POLUX MEDIA

მორგან ჰაუზელი – სიმდიდრეა ის, რასაც ვერ ხედავთ

მორგან ჰაუზელი წიგნში “ფულის ფსიქოლოგია” ერთ-ერთ თავს სიმდიდრისა განსაზღვრას უთმობს. ის ამბობს, რომ სიმდიდრე არის ის რისი დანახვაც არ შეგიძლიათ.

ავტორს მოჰყავს მისი ლოს-ანჯელესელი ნაცნობის როჯერის მაგალითი, რომელიც ძვირადღირებული წითელი ფერარით გადაადგილდებოდა. ყველას მდიდარი ეგონა. რამდენიმე ხნის შემდეგ კი იაფფასიანი, ძველი ავტომობილით მიაკითხა მეგობრებს. სინამდვილეში აღმოჩნდა, რომ ეს ფერარი ვალით ჰქონდა ნაყიდი და მისი შემოსავლის დიდი ნაწილი პროცენტების გასტუმრებაში იხარჯებოდა.

“სიმდიდრეზე ვმსჯელობთ მხოლოდ იმით, რასაც ვხედავთ, რადგან არ გვაქვს საბროკერო ჩანაწერები და საბანკო ანგარიშის ამონაწერები”

ყველაზე პოპულარული სტატია: “ხელოვნური ინტელექტის მომავალი

რას გვასწავლის როჯერის ქეისი?

წიგნის The Body ავტორი ბილ ბრისონი ამბობს, რომ აშშ-ში ჩატარებული კვლევის მიხედვით, ადამიანები 4-ჯერ უფრო გადაჭარბებულად აფასებენ ვარჯიშის დროს დამწვარი კალორიების რაოდენობას. როდესაც ამას იაზრებენ, რომ კარგად ივარჯიშეს, მაშინვე ჩვეულებრივზე ორჯერ მეტ საჭმელს და აბათილებენ მიღწეულ შედეგს. 

სიმდიდრის შემთხვევაშიც ასეა. თქვენ ფიქრობთ: “კარგად ვიმუშავე, ახლა დასვენებას და გართობას ვიმსახურებ” ამიტომ ხარჯავთ ჩვეულებრივზე მეტს, შედეგად კი ანულებთ მიღწეულ შედეგებს.

სინამდვილეში სიმდიდრე გერმიელ ჭამაზე უარის თქმა და კალორიების წვის გაგრძელებაა.

და ხომ გვსმენია იმ ადამიანების შესახებ, რომლებიც მდიდრები არიან და ბევრს ხარჯავენ? დიახ, მაგრამ ვერ ვხედავთ მათ დანაზოგებს, საპენსიო ანაგარიშებსა და საინვესტიციო პრორტფელს. მხოლოდ ძვირადღირებულ ავტომობილებსა და სახლებს ვამჩნევთ.

როგორც ჰაუზელი ამბობს, ყველაზე მთავარ საფრთხეს ამ შემთხვევაში ადამიანების არასწორი ასოციაციებია სიმდიდრესთან: “ჩვენში ჩაბეჭდილია, რომ ფულის ქონა ფულის ხარჯვის ტოლფასია, ვერ ვხედავთ გამდიდრებისთვის აუცილებელ თავშეკავებას”.

რეალურად, სამყაროში უამრავი თავმდაბალი ადამიანია, რომლებიც ძალზეც მდიდრები არიან და უამრავი ისეთი, რომლებიც “მდიდრებს” ჰგვანან. ადამიანის წარმატების შეფასებაში ეს ნაწილი აუცილებლად უნდა გაითვალისწინოთ.