POLUX MEDIA

რა არის IT რეკრუტინგი? – ბლიც-ინტერვიუ მილა ყურაშვილთან

ბოლო დროს კონკრეტულად IT რეკრუტინგის მიმართულება სულ უფრო პოპულარული ხდება. ამიტომ საინტერესო მოკლედ განვიხილოთ მნიშვნელოვანი და ხშირად დასმული კითხვები ამ თემის ირგვლივ.

რუბრიკის “HR სპეციალისტები გვირჩევენ” ფარგლებში კითხვებზე გვიპასუხა ლონდონში მოღვაწე IT რეკრუტინგის უფროსმა კონსულტანტმა მილა ყურაშვილმა, რომელმაც ხაზგასმით აღნიშნა: “მინდა გამოვხატო მზაობა დავეხმარო IT ბაზარს ჩემს სამშობლოში”

რა არის IT რეკრიტინგი და რით განსხვავდება იგი ტრადიციული რეკრუტინგისგან?


IT რეკრუიტინგი ადამიანთა რესურსების მენეჯმენტს მხოლოდ ინფორმაციული ტექნოლოგიების კუთხით უზრუნველყოფს.

ადამიანთა რესურსის მართვა პროექტების ყველა შრეს, ზედა თუ ქვედა სტრუქტურულ დონეს მოიცავს. ის ტექნოლოგიურ მრავალმიმართულებიან ,მუდმივად განვითარებად IT სფეროში ერთ-ერთ უმთავრეს როლს თამაშობს.

ამ ტიპის რეკრუტერები ადამიანთა რესურსს ისევე ეძებენ, როგორც ზოგადად კრიტიკულ პროექტებს, რომლებშიც გუნდის შექმნა-დაკომპლექტებაში იღებენ მონაწილეობას.

“უფრო მარტივად, რომ ვთქვათ IT რეკრუიტერები ვიძიებთ იმათ ვინც ეძებს და იმათაც ვისაც ეძებენ თუ იძიებენ.”

ჩვენ ვადგენთ შესაბამისობას კონკრეტულ IT სპეციალისტსა და პროექტს შორის. შემდეგ ვაკეთებთ კანდიდატის სკრინინგს. სკრინინგის პროცესის დრო შერჩეულ IT სპეციალისტებს ვამისამართებთ IT განყოფილების დირექტორთან, იმისათვის, რომ მისი ტექნიკური უნარ-ჩვევები შევაფასოთ.

ეს არის რეკრუიტინგის პროცესის პირველი ეტაპი, მოიძიო ის ვისაც ეძებენ იმისთვის ვინც ეძებს.

ამ შემთხვევაში, მთავარია, რომ დამკვეთის ანუ პროექტის ხელმძვანელის ძიების კრიტერიუმი ემთხვეოდეს დეველოპერის, IT სპეციალუსტის ცოდნასა და გამოცდილებას.

ამას გარდა, მნიშვნელოვანია, რომ დეველოპერის საძიებო სპექტრი, მოთხოვნა, ფინანსური თუ სამსახურეობრივი ქცევის ანუ პროტოკოლის იყოს დაკმაყოფილებული,
რათა წინააღმდეგობაში არ მოვიდეს გუნდისა და კანდიდატის მოქმედებები.

რაც შეეხება ტრადიციულ რეკრუტინგს – თუ ვგულისხმობთ ეგრედ წოდებულ TA (Talent Acquisition)-ს, ის IT რეკრუტინგისგან განსხვავებით არის პროექტზე მომუშავე რეკრუტერი, იცავს კომპანიის პროტოკოლს, ეძებს ბაზარზე უფრო აქტიურ სპეციალისტებს. ამ ტიპის სპეციალისტი უფრო მოქნილია, კვლევის კარგი უნარები აქვს განვითარებული, ამიტომაც ინფორმირებულია რა ხდება ამა თუ იმ ბაზარზე. სწორედ ამ უნარებსა და ცოდნას იყენებს სხვადასხვა კრიტიკულ ვაკანსიებზე კანდიდატების მოსაძიებლად.

ძირითადად რა ტიპის კომპანიები მიმართავენ IT რეკრუიტინგის სპეციალისტს?

ამ ტიპის სპეციალისტები ყველა იმ სფეროსა და ინდუსტრიაშია საჭირო, რომელშიც IT პროექტები, ინოვაციები, ახალი ტექნოლოგიების ინტეგრირება, ახლის დანერგვა ან ძველი ტექნოლოგიების განვითარება ხდება.

აბსოლუტურად ყველგან საჭიროა სპეციალისტი, რომელიც მხარს დაუჭერს ტექნოლოგიური სფეროს პროექტებს.

რამდენად განსხვავდება რეკრუტინგის პროცესი ქართულ და საერთაშორისო ბაზარზე?

როგორც წესი თვითონ პროცესი არაფრით არ განსხვავდება.

თუ ბაზარზე ვისაუბრებთ, ვფიქრობ უფრო ხელსაყრელი ქართული IT სექტორია, ვიდრე რომელიმე ევროპული ქვეყნის IT ბაზარი.

კონკრეტულად, მხედველობაში მაქვს დამატებითი ღირებულების გადასახადი, რომელიც თვითდასაქმებულზე ანუ ფრილანსერზე გაცილებით მაღალია ვიდრე საქართველოში.

უშუალოდ პროცესი კი საქართველოში არის ავთენტური და საერთაშორისო პრაქტიკების რელევანტური.

ძირითადად რა გამოწვევები გხვდებათ IT რეკრუტინგის პროცესში?

გამოწვევები არა, უფრო სირთულეებს დავარქმებდი. ზოგადად, ერთ ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი უნარია რეკრუტერისთვის კვალიფიკაციისთვის გადაწყვეტილების მიღება-გამოსავალის მონახვა, რომელიც მოიაზრებს ე.წ “Solution-maker” და პრობლემის გადაჭრის უნარებს.

სირთულეა ეკონომიკური ცვლილების საფუძველზე გაჩენილი და სადისკუსიოდ ქცეული ხელფასის ანუ ღირებულების საათობრივი ანაზღაურების ვარდნა და ინფლაცია, ბოლოდროინდელი “ლეი ოფები” ანუ კომპანიების მიერ გამოცხადებული საყოველთაო შემცირებები ადამიანთა რესურსის, რაც დაეტყო აიტი მარკეტსაც, ასევე ბოლო დროის მოვლენებმა მოიტანეს ის, რომ უმრავლესობას ურჩევნიათ სახლიდან რემოუთზე მუშაობა, ონლაინ შეკრებების, მითინგების მოწყობა ვიდრე ჰიბრიდული სამუშაო, რომელიც 2 ან 3 დღეს გამოცხადებას ითვალისწინებს ოფისში ანუ სამსახურში.

რას აქცევთ ყველაზე დიდ ყურადღებას რეზიუმეში?

ყურადღებას ვაქცევ რამდენად არის თანხვედრაში ვაკანსიის მოთხოვნა კანდიდატის კვალიფიკაციასთან – ვიტყოდი ყველაფერს ვაქცევ ყურადღებას, მათ შორის მცირე დეტალებსაც.

როგორ გავხდეთ რეკრუიტინგის სპეციალუსტი?

რადგან ტექნოლოგიები ვითaრდება რეკრუიტინგიც უფრო მოთხოვნადი ხდება და თანამედროვეობის განუყრელ პროფესიად ყალიბდება.

რადგან სხვადასხვა კომპანიებს სხვადასხვა CRM საბაზო პროგრამები აქვთ საჭიროა საბაზისო დონეზე მაინც ტექნოლოგიების ასე თუ ისე თვალყურის მიდევნება. ამას გარდა კარგია ზოგადი ფსიქოლოგიის ცოდნა, კონკრეტული ქვეყნის საკანონმდებლო აღმასრულებელი ინსტიტუციებზე ყურადღების მიდევნება, საერთაშორისო ბაზრების შესწავლა. რაც შეეხება ფსიქოლოგიურ მხარეს ძალიან დაგეხმარებათ ძლიერი მენტალური მზაობა, ემოციის კონტროლზე მუშაობა, თვალსაწიერის გაფართოება.

გირჩევდით, რომ კავშირების (Connections) გაფართოებაზე თავიდანვე იზრუნოთ. მასში ჩადებული ძალისხმევა მომავალში ორმაგად აგინაზღაურდებათ.