28 ნოემბრიდან საქართველოს დედაქალაქსა თუ რეგიონებში ერთ-ერთი მასშტაბური და მღელვარე საპროტესო აქცია მიმდინარეობს. პროტესტი დღემდე აქტიურად მიმდინარეობს, რომელსაც თან ახლავს აქციის მონაწილეების დარბევა, ადამაინების ცემა და დაკავება, სახელმწიფო ქონების დაზიანება და დიდი მღელვარება.
ბუნებრივია ამ პროცესებზე თვალის დახუჭვა და რაიმე ფორმის თავის არიდება აქციის მიმართ მათ დამოკიდებულაზე მეტყველებს.
ბევრმა კომპანიამ წინასწარდაგეგმილი საახალწლო კამპანია შეაჩერა და პოლიტიკური მღელვარების ჩაცხრობამდე გადადო. ბუნებრივია, ის კომპანიები, რომლებიც ამ პერიოდში აქტიურ მარკეტინგულ კამპანიებს მიმართავენ საზოგადოების ნაწილის კრიტიკის ქარცეცხლში ეხვევა, ვინაიდან ამის დრო ქვეყანაში უბრალოდ არ არის. როდესაც ბრენდი ასეთ კრიტიკულ სიტუაციაში ინდიფირენტულია საზოგადოების გულისწყრომასაც დაიმსახურებს.
სოციალურ ქსელებში ბიზნეს წარმომადგენლების ნაწილმა: მფლობელებმა, მენეჯერებმა, მარკეტერებმა და ა.შ შეძლებისდაგვარად გამოხატეს პროტესტი ამ მოვლენებთან დაკავშირებით. ზოგმა უშუალოდ აქციის მსვლელობაში მიიღო მონაწილეობა, ნაწილი საერთოდ სამსახურიდან წამოვიდა, ზოგიერთი კი ციფრულ სივრცეში პოზიციის საჯაროდ დააფიქსირებით შემოიფარგლა.
ამ დროის განმავლობაში გამოჩნდნენ ისეთი ადამიანებიც, რომლებსაც გულწრფელად სურდათ მსგავსი შეხედულებების კოლეგების სახელით საერთო საპროტესტო განცხადება გაეკეთებინათ და გაფიცულიყვნენ.
აშკარაა, რომ პროტესტის ტალღა ბიზნესი წარმომადგენელთა წრეებში ძალიან სწრაფად გავრცელდა და უამრავმა კომპანიამ უკვე საჯაროდაც კი დააფიქსირა პოზიცია.
ბიზნესები, რომლებიც უჭერენ მხარს საპროტესო აქციას
წარმოგიდგენთ იმ ორგანიზაციების ნაწილს, რომელმაც მხარი დაუჭირა საპროტესტო მსვლელობას და დაგმო აქციის მონაწილეების დარბევა:
* ხელმოწერის დასამატებლად სანახავად ეწვიეთ ბმულს (შექმნილია საქართველოს ტექნოლოგიური და სტარტაპ ეკოსისტემის წარმომადგენლების ინიციატივით).
- Doer
- სტარტაპ ინფო
- Shark Media
- Biliki AI
- Telagri
- Phubber
- ArtOa.io
- Polux Media
- Namespace
- Entrepreneur საქართველო
- WeDrive
- Omedia
- Rethink.ge
- Signify
- საქართველოს უნივერსიტეტი
- თბილისის თავისუფალი უნივერსიტეტი
- საქართველოს აგრარული უნივერსიტეტი
- GIPA
- ჯიპიაი ჰოლდინგი
- საქართველოს ბანკი
- თიბისი ბანკი
- აჭარა ჯგუფი
- ალტა
- ReachHUB
- Smartsense
- Deloitte
- მაგთიკომი
- ევროპროდუქტი
- ჯი-თი გრუპი
- კლინიკა კურაციო
- ნიუტონის თავისუფალი სკოლა
- ევროპული სკოლა
- პროკრედიტ ბანკი
- BDO Georgia
- Veli.store
- Leavingstone
- SPAR Georgia
- PMCG
- GEC Consulting