POLUX MEDIA

“სანთლების” სიგნალები – როდის ვიყიდოთ ან გავყიდოთ?

ალბათ, Forex-ის ან საფონდო ბირჟაზე მოვაჭრეების კომპიუტერში ხშირად შეგინიშნავდით მწვანე და წითელი ოთხკუთხედი ფორმის ფიგურებს, რომლებსაც ტრეიდერები საათობით უყურებენ. 

უნდა გითხრათ, რომ ამ გრაფიკებიდან ძალიან მნიშვნელოვანი ინფორმაციის მიღება შეიძლება. 

Პირველად მეც გაკვირვებული ვუყურებდი, როგორ შეიძლებოდა ბაზრის განწყობისა და ფასების დინამიკის გაგება ამ ფიგურებიდან. შემდეგ გუგლიდან გავიგე, რომ ამ ფიგურებს “სანთლებს” (Candlestick) ეძახიან. 

დღეს, სწორედ ამას განვიხილავთ:

  • Რას ნიშნავს “სანთელი” საფონდო ბირჟაზე?
  • Რა ინფორმაციის მიღება შეგვიძლია მისგან?
  • წარმოგიდგენთ რა სიგნალები (“პატერნები” “pattern”) არსებობს, რომლებიც მზარდ ან კლებად ბაზარს მოასწავებს. 
  • და ბოლოს, Რამდენად უნდა ვენდოთ ამ სიგნალებს?

SPOILER ALERT: მხოლოდ “სანთლების” სიგნალს არ უნდა ვენდოთ❗

რა არის “სანთელი” (Candlestick) ტრეიდინგში?

ქენდლსთიქები

ეს არის აქტივის ფასის გამოსახვის ერთ-ერთი ფორმა, რომელიც დროის გარკვეულ ინტერვალში ფასის დინამიკის შესახებ გვაწვდის ინფორმაციას.

“სანთლის” სტრუქტურა შედგება შემდეგი კომპონენტებისგან:

1. სხეული (body) – ასახავს საწყის და საბოლოო ფასს შორის სხვაობას.

2. ჩრდილი (shadow) ან “ფითილი” (wick) – ვერტიკალური ხაზები სხეულის ზემოთ და ქვემოთ, რომლებიც მიუთითებს პერიოდის განმავლობაში დაფიქსირებულ უმაღლეს და უდაბლეს წერტილებს.

თითოეული სანთელი გვაწვდის შემდეგ ინფორმაციას (გრაფიკიდან უკეთესად გაიგებთ):

– გახსნის ფასი (Open Price) – თუ 1 დღიან პერიოდს ვაკვირდებით, მაშინ დღის დასაწყისში არსებული ფასი.

– დახურვის ფასი (Close Price) – დღის ბოლოს ბირჟაზე დაფიქსირებული ფასი.

უმაღლესი ფასი (Highest Price) – სანთლის ზემოთა უკიდურესი წერტილი.

უმცირესი ფასი (Lowest Price) – სანთლის ქვედა უკიდურესი წერტილი.

თუ დღის დასაწყისში ფასი უფრო ნაკლები იყო, ვიდრე დღის ბოლოს (ე.ი გახსნის ფასი ნაკლებია დახურვის ფასზე), სახეზე გვაქვს ფასის ზრდა და “სანთელი” მწვანე ფერით იქნება აღნიშნული. თუ პირიქით, გახსნის ფასი ნაკლებია დახურვის ფასზე, “სანთელი” ფასის ვარდნას წითელი ფერით გამოხატავს.

Რა ხდება, როდესაც ეს ორი წერტილი ერთმანეთის ტოლია? – უბრალოდ ხაზით გამოიხატება “სანთელი”.

ეს ის მინიმალური ინფორმაციაა, რასაც ერთი შეხედვით ვიღებთ თითოეული “სანთლისგან”.

რეალურად, “სანთლის” პატერნების ამოცნობა და ინტერპრეტაცია ტრეიდერებს ეხმარებათ ბაზრის მდგომარეობის უკეთ შეფასებასა და სწორი სავაჭრო გადაწყვეტილებების მიღებაში. (თუმცა, ანალიზისას მხოლოდ ამის ნდობა ნამდვილად არ შეიძლება).

მცირე ისტორია

სანთლის ღეროების (Candlestick) გრაფიკების გამოყენება პირველად იაპონიაში დაიწყეს. ეს მოხდა დაახლოებით 100 წლით ადრე, ვიდრე დასავლეთში ე.წ სვეტების (Bar) და “წერტილი და ფიგურების” (Point-and-Figure) გრაფიკები შეიქმნებოდა. 

მე-18 საუკუნეში, იაპონელმა მამაკაცმა, სახელად ჰომამ ბრინჯის ბაზარზე დაკვირვებისას ფასის, მოთხოვნა-მიწოდებისა და ბაზრის ემოციების ერთ გრაფიკზე გამოხატვა დაიწყო.

სანთლის ღეროების გრაფიკები ასახავს მოვაჭრეების ემოციებს სხვადასხვა ფერის გამოყენებით, რომლებიც ვიზუალურად ფასის ცვლილების ზომას წარმოადგენს. 

სანთლის ღეროების გრაფიკების გამოყენება საშუალებას აძლევს ტრეიდერებს მეტნაკლები სიზუსტით შეაფასონ ბაზარზე არსებული განწყობა და ემოციები, რაც მნიშვნელოვან როლს თამაშობს ფასების მომავალ განვითარებაში.

ხალხი ეძებს: 1 გრამი ოქროს ფასი დღეს საქართველოში, ხომ არ გაინტერესებს?

ყიდვის და გაყიდვის სიგნალები

როგორც აღვნიშნეთ, “სანთლების” განლაგება, ზომა და თანმიმდევრობა გარკვეულ ინფორმაციას გვაძლებს მოთხოვნა-მიწოდებისა და ფასის დინამიკის შესახებ.

წარმოგიდგენთ სიგნალებს, რომლებიც მიგვითითებს გავყიდოთ თუ ვიყიდოთ აქტივი.

ხაზგასმით უნდა აღინიშნოს, რომ მხოლოდ ამ სიგნალების გამო ყიდვის ან გაყიდვის გადაწყვეტილების მიღება ნამდვილად არ არის რეკომენდებული.

*გაითვალისწინეთ, რომ ეს არ არის ფინანსური რჩევა.

ყიდვის და გაყიდვის სიგნალები

სათაურებში გამოყენებული ტერმინები “Bullish” ნიშნავს “ხარების ბაზარს” – ამ დროს ბაზარი აღმავალ ტრენდშია. ხოლო “Bearish” კი ნიშნავს “დათვების ბაზარს – ამ შემთხვევაში დაღმავალი ტრენდი ან მოსალოდნელი ან დაწყებულია.

Bullish Engulfing

დაღმავალი ტრენდის დროს “მწვანე სანთელმა” გადააჭარბა ბოლო “წითელ სანთელს”. ამ დროს მყიდველების რაოდენობა აჭარბებს გამყიდველების რაოდენობას, რასაც ფასის ზრდა მოჰყვება.

როგორ ამოვიცნოთ? – პატარა “წითელ სანთელს” უნდა მოჰყვებოდეს დიდი “მწვანე სანთელი”.

Bearish Engulfing

პირველის შებრუნებული ვარიანტია. ამ დროს ფასის ვარდნაა მოსალოდნელი.

bear engulfing signal

Bullish Spinning Top

დაღმავალი ტრენდის დროს თუ ასეთი ფიგურა შეგხვდათ ეს ნიშნავს, რომ ბაზარი “ყოყმანის პერიოდშია” და ვერ გადაუწყვეტია რა მიმართულებით განვითარდეს. ამ ტიპის “სანთელს” პატარა ტანი, მაგრამ გრძელი “ფითილები” აქვს, რაც დამწყებთათვის მარტივად შესამჩნევს ხდის.

ერთის მხრივ, შეგიძლიათ ამ დროს შეხვიდეთ ბაზარზე, ან თუ დაღმავალი ტრენდის დროს ფსონი ფასის ვარდნაზე გააკეთეთ, მაშინ გაყიდოთ აქტივი.

Bullish reverseal

Bearish Spinning Top

ეს მესამე ვარიანტის შებრუნებული ვერსიაა, რომელიც ფასის ვარნას მოასწავებს.

ამ დროს ან გავყიდით აქტივს ან ფსონს ფასის ვარდნაზე გავაკეთებთ (Short).

bearish reaversal top

Hanging Man Candlesticks

ტრენდის დაღმავალი შებრუნების წერტილი.

როგორც ვატყობ ტრეიდინგით ხარ დაინტერესებული. ბიტკოინის ფასი ხომ არ გაინტერესებს?

Bullish Kicker Candlesticks

როდესაც ბაზრის გახსნამდე (Pre-market სტადია) აქციაზე მოთხოვნა მკვეთრად გაიზრდება. ხშირად ეს ფასის შემდეგი ზრდის ნიშანია.

აღმავალი ბაზარი

Shooting Star Candlestick

თუ ფიგურებს კარგად დააკვირდებით მიხვდებით, თუ რატომ უწოდებენ ამ “სანთლებს” Shooting Star.

მსგავსი მდგომარეობა ბაზარზე ფასის ვარნას მოასწავებს ხოლმე. გრძელი “ფითილი” მიუთითებს იმაზე, რომ მყიდველებმა დროის გარკვეულ პერიოდში მკვეთრად გაზარდეს ფასი, თუმცა გამყიდველების ძალამ გადააჭარბა. ამიტომ ფასის ვარდნაა მოსალოდნელი.

ასევე შეგიძლია ნახო უამრავი კრიპტოვალუტის დღევანდელი ფასები.

Morning Star

ამ შემთხვევაში “დილის ვარსვკლავი” გვაუწყევს, რომ მომავალში ფასის ზრდაა მოსალოდნელი.

ასევე საინტერესოა, რომ ამ დროს სიგნალს ორის ნაცვლად სამი ფიგურა გვაძლევს.

Three White Soldiers

“3 თეთრი ჯარისკაცი” წარმოიქმნება მაშინ, როდესაც ერთმანეთის მიყოლებით დახურვის ფასი საგრნობლად მაღალი იქნება გახსნისს ფასთან შედარებით.

Three Black Crows

“3 შავი ყვავის” პატერნი ზემოთ ხსენებული “3 თეთრი ჯარისკაცის” შებრუნებული ვერსიაა, როდესაც ფასის ვარდნაა მოსალოდნელი.

რამდენად უნდა ვენდოთ ამ სიგნალებს?

მიუხედავად ზემოთ ხსენებულისა, “სანთლების სიგნალებს” ბრმად არ უნდა ვედნოთ.

მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ ეს პატერნები არ იძლევა გარანტირებულ სიგნალებს. იმისათვის, რომ მივიღოთ უფრო სრულყოფილი სურათი ბაზრის მდგომარეობისა და მოსალოდნელი მიმართულების შესახებ, გრაფიკი ყოველთვის უნდა განვიხილოთ სხვა ტექნიკურ ინდიკატორებთან და ფუნდამენტურ ანალიზთან ერთად.