მისი როლი ჩვენს ცხოვრებაში.
მცირე ცვლილებების ძალა
საინტერესოა, როგორ შეუძლია ამ მარტივ იდეას ჩვენი ცხოვრების შეცვლა? როგორც “ატომური ჩვევების” ავტორი ჯეიმს ქლეარი ამბობს, ცხოვრებაში შედეგები რთული პროცენტის პრინციპით ყალიბდება, რაც თანადათანობით განვითარებას გულისხმობს.
მაგ: თუ ყოველ დღე მხოლოდ 1%-ით გაუმჯობესდით 1 წლის შემდეგ 37.78-ჯერ უკეთესი გახდებით და პირიქით, თუ 1%-ით გააურესებთ პროდუქტიულობას, თქვენი შედეგები თითქმის 0-ს გაუტოლდება.
ცხოვრებაშიც ასეა, საოცარი შედეგების მიღება წინა პერიოდების შრომის ნაყოფია.
რეალურად, ერთი შეხედვით მცირე ზრდა გრძელვადიან პერსპექტივაში დიდი შედეგების მომტანია.
თავდაპირველად, განვითარება შეუმჩნეველი იქნება, თუმცა დიდი ხნის შემდეგ როგორც რთული პროცენტი, ისე დაგროვდება ხელშესახები შედეგები.
როგორც ძლიერი ზურგის ქარი უბერავს იალქანს, ისე გიბიძგებთ წარმატება კიდევ უფრო მეტი წარმატებისკენ.
სწორედ, ასე აიხსნება “ერთ ღამეში გამდიდრებული” ადამიანების ფენომენი. სინამდვილებში, ჯადოსნური ჯოხის მოქნევით არავინ გამდიდრებულა, მის უკან მძიმე და თავგანწირული სამუშაოები იმალება. ეს მძიმე შრომა კი გარშემო მყოფებისთვის შეუმჩნეველი რჩება – ისინი მხოლოდ ბოლო პერიოდის მკვეთრ ზრდას ხედავენ.
მაგალითად, ამერიკელმა ინვესტორმა უორენ ბაფეტმა ქონების 99% 56 წლის შემდეგ დააგროვა. მანამდე თითქოს შეუმჩნევლად მიიწევდა მილიონერების სიაში, მაგრამ ქონების ზრდასთან ერთად მილიონები მილიარდებად გადაიქცა და ბაფეტი ფორბსის სიის სათავეშიც კი აღმოჩნდა.
საქმის დასაწყისში ჩადებული ძალისხმევა მკვეთრად აღემატება ხოლმე მიღებულ შედეგებს, მაგრამ ერთ წერტილში სარგებელი გადაასწრებს დანახარჯებს და შემდეგ რთული პროცენტის ძალა თვალნათლივ გამოჩნდება.
1%-ის ძალა
იმისათვის, რომ მცირე ზრდის ძალაში დავრწმუნდეთ ისევ რთული პროცენტის ფორმულა დავიხმაროთ.
გაინტერესებს რა ძალა აქვს 1%-ს? – მაშინ ყურადღებით დააკვირდით ქვემოთ მოყვანილ შედარებას.
ვარიანტი 1
დავუშვათ, ანგარიშზე გვაქვს 10,000 $ და ყოველ თვე თანხას 9%-ით ვზრდით. რა შედეგს მივიღებთ 30 წლის შემდეგ? – ანგარიშზე 147,305$ დაგროვდება. (რაც ნამდვილად არ არის ცუდი საპენსიო დანაზოგი)
ვარიანტი 2
ახლა კი ვთქვათ ისევ 10,000$ გვაქვს და ყოველ თვე თანხას 4%-ით ზრდით. რამდენი გვექნება ანგარიშზე 5 წლის შემდეგ? – 198,373$
გამოდის, რომ მხოლოდ 1%-ის ცვლილებით მეორე ვარიანტში 51068 $-ით მეტი გვექნება. ეს კი 34%-ით გაუმჯობესებულ შედეგს ნიშნავს.
და გახსოვდეთ, რომ რაც უფრო მეტს მოიცდით, მით მეტი იქნება განსხვავება პირველ და მეორე ვარიანტს შორის. ეს ნიშნავს, რომ რთული პროცენტის წყალობით 1%-ის ძალა დროის გასვლასთან ერთად კიდევ უფრო გაიზრდება.
გაიგეთ ოქროს ფასი დღევანდელი მონაცემებით.
რას გვასწავლის რთული პროცენტი?
- იმისათვის, რომ მასშტაბური შედეგები დაინახო მოთმინებაა საჭირო.
- წარმატებისკენ თავადაპირველად შეუმჩნევლად მივიწევთ. ამ დროს ადამიანი “იმედგაცრუების ფაზაშია”, როდესაც ძალისხმევას პირდაპირპროპორციული შედეგი არ მოჰყვება. ამ პერიოდის დაძლევა ყველაზე რთულია, ამ დროს ადამიანებს ჰგონიათ, რომ მათ შორმას აზრი არ აქვს, არადა შრომა უკვალოდ არ ქრება. რეალურად ადრე ჩადებული ძალისხმევის ნამდვილი და სრული მნიშვნელობა მხოლოდ მოგვიანებით იჩენს თავს. და გახსოვდეთ, რთული პროცენტი აჯილდოებს მას ვინც ითმენს.
- რთული პროცენტის სრული პოტენციალის გამოსაყენებლად საჭიროა მოთმინება და თავშეკავება, მოკლევადიან საჭიროებებზე უარის თქმით გრძელვადიან სარგებელზე ფოკუსირებისა.
- ისევე როგორც რთულ პროცენტში, თქვენი განვითარებაც უნდა მიმდინარეობდეს გეომეტრიული ზრდის პრინციპით. ყოველდღიურად კონცენტრირდით მცირე, მაგრამ მნიშვნელოვან საქმეებზე – წაიკითხეთ ნაწყვეტი, ისწავლეთ ახალი უნარი, დაამუშავეთ იდეები – და დროთა განმავლობაში ეს პატარა ნაბიჯები დიდ ცვლილებებამდე მიგიყვანთ. როგორც ბაფეტი ამბობს: “ყოველდღე წაიკითხეთ რაღაც, ცოდნა ისევე გროვდება როგორც რთული პროცენტი”.
“როცა მგონია, არაფერი გამოვა, მივდივარ და ვუყურებ ქვისმთლელს, რომელიც ქვას ჩაქუჩს ურტყამს, შესაძლოა ასჯერაც ისე, რომ ბზარიც კი არ ჩანს. აი, ასმეერთე დარტყმაზე კი ქვა ორად გადაიხსნება და ვიცი, რომ ეს არა უკანასკნელი, არამედ ყველა იმ დარტყმის მოქმედების შედეგია, რომიც მას წინ უსწრებდა”.