როდესაც აქციების ფასები ეცემა, ინვესტორები ფიქრობენ – სად გაქრა მათი ფული. სინამდვილეში, ის არ გამქრალა — უბრალოდ, აქციის ღირებულების აღქმა შეიცვალა.
აქციების ფასების ცვლილება უფრო მეტად ღირებულების აღქმის ცვლილებას უკავშირდება, ვიდრე ფულის ფიზიკურად გადაადგილებას ერთი ადგილიდან მეორეში.
წარმოვიდგინოთ, რომ ყიდულობთ Apple Inc.-ის (AAPL) 100 აქციას, თითოს 150 დოლარად. დავუშვათ ამის შემდეგ კომპანიას მიწოდების ჯაჭვის პრობლემების წარმოეშვა, ან Apple-ის ახალმა პროდუქტმა მოსალოდნელზე უარესი შედეგები აჩვენა. შედეგად, ინვესტორები დაკარგავენ ნდობას Apple-ის სამომავლო საქმიანობის მიმართ და აქციის ფასი 100 დოლარამდე დაეცემა.
შეიძლება მოგეჩვენოთ, რომ თითო აქციაზე 50 დოლარი “დაკარგეთ”, მაგრამ კომპანიაში არსებული ფიზიკური ფული არსად გამქრალა. ფასის ცვლილება უბრალოდ ასახავს იმას, თუ რა თანხის გადახდისთვის არიან მზად ინვესტორები Apple-ის აქციებში. ეს იგივეა, რაც ახალი მანქანის გაუფასურება დროთა განმავლობაში — თვითონ ავტომობილი არ შეცვლილა, მაგრამ შეიცვალა მისი საბაზრო ღირებულება.
ეს “ქაღალდზე არსებული ზარალი” მხოლოდ მაშინ გახდება რეალური, თუ თქვენს აქციებს უფრო დაბალ ფასად გაყიდით. საფონდო ბაზარზე სწორად ნავიგაციისთვის ამ კონცეფციის გაგება საკმაოდ მნიშვნელოვანია, რათა მოულოდნელმა რყევემა არ ჩაგძიროთ.
რატომ იცვლება აქციის ფასი?
აქციების ფასები ძირითადად მოთხოვნისა და მიწოდების პრინციპით იმართება.
როდესაც აქციაზე მოთხოვნა მაღალია და მეტი ადამიანი ცდილობს მის ყიდვას, ვიდრე გაყიდვას – ფასი იზრდება. ამ დროს მყიდველები მზად არიან მეტი გადაიხადონ აქტივში.
მაგრამ როდესაც მიწოდება აჭარბებს მოთხოვნას, ანუ როდესაც მეტი ადამიანი ყიდის, ვიდრე ყიდულობს – აქციის ფასი მცირდება. ამ შემთხვევაში გამყიდველები იძულებულნი არიან შეამცირონ ფასები მყიდველების მოსაზიდად.
სწორედ ეს მუდმივი ურთიერთქმედება მიწოდებასა (გაყიდვის სურვილი) და მოთხოვნას (ყიდვის სურვილი) შორის განსაზღვრავს ფასებსა და საბაზრო ტენდენციებს.
პოპულარული სტატია: ხელოვნური ინტელექტი და ხელსაწყოები
როდესაც აქციაზე მოთხოვნა იზრდება
განვიხილოთ, რა ხდება, როდესაც აქციის ფასები იზრდება.
2020-დან 2021 წლამდე Tesla-ს (TSLA) აქციების ფასი პანდემიის მიუხედავად 700%-ზე მეტით გაიზარდა. ინვესტორები ოპტიმისტურად იყვნენ განწყობილნი Tesla-ს პოტენციალის მიმართ ელექტრომობილების ბაზარზე დომინირების, წარმოების გაფართოების გეგმებისა და გენერალური დირექტორის, ილონ მასკის ამბიციური მიზნების გამო.
2021 წლის იანვრისთვის Tesla-ს საბაზრო კაპიტალიზაცია 800 მილიარდ დოლარს აჭარბებდა, რაც მას მსოფლიოს ერთ-ერთ ყველაზე ძვირადღირებულ ავტომწარმოებლად აქცევდა. მიუხედავად იმისა, რომ Tesla-ს 2020 წელს მხოლოდ 509,000 ავტომობილი აწარმოა (კონკრენტებზე გაცილებით ნაკლები) ფასი მაინც გაიზარდა.
შეიძლება დაგაინტერესოთ: შავი პარასკევი
როდესაც აქციაზე მოთხოვნა ეცემა
ახლა განვიხილოთ აქციის ფასის დაცემის მაგალითი.
2022 წლის იანვარში Netflix-მა (NFLX) გამოაქვეყნა ნაკლებად ოპტიმისტური ფინანსური მონაცემები 2021 წლის მეოთხე კვარტალში აბონენტების ზრდის შესახებ – მხოლოდ 8.3 მილიონი ახალი აბონენტი მოსალოდნელი 8.5 მილიონის ნაცვლად.
რეალურად ეს არც ისეთი დიდი კატასტროფა გახლდათ ფინანსური კუთხით, თუმცა აქციის ფასი 21.8%-ით შემცირდა – რატომ? – უარყოფითად შეიცვალა აქციონერთა აღქმები, ამიტომ ნაკლებ ადამიანს სურდა Netflix-ის აქციის ფლობა.
ინვესტორები შეშფოთებულნი იყვნენ ზრდის შენელებითა და კონკურენტებისთვის, როგორებიცაა Disney+, Hulu და HBO Max, საბაზრო წილის შესაძლო დათმობით. მომდევნო თვეების განმავლობაში Netflix-ის აქციები კვლავ განაგრძობდა ვარდნას, რადგან კომპანიამ 2022 წლის პირველ ნახევარში აბონენტების ზრდის კიდევ უფრო ცუდი მაჩვენებლები დააფიქსირა.
2022 წლის აპრილისთვის Netflix-ის აქციები თავის ისტორიულ მაქსიმუმთან შედარებით თითქმის 70%-ით იყო დაცემული.
რაზეა დამოკიდებული აქციის ფასის ცვლილება?
რეალურად, ფასიანი ქაღალდების, ამ შემთხვევაში აქციის ფასის მერყეობა ბევრ ფაქტორზეა დამოკიდებული.
მაგრამ არსებობს რამდენიმე ფუნდამენტური მიზეზი, რომლებსაც შეუძლია ფასზე დიდი გავლენა იქონიოს:
ინვესტორების მოლოდინი – როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, თუ აქციონერები კომპანიის მიმართ ოპტიმისტურად არიან განწყობილი, აქცია მოთხოვნადი ხდება და ფასი იზრდება. (საპირისპიროა, თუ პესიმისტურად არიან განწყობილნი კომპანიის მიმართ)
ფინანსური მაჩვენებლები – როდესაც კომპანია მოსალოდნელზე დაბალ შემოსავლებს, მოგებას ან ბრუნვას აფიქსირება, ეს ინვესტორებისთვის ბიზნესის არადამაკმაყოფილებელი საქმიანობის სიგნალია. თავის მხრივ, ამ დროს ხშირად იწვევს აქციებს უამრავი მფლობელი იშორებს თავიდან და შედეგად ფასი მკვეთრად ვარდება.
ეკონომიკური დაღმასვლის ან რეცესიის პერიოდში მცირდება სამომხმარებლო ხარჯები და ინვესტიციები. როდესაც კომპანიების შემოსავლები მცირდება, ისინი ხარჯების დაზოგვის მიზნით იძულებული არიან თანამშრომლების რაოდენობა შეამცირონ. ამ დდროს ინვესტორები ფრთხილობენ ამ აქციის შეძენას, რაც აქტივი ფასს ამცირებს.
საპროცენტო განაკვეთის ცვლილება – როდესაც ცენტრალური ბანკებისაპროცენტო განაკვეთებს ზრდიან, სესხის აღება უფრო ძვირი ხდება როგორც კომპანიების, ისე მომხმარებლებისთვის. მაღალი საპროცენტო განაკვეთი, როგორც წესი, ამცირებს კორპორატიულ მოგებასა და სამომხმარებლო ხარჯებს, რამაც შესაძლოა აქციების ფასების დაცემა გამოიწვიოს. ამასთან, განაკვეთების ზრდა ობლიგაციებსა და სხვა ფიქსირებული შემოსავლის მქონე ინვესტიციებს უფრო მიმზიდველს ხდის, რის გამოც ინვესტორები აქციებიდან ფულს სხვა აქტივებში გადაიტანენ ხოლმე.
როდესაც მსხვილი ინსტიტუციონალური ინვესტორები ყიდიან თავიანთი აქტივების მნიშვნელოვან ნაწილს, ეს საფონდო ბაზარზე აქციის მიწოდების რაოდენობას მკვეთრად ზრდის. რა ხდება ამ დროს? – ჭარბი მიწოდების გამო ფასი მცირდება.
გეოპოლიტიკა – გეოპოლიტიკურ ცვლილებებს, როგორებიცაა ომები, სავაჭრო კონფლიქტები ან პოლიტიკური არასტაბილურობა ინვესტორებში გაურკვევლობას აჩენს. აქციონერები ასეთ მასტაბურ ცვლილებებზე ძალიან მგრძნობიარენი არიან, ამიტომ სწრაფად რეაგირებენ. მაგ: 2022 წელს, უკრაინა-რუსეთის ომის დროს, იარაღებისა და სამხედრო აღჭურვილობის კომპანიების აქციები მკვეთრად გაიზარდა – რატომ? ვინაიდან აშშ-ს მთავრობამ მათ დიდი რაოდენობით იარაღი შეუკვეთა უკრაინის დასახმარებლად.
თითოეულ ინდუსტრიას თავისი სპეციფიკური გამოწვევები აქვს, როგორებიცაა მარეგულირებელი ცვლილებები, მიწოდების ჯაჭვის შეფერხებები ან ძველი ტექნოლოგიების მოძველება. მაგალითად, გარემოსდაცვითი რეგულაციების გამკაცრებამ შეიძლება ზიანი მიაყენოს ენერგეტიკულ სექტორს.