შავი პარასკევი არის წლის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი დღე ვაჭრობის ინდუსტრიისთვის. ეს არის დღე, როდესაც მაღაზიები და ონლაინ მაღაზიები მომხმარებლებს უდიდეს ფასდაკლებებსა და აქციებს სთავაზობენ სხვადასხვა პროდუქციაზე. ბევრი ადამიანისთვის შავი პარასკევი, შეიძლება ითქვას, დღესასწაულთანაც კი ასოცირდება, ვინაიდან ეს არის შესანიშნავი შესაძლებლობა შეიძინონ სასურველი ნივთები შედარებით დაბალ ფასად.
რა არის შავი პარასკევი? – ისტორია
შავი პარასკევის ტრადიცია დაიწყო ამერიკის შეერთებულ შტატებში 1960-იან წლებში. თავდაპირველად, ეს დღე ცნობილი იყო როგორც დღე მადლიერების დღის შემდეგ. ამ დროს ხალხი საშობაო საჩუქრების შეძენას იწყებდა. დროთა განმავლობაში, ამ დღისთვის მაღაზიებმა პეციალური ფასდაკლებების შეთავაზება დაიწყეს. ბუნებრივია, მიზანი გაყიდვებისა და მომხმარებელთა რაოდენობის ზრდა გახდლათ. დღეს, შავი პარასკევი გაცილებით ფართო მასშტავის მოვლენა გახდა და უკვე მრავალ ქვეყანაში აღინიშნება.
რატომ არის შავი პარასკევი ასეთი პოპულარული?
შავი პარასკევი პოპულარულია რამდენიმე მიზეზის გამო. პირველ რიგში, ეს არის შესანიშნავი შესაძლებლობა შეიძინოთ პროდუქცია შედარებით დაბალ ფასად. ამ დროს, როგორც უკვე აღვნიშნეთ, მაღაზიები გრანდიოზულ ფასდაკლებებს სთავაზობენ მომხმარებლებს სხვადასხვა კატეგორიის პროდუქციაზე, როგორიცაა ელექტრონიკა, ტანსაცმელი, სათამაშოები და სხვა.
მეორე მიზეზი, რის გამოც შავი პარასკევი ასეთი პოპულარულია, ეს არის შესანიშნავი დრო საშობაო საჩუქრების შესაძენად. ვინაიდან ეს დღე ემთხვევა შობის სეზონის დაწყებას, ბევრი ადამიანი წინასწარ ყიდულობს საახალწლო და საშობაო საჩუქრებს. (ნამდვილად სიანტერესო იდეაა).
ამას გარდა, შავი პარასკევი უბრალოდ სოციალური მოვლენაა, რომლის დროსაც ადამიანები ერთად მიდიან საყიდლებზე, რათა შოპინგით დატკბნენ. შეიძლება ითქვას, ბევრისთვის ამან ტრადიციის სახე მიიღო. ვინაიდან შავი პარასკევი წელიწადში ერთხელ ტარდება განსაკუთრებით მნიშვნელოვანია საზოგადოებისთვის. ამიტომ ყველა ცდილობს ხელიდან არ გაუშვას ბევრი პროდუქტის იაფად ყიდვის შანსი.
ონლაინ შოპინგის ზრდა
ბოლო წლებში, შავი პარასკევი სულ უფრო მეტად გადადის ონლაინ სივრცეში. პანდემიის გამო, ბევრმა მომხმარებელმა აღმოაჩინა ონლაინ შოპინგის სიმარტივე და მოხერხებულობა. შედეგად, სულ უფრო მეტი ადამიანი ამჯობინებს შეიძინოს პროდუქცია ონლაინ, ვიდრე ფიზიკურ მაღაზიებში.
ონლაინ მაღაზიები, თავის მხრივ, მომხმარებლებს გაცილებით მრავალფეროვან აქციებს სთავაზობენ.
განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ ონლაინ შოპინგის დროს ადამიანებს რიგში დგომა არ უწევთ. ეს კი შავი პარასკევის ონლაინ სივრცეში გადასვლას უწყობს ხელს.
ონლაინ მაღაზიები ხშირად იწყებენ ფასდაკლებებს რამდენიმე დღით ადრე და აგრძელებენ შავი პარასკევის შემდეგაც. შედეგად კი, ეს ფორმატი საშუალებას აძლევს მომხმარებლებს, რომ პროდუქცია მათთვის მოსახერხებელ დროს და ადგილას შეიძინონ.
კრიტიკა
მიუხედავად იმისა, რომ მსოფლიოში ერთ-ერთი დატვირთული და პოპულარული დღეს, მას ბევრი კრიტიკოსიც ჰყავს. ზოგიერთი თვლის, რომ ეს დღე ხელს უწყობს ზედმეტ მოხმარებას და მატერიალიზმს. ისინი ამტკიცებენ, რომ ადამიანები ყიდულობენ პროდუქციას მხოლოდ იმიტომ, რომ ფასდაკლებაა და არა იმიტომ, რომ რეალურად სჭირდებათ. შესაბამისად, ამისგან ხელშესახებ სარგებელს ვერ იღებენ. ამ იდეის მომხრეები თვლიან, რომ შავი პარასკევი უბრალოდ ადამიანებზე მავნებლური ემოციური სპეკულაციაა და მეტი არაფერი.
გარდა ამისა, ეს დღე ბევრისთვის აგრესიასთან და ქაოსთან ასოცირდება. ადამიანები ხშირად ჩხუბობენ და ეჯიბრებიან ერთმანეთს ლიმიტირებული რაოდენობის პროდუქციის გამო. ეს ქმნის უსაფრთხოების რისკებს, როგორც მომხმარებლებისთვის, ასევე მაღაზიის თანამშრომლებისთვის.
და ბოლოს, ზოგიერთი კრიტიკოსი ამტკიცებს, რომ შავი პარასკევი ცუდად მოქმედებს გარემოზე. მასობრივი მოხმარება და პროდუქციის ტრანსპორტირება ზრდის CO2-ის ემისიებს და აბიძნურებს გარემოს.
დასკვნა
შავი პარასკევი არის ვაჭრობის ინდუსტრიის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი დღე, რომელიც სთავაზობს მომხმარებლებს მნიშვნელოვან ფასდაკლებებს სხვადასხვა პროდუქციაზე. თუმცა, მას ასევე აქვს თავისი კრიტიკა და ნაკლოვანებები. ამიტომ, მნიშვნელოვანია, რომ მომხმარებლებმა გააკეთონ გონივრული არჩევანი და შეიძინონ მხოლოდ ის პროდუქცია, რაც რეალურად სჭირდებათ. ამასთან, მაღაზიებმა და მთავრობებმა უნდა უზრუნველყონ უსაფრთხო და ორგანიზებული გარემო შავი პარასკევის პერიოდში, რათა თავიდან იქნას აცილებული აგრესია და ქაოსი.