POLUX MEDIA

ფორბსის მილიარდერების სია 2024 – მოკლე შეჯამება

წელს პლანეტის მილიარდერები კიდევ უფრო გაამდიდრდნენ. გლობალურმა საფონდო ბაზარმა თვალი დახუჭა ომზე, პოლიტიკურ არეულობასა და ინფლაციაზე.

მილიარდერების რიცხვმა ისტორიულ მაქსიმუმს – 2,781-ს მიაღწია, რაც 141-ით მეტია გასულ წელთან და 26-ით მეტი 2021 წლის რეკორდთან შედარებით.

“მათი ჯამური ქონება $14.2 ტრილიონს შეადგენს – $2 ტრილიონით მეტია 2023 წელთან შედარებით და $1.1 ტრილიონით აღემატება 2021 წლის რეკორდს.”

  • სიის წევრების ორი მესამედი გამდიდრდა, მხოლოდ მეოთხედი გაღარიბდა.
  • შემოსავლების ლომის წილი მოდის ტოპ-20 მილიარდერზე, რომელთა ქონებაც გასული წლიდან $700 მილიარდით გაიზარდა.

სად ცხოვრობს ყველაზე მეტი მილიარდერი 2024 წელს?

🥇მილიარდერების რაოდენობით აშშ 813 მილიარდერით ლიდერობს, რომელთა ჯამური ქონება $5.7 ტრილიონია.

მეორე ადგილზეა ჩინეთი 473 მილიარდერით (ჰონგ-კონგის ჩათვლით) და $1.7 ტრილიონი ჯამური ქონებით.

მესამე ადგილს კი ინდოეთი იკავებს 200 მილიარდერით.