2024 წელი მილიარდერებისთვის რეკორდების მსხვრევის წელია. ბოლო 12 თვის განმავლობაში მათ თავიანთ ქონებას დაახლოებით 1 ტრილიონი დოლარი შეემატადა Forbes 400-ის წევრების ჯამური ქონება 5.4 ტრილიონ დოლარს გაუტოლდა, რაც ყველა დროის რეკორდია.
ცხელი ფაქტები
- სიაში მოსახვედრად ახლა რეკორდული 3.3 მილიარდი დოლარია საჭირო, 2023 წლის 2.9 მილიარდთან შედარებით.
- სიის სათავეში არიან: ილონ მასკი (244 მლრდ), ჯეფ ბეზოსი (197 მლრდ) და მარკ ცუკერბერგი (181 მლრდ).
- ტოპ 25 ფლობს მთლიანი ქონების თითქმის ნახევარს (2.5 ტრილიონს).
- ელის უოლტონი კვლავ რჩება აშშ-ს უმდიდრეს ქალად 89.2 მილიარდით.
- სიაში მოსახვედრად საჭიროა მინიმუმ 3.3 მილიარდი დოლარი.
- ტოპ 67 მილიარდერი ქალის ჯამური ქონება 839 მილიარდ დოლარს შეადგენს.
პირველ ადგილზე მყოფი მილიარდერების ქონების ზრდა წლების მიხედვით

ზოგადად ფორბსის სიაში ამერიკის უმდიდრესი ადამიანის ტიტულს, ზედიზედ მესამე წელია, ილონ მასკი ფლობს, რომლის ქონებაც შეფასებულია 244 მილიარდ დოლარად.
მიუხედავად იმისა, რომ გასული წლის განმავლობაში Tesla-ს აქციების დაცემისა და 56 მილიარდიანი პაკეტის გარშემო მიმდინარე დავის გამო მისი ქონება 7 მილიარდით შემცირდა, მასკი მაინც 47 მილიარდით უსწრებს მეორე ადგილზე მყოფ ჯეფ ბეზოსს, Amazon-ის დამფუძნებელს, რომლის ქონებაც შეფასებულია 197 მილიარდ დოლარად.
მარკ ცუკერბერგი (სავარაუდო წმინდა ქონება: 181 მილიარდი დოლარი) 2024 წელს მე-8 ადგილიდან მე-3 ადგილზე გადავიდა Meta-ს აქციების მნიშვნელოვანი ზრდის წყალობით, რომელიც Facebook-ის, Instagram-ისა და WhatsApp-ის ბრენდებს აერთიანებს.
Self-Made მილიარდერები
საერთო ჯამში, Forbes 400-ის 67% არის “self-made”, რაც ნიშნავს, რომ მარტომ დააფუძნეს საკუთარი კომპანია ან წვლილი შეიტანეს მის ჩამოყალიბებაში. ბუნებრივია აქაც არსებობს მილიარდერებს შორის განსხვავება. ზოგიერთმა გაცილებით უფრო გრძელი და რთული გზა განვლო დიდი სიმდიდრის მისაღწევად, ვიდრე სხვებმა.
ახალბედა მილიარდერები
მიუხედავად იმისა, რომ სიაში მოსახვედრად ოდესმე არსებულზე მეტი თანხაა საჭირო, წელს 23-მა მილიარდერმა მოახერხა სიაში მოხვედრა.
ესენია:
- ტოდ გრეივსი (9.5 მილიარდი დოლარი), რომელმაც სწრაფი კვების ქსელი Raising Cane’s შექმნა;
- პიტერ კანკრო (5.6 მილიარდი დოლარი) – ააშენა და მართავს Jersey Mike’s Subs-ს;
- ჯაიშრი ულალი (4.4 მილიარდი დოლარი) – ღრუბლოვანი ქსელების კომპანია Arista Networks-ის აღმასრულებელ დირექტორი;
- ლეონიდ რადვინსკი (3.8 მილიარდი დოლარი), OnlyFans-ის მფლობელი;
- ალექს კარპი (3.6 მილიარდი დოლარი) – მონაცემთა მოპოვების კომპანია Palantir-ის თანადამფუძნებელსა და აღმასრულებელ დირექტორს.
- და სხვები;
ყველაზე ახალგაზრდა და უხუცესი
სიის ყველაზე ახალგაზრდა წევრია Walmart-ის მემკვიდრე ლუკას უოლტონი, რომელიც 38 წლისაა და მისი სავარაუდო ქონება 33.9 მილიარდ დოლარს შეადგენს.
ყველაზე ხანდაზმული კი Forbes 400-ის სიაში Dole Food Company-ის დამფუძნებელი დევიდ მერდოკი გახლავთ (3.7 მილიარდი დოლარი), რომელიც 101 წლისაა.
Forbes 400-ის წევრების საშუალო ასაკი 70 წელია.
Forbes 400-ის 20 ყველაზე მდიდარი ადამიანის ქონების დინამიკა

წყარო: forbes.com