თავდაპირველად “დიდი შვიდეული” ჯონ სტარჯესის რეჟისორობით გადაღებული ფილმი გახლდათ. თუმცა ფინანსურ სამყაროში ეს ტერმინი გადაიაზრეს და ახლა ტექნოლოგიურ სექტორში მოღვაწე შვიდ გავლენიან და მაღალშედეგიან კომპანიას აღნიშნავს. ეს 7 აქცია სიმბოლურად ბრწყინვალე შვიდეულის კონცეფციას იმეორებს.
ეს ტერმინი 2023 წელს Bank of America-ს ანალიტიკოსმა მაიკლ ჰარტნეტმა შემოიტანა. ის საუბრობდა შვიდ კომპანიაზე, რომლებიც ბაზარზე სხვებთან შედარებით მკეთრად დომინირებნდნენ ტექნოლოგიური განვითარებით, ფინანსური რესურსებითა და ძლიერი ბრენდით. ესენია:
- Alphabet (GOOGL; GOOG)
- Amazon (AMZN)
- Apple (AAPL)
- Meta Platforms (META)
- Microsoft (MSFT)
- NVIDIA (NVDA)
- Tesla (TSLA)
მიუხედავად იმისა, რომ საკმაოდ მომგებიანად გამოიყურებიან მათში ინვესტირება მაინც შეიცავს რისკებს, კონკრეტულად: საბაზრო მერყეობა, მარეგულირებელი ცვლილებები, ტექნოლოგიური რყევები და გლობალური ეკონომიკური ტრენდები.
მიუხედავად იმისა, რომ ეს აქციები საინტერესო პერსპექტივებს სთავაზობს ინვესტორებს, ისინი მოითხოვს ტექნოლოგიური სექტორის პერსპექტივების სიღრმისეულ გააზრებასა და ინვესტირების სტრატეგიულ მიდგომას. ინვესტირების დაწყებამდე კარგი იქნება თ ამ კომპანიების ფინანსურ და ფუნდამენტურ მაჩვენებლებს კარგად შეისწავლით და ისე მიიღებთ გადაწყვეტილებას.
ზოგადად, ამ ტიპის აქციებში ინვესტირება საკმაოდ მომგებიანი ბაზრის ზრდის პერიოდში, თუმცა იმის გაგება თუ როდის არის ბაზარი ამ ფაზაში გარკვეულ საინვესტიციო ცოდნასა და გამოცდილებას გულისხმობს.
მათში ფულს ძალიან ბევრი ჰეჯ-ფონდი და გამოცდილი ინვესტორი აბანდებს.
“ესენი არიან ყველაზე მაღალი ხარისხის სახელები ბაზარზე და, გულწრფელად რომ ვთქვა, თუ მომავალ წელს რეცესია დაიწყება… მე ვფიქრობ, რომ დიდებული შვიდეული უკეთ გაუძლებს ამას,” – განუცხადა Reuters-ს კინგ ლიპმა, BakerAvenue Wealth Management-ის მთავარმა სტრატეგმა 2023 წლის ნოემბერში.
“დიდი შვიდეულის” აქციების ისტორიული მაჩვენებლები
ქვემოთ მოცემული ცხრილში წარმოდგენილია “დიდი შვიდეულის” აქციების შედეგებს ბოლო ექვსი თვის, ერთი წლისა და ხუთი წლის განმავლობაში.
აქცია | 6 თვე (%) | 1 წელი (%) | 5 წელი (%) |
Alphabet Inc. | 31.77% | 57.31% | 241.22% |
Amazon Inc. | 26.46% | 50.52% | 104.61% |
Apple Inc. | 9.98% | 14.72% | 331.31% |
Meta Platforms Inc. | 42.93% | 81.95% | 170.72% |
Microsoft Corp. | 20.26% | 36.25% | 236.55% |
NVIDIA Corp. | 153.75% | 209.81% | 3,130% |
Tesla Inc. | -23.02% | -19.27% | 1,240% |
მამოძრავებელი ფაქტორები
ეს კომპანიები ტექნოლოგიური ცვლილებების სათავეებთან დგანან, ამას კი ინოვაციური პროდუქტებისა და სერვისების მუდმივი დანერგვით ახერხებენ.
ეს აქციები შემდეგი თვისებებით ხასიათდებიან:
- ადაპტირების უნარი: თითოეული მათგანი ეგუება ცვალებად საბაზრო პირობებს, მათ შორის მომხმარებელთა ქცევისა და ტექნოლოგიური წინსვლის ცვლილებებს, კვლევასა და განვითარებაში მუდმივი ინვესტირების გზით.
- ფინანსური სიძლიერე: ყველა მათგანს აქვს მყარი ფინანსური მდგომარეობა, სტაბილური შემოსავლები, შემოსავლების ზრდა და ჯანსაღი ბალანსი, რაც მათ მიმზიდველს ხდის ინვესტორთათვის.
- გლობალური მასშტაბი: მათი საქმიანობა და გავლენა ვრცელდება მთელ მსოფლიოში, რაც საშუალებას აძლევთ წვდომა ჰქონდეთ მრავალფეროვან ბაზრებზე და გლობალური ეკონომიკურ ზრდასთან ერთად გაფართოვდნენ.
- ძლიერი საბაზრო პოზიცია: “დიდ შვიდეულს” თავიანთ სექტორში მყარი პოზიციები, ფლობენ დომინანტურ საბაზრო წილს, რაც მათ კონკურენტულ უპირატესობას ანიჭებს.
- მსოფლიო ბრენდის ცნობადობა: ამ კომპანიებს აქვთ მაღალი ბრენდის ცნობადობა და ერთგულ მომხმარებელთა დიდი ბაზა. ეს კი ანიჭებს შესაძლებლობას შემოსავლები სტაბილურად აგენერიროთ და წარმატებით ჩაუშვან ახალი პროდუქტები.