უძრავი ქონება საქართველოში კვლავ რჩება ერთ-ერთ ყველაზე სტაბილურ საინვესტიციო მიმართულებად. განსაკუთრებით მაშინ, როცა საუბარია არა ერთ კონკრეტულ ობიექტზე, არამედ დივერსიფიცირებულ პორტფელზე, რომელიც რისკებს ამცირებს და შემოსავლის მიღების განსხვავებულ შესაძლებლობებს ქმნის.
დეველოპერული კომპანია მატერია ბაზარზე ახლახანს გამოჩნდა, თუმცა მის უკან 15 წლიანი გამოცდილების მქონე გუნდი დგას. Outlook Development-ის წარმატებული პროექტების შემდეგ კომპანიამ რებრენდინგი განახორციელა და ახალი, უფრო ამბიციური მიზნები დაისახა პრემიუმ სეგმენტში. სწორედ ამ მიმართულებით ქმნის მატერია ფუნდამენტს, რომელსაც თავად აქცევთ სახლად ან პასიური შემოსავლის მიღების შესაძლებლობად.
რატომ არის მნიშვნელოვანი დივერსიფიკაცია
ინვესტირება უძრავ ქონებაში მხოლოდ მაშინ არის ნამდვილად ეფექტური, როცა რისკები გადანაწილებულია. ერთი ტიპის ქონებაზე დამოკიდებულება საფრთხეებს ქმნის, თუ კონკრეტულ სეგმენტში ფასები ვარდნას განიცდის, მაშინ მთელი ინვესტიცია ზარალდება.
დეველოპერული კომპანია მატერია ამ პრობლემის მოსაგვარებლად უძრავი ქონების სამ განსხვავებულ მიმართულებას გთავაზობთ. თითოეული მათგანი სხვადასხვა საინვესტიციო მიზანს ემსახურება და განსხვავებულ შემოსავალს აგენერირებს.
სამი მიმართულება, როგორც სამი განსხვავებული შესაძლებლობა
Materia Living პრემიუმ კლასის საცხოვრებელ აპარტამენტებს აერთიანებს. კრწანისში მიმდინარე პროექტი, “Outlook Forest მატერიასგან”, 28 სართულიანი კომპლექსი იქნება. 250 აპარტამენტი, ქალაქისა და ტყის პანორამული ხედებით, იდეალური იქნება როგორც საცხოვრებლად, ისე გასაქირავებლად. კომპლექსში მოეწყობა პადელის კორტები, სავარჯიშო დარბაზი, საუნები, ღია აუზი, ბიზნეს ლაუნჯი და Co-working სივრცე.
ოქროყანაში დაგეგმილი “Funicular Living მატერიასგან” კიდევ ერთი პროექტია ამ მიმართულებით. ეს არის ლოკაცია, რომელიც სწრაფად ვითარდება და ინფრასტრუქტურულად ახალ სტანდარტებს აყალიბებს თბილისში.
Materia Estates სრულიად განსხვავებულ კონცეფციას ეფუძნება. ტაბახმელაში 8 ჰექტარზე ინფრასტრუქტურულად სრულად მოწყობილი მიწის ნაკვეთები გაერთიანდება. აქ მყიდველი თავად გადაწყვეტს, როგორი ტიპის სახლი ააშენოს — კომპანიის მიერ შემოთავაზებული პროექტებიდან აირჩიოს თუ პირად არქიტექტორს დააპროექტებინოს.
პროექტი ითვალისწინებს სპორტული მოედნებს, ველობილიკებს, საპიკნიკე ზონებსა და სხვა ინფრასტრუქტურას, რაც მიწის ნაკვეთის ღირებულებას ავტომატურად გაზრდის.
Materia Hills მომავალში დაგეგმილი პროექტია, რომელიც დახურული ტიპის ვილების დასახლებას ითვალისწინებს. ტაბახმელაში დაგეგმილ პროექტში ავტომობილით გადაადგილება შეიზღუდება, ყველა სერვისი კი ერთ სივრცეში იქნება თავმოყრილი.
დივერსიფიცირებული პორტფელის შექმნა მატერიასთან რისკების შემცირებასთან ერთად სხვადასხვა ტიპის შემოსავლის მიღების შესაძლებლობას იძლევა. კომპანიის სამი მიმართულება – პრემიუმ აპარტამენტები, მიწის ნაკვეთები და ვილები – სამ განსხვავებულ ლოკაციაში ფართო არჩევანს ქმნის ინვესტორებისთვის. ეს მრავალფეროვნება მოგცემთ საშუალებას, პორტფელი ბაზრის ცვლილებებს მოარგოთ და სტაბილურად შეინარჩუნოთ უძრავი ქონების ფასის ზრდა.
დეტალური ინფორმაციისთვის შეგიძლიათ ეწვიოთ მათ ვებსაიტს, გაყიდვების ოფისს ვასილ ბარნოვის ქუჩა N84-ზე ან დაუკავშირდეთ ნომერზე +995 0322 11 11 10 .



