“ზოგადად უნდა ითქვას, რომ AI-ს ეფექტურად გამოყენება HR-ში არის მომავლისთვის მზადყოფნა. ეს არ არის მხოლოდ ტექნოლოგიური ინოვაცია, არამედ არის შესაძლებლობა, რომელიც კომპანიის სტრატეგიას და ადამიანის რესურსებს ახალ დონეზე აიყვანს. AI ტექნოლოგია რეალურად გააძლიერებს HR სპეციალისტების უნარების გამოვლენას და დაეხმარება მათ კომპლექსური ამოცანების შესრულებაში.”
რუბრიკის “HR სპეციალისტები გვირჩევენ” ფარგლებში ხელოვნური ინტელექტისა და HR-ის სიმბიოზზე ადამიანური კაპიტალის მართვის მენეჯერი სულხან სახვაძემ გაგვიზიარა მოსაზრებები.
რა გავლენას მოახდენს AI ადამიანური რესურსების მართვის პროცესზე?
AI უკვე მნიშვნელოვნად ცვლის ადამიანური რესურსების მართვას (HRM) მთელ მსოფლიოში. მისი გამოყენება ამ პროცესებს უფრო ეფექტურს და შედეგზე ორიენტირებულს ხდის. AI ხელს უწყობს მონაცემთა ანალიზის, შერჩევის, თანამშრომელთა შეფასებისა და სწავლების ავტომატიზაციას, რაც კომპანიებს დროს და რესურსებს უზოგავს.
ამავდროულად, ის ამცირებს სუბიექტურობას, რაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მთელს ამ პროცესში. AI ასევე ეხმარება HR სპეციალისტებს უკეთ გააკეთონ პროგნოზირება თანამშრომლების მოტივაციასა და პროცესებში ჩართულობაზე.
კონკრეტულად როგორ და რა მიმართულებით შეიძლება გამოვიყენოთ AI ხელსაწყოები HRM-ში?
AI-ს გამოყენება HR-ში მრავალმხრივია. დღეისათვის მისი მთავარი ფუნქციებია:
– შერჩევის პროცესში: რეზიუმეების ავტომატრური სქრინინგი, კანდიდატების შეფასება მათი მონაცემების მიხედვით, რაც ამცირებს შერჩევის პროცესში ადამიანის ჩარევის აუცილებლობას.
– ქცევითი ანალიზის მიმართულებით: კანდიდატების და თანამშრომლების მონაცემების ანალიზი მათი ქცევისა და ჩართულობის პროგნოზირების მიზნით.
– სწავლების და განვითარების დასაგეგმად: AI-ს მეშვეობით კომპანიებს შეუძლიათ პერსონალიზებული ტრენინგებისა და განვითარების პროგრამების შექმნა.
– ურთიერთობების მართვისთვის: AI-ს ჩეთბოტებს უკვე აქტიურად იყენებენ საკომუნიკაციო პროცესების ავტომატიზაციისთვის, რაც ამარტივებს თანამშრომლებს შორის კომუნიკაციას.
რამდენად პოპულარულია ქართულ HR პრაქტიკაში AI ხელსაწყოები?
საქართველოში AI-ის ინტეგრაცია HR-ში ჯერ კიდევ საწყის ეტაპზეა, მაგრამ ტენდენციები ცხადყოფს, რომ ეს ხელსაწყოები თანდათან პოპულარული გახდება. მაგალითად, არაერთ ქართულ კომპანიაში უკვე აქტიურად გამოიყენება AI რეზიუმეების სქრინინგისა და კანდიდატების შეფასებისთვის, თუმცა ჯერ კიდევ არის გამოწვევები ამ მიმართულებით, რომ უფრო მეტი კომპანია მოიცვას ამ ტექნოლოგიებმა.
ამის ნათელი მაგალითია პირველი ქართული AI ტექნოლოგის გამოყენებით მომუშავე რეკრუტინგის სისტემა Helio.AI.
აქვე უნდა აღინიშნოს, რომ ზოგადად HR ტექნოლოგიების აღქმა ფართოვდება და AI ხელსაწყოების ინტეგრაცია მომავალში უფრო მეტად პროგნოზირებადია ქართულ რეალობაშიც.
ჩაანაცვლებს თუ არა ხელოვნური ინტელექტი HR სპეციალისტებს?
ამ კითხვას ხშირად მისვამენ და ხაზგასმით უნდა ავღნიშნო, რომ – AI ვერ ჩაანაცვლებს HR სპეციალისტებს.
თუმცა ეს ტექნოლოგია მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს მუშაობის პროცესს სრულად. AI ხელსაწყოები ავტომატიზაციას უწევს განმეორებადი და რუტინული ამოცანების შესრულებას, თუმცა საბოლოო გადაწყვეტილებების მიღება, კანდიდატების ინდივიდუალური შეფასება და ამასთანავე მიმდინარე ბევრი ფაქტორის გათვალისწინება კვლავ ადამიანურ ჩართულობას მოითხოვს.
“HR სპეციალისტები, რომლებიც გაითვალისწინებენ AI-ს შესაძლებლობებს, შეძლებენ უფრო მეტად ფოკუსირდნენ სტრატეგიულ საკითხებზე და ადამიანური ურთიერთობების განვითარებაზე.”
თუ გახსენდებათ საერთაშორისო კომპანიები, რომლებიც უკვე აქტიურად იყენებენ AI ტექნოლოგიას HRM-ში?
საერთაშორისო კომპანიები, როგორებიცაა Google, Unilever და მაგალითად IBM, უკვე აქტიურად იყენებენ AI-ს HRM პროცესებში.
Google-ის შერჩევის პროცესში AI ავტომატიზაციის მოდელები იყენებს კანდიდატების შეფასებისთვის.
Unilever კი AI-ს მეშვეობით ახდენს კანდიდატების წინასწარ შერჩევას ვიდეო ინტერვიუების ანალიზის საფუძველზე.
IBM იყენებს AI-ის თანამშრომელთა ჩართულობის და მოტივაციის პროგნოზირებისთვის.
AI ხელსაწყოებს ხომ ვერ გაუზიარებდით HR სპეციალისტებს?
მოდით ზოგადად HR სპეციალისტებისთვის გავაზიაროთ რამდენიმე ხელშესახები AI ხელსაწყოები, რომლებიც დაეხმარებათ მათ სამუშაოს პროცესში.
- Onboarding: ინსტრუმენტი, როგორიცაა Enboarder
- რეკრუტინგი: პლატფორმა, როგორიცაა Helio.AI
- სამუშაოს შესრულების მენეჯმენტი: პლატფორმები, როგორიცაა 15Five
- სწავლა და განვითარება: პლატფორმები, როგორიცაა Degreed და EdCast
- თანამშრომელთა ჩართულობა: ინსტრუმენტები, როგორიცაა Glint და Peakon
- HR ანალიტიკა: პლატფორმები, როგორიცაა Visier და OrgVue
- HR ჩატბოტები: როგორებიცაა Leena AI და Talla