POLUX MEDIA

●  შესახებ

კანტილიონის ეფექტი

კანტილიონის ეფექტი არის ეკონომიკური თეორია, რომელიც აღწერს ფულის მასის ზრდის არათანაბარ გავლენას ეკონომიკაზე. თეორია ფრანგი ეკონომისტის რიჩარდ კანტილიონის სახელს ატარებს, რომელმაც ეს ეკონომიკური ეფექტი ჯერ კიდევ მე-18 საუკუნეში შენიშნა.

მოცემული თეორია ხსნის, რომ როდესაც ფულის მასა იზრდება (მაგ. ფულის ბეჭდვის გამო), ის პირველ რიგში აისახება იმ ადამიანებზე და კომპანიებზე, რომლებიც ახლოს არიან ფულის “წყაროსთან”, ანუ ბანკებთან და სახელმწიფოსთან.

ამ ჯგუფებს აქვთ წვდომა ახალ ფულზე მანამ, სანამ ფასები ეკონომიკაში გაიზრდება (ინფლაცია). შესაბამისად, მათ შეუძლიათ მიიღონ სარგებელი და გაზარდონ თავიანთი მსყიდველობითი უნარი. თუმცა, როცა ეს ახალი ფული საბოლოოდ “გადაედინება” დანარჩენ ეკონომიკაში, ფასები იწყებს ზრდას.

ეს ნიშნავს, რომ ის ჯგუფები, რომლებიც ბოლოს იღებენ ახალ ფულს (ძირითადად დაბალი და საშუალო შემოსავლის მქონე მოსახლეობა), განიცდიან ფასების ზრდას ისე, რომ მათი შემოსავალი არ იზრდება პროპორციულად. შედეგად, მათი მსყიდველობითი უნარი და ცხოვრების დონე მცირდება.

ამრიგად, კანტილიონის ეფექტი ხსნის თუ როგორ იწვევს ფულის მასის ზრდა უთანასწორობის გაღრმავებას საზოგადოებაში – სარგებელს იღებენ ფულთან ახლოს მყოფი ჯგუფები, ხოლო საზიანოა დანარჩენი მოსახლეობისთვის.