ჯეფ ბეზოსი – ადამიანი, რომელმაც გარაჟში დაწყებული საქმე მსოფლიოს უდიდეს იმპერიად აქცია. Amazon-ის შემქმნელმა დაამტკიცა, რომ მომხმარებელზე კონცენტრირება, ინოვაცია და გრძელვადიანი ხედვა წარმატების საიდუმლოა. მისი ცხოვრების ფილოსოფია და ბიზნეს პრინციპები, რომლებიც ქვემოთ მოცემულ ციტატებშია ასახული, დღემდე შთააგონებს მილიონობით ადამიანს.
📢 ჯეფ ბეზოსის რჩევები
- “ბრენდი კომპანიისთვის იგივეა, რაც რეპუტაცია ადამიანისთვის. რეპუტაციას იმსახურებ რთული საქმეების კარგად შესრულებით.”
- “მჯერა, რომ ინოვაციისთვის მზად უნდა იყო იმისთვის, რომ გაუგებარი დარჩე სხვებისთვის.”
- “კონსუმერიზმი, არის ადამიანებისთვის ისეთი ნივთების ყიდვა, რომლებიც რეალურად მათ ცხოვრებას არ აუმჯობესებს.”
- “ყველაზეა საშიშია არ განვითარდე.”
- “ჩვენს მომხმარებლებს წვეულების დაპატიჟებულ სტუმრებად აღვიქვამთ და ჩვენ მასპინძლები ვართ. ჩვენი ყოველდღიური საქმეა მომხმარებლის გამოცდილების ყველა მნიშვნელოვანი ასპექტი ოდნავ მაინც გავაუმჯობესოთ.”
- “თუ შენ მართლა კარგ გამოცდილებას ქმნი, მომხმარებლები ერთმანეთს აუცილებლად გაუზიარებენ ამას. Word-of-Mouth ძალიან ძლიერი რამაა.”
- “ადამიანები წარმოუდგენლად ეფექტურად ითვისებენ მონაცემებს. მანქანის სატარებლად არ გჭირდება მილიონი მილის გავლა, მაგრამ თვითმართვად მანქანას სწორედ ასე ვასწავლით – მილიონი მილის გავლით.”
- “თუ შენი ბიზნესის დეტალებს არ გესმის, წარუმატებლობისთვის ხარ განწირული.”
- “საშუალო დონის თეორიული ფიზიკოსები პროგრესს ვერ აღწევენ. ისინი მთელ დროს სხვების მიღწევების გაგებაში ხარჯავენ.”
- “თუ მხოლოდ ისეთ საქმეებს აკეთებ, რომელთა პასუხიც წინასწარ იცი, შენი კომპანია გაქრება.”
- “კომპანიის კულტურის ნაწილი გავლილ გზაზეა დამოკიდებული – ეს ის გაკვეთილებია, რომლებსაც გზადაგზა სწავლობ.”
- “რა მისიაც არ უნდა გქონდეს, რაღაც წარმოდგენა მაინც უნდა გქონდეს თავში. დაივიწყე მოდელი – სამთავრობო იქნება ის, არაკომერციული თუ კომერციული. დასვი უფრო მნიშვნელოვანი კითხვა: აუმჯობესებს ჩემი მისია სამყაროს? დარწმუნებული ხარ ამაში? მუდმივად ეცადე ამის უარყოფას. და თუ შეგიძლია, შეცვალე შენი მისია.”
- “ჩვენ გვაქვს რესურსები ამ მზის სისტემაში ტრილიონი ადამიანისთვის შევქმნათ ადგილი, და როცა ტრილიონი ადამიანი გვეყოლება, გვეყოლება ათასი აინშტაინი და ათასი მოცარტი. ეს იქნება გაცილებით საინტერესო ადგილი საცხოვრებლად.”
- “ძალიან რთულია ადამიანების ყურადღების მიპყრობა ყველაზე მნიშვნელოვან საკითხებზე, როცა აღმავლობის პერიოდში ხარ.”
- “არსებობს ორი ტიპის კომპანია – ისინი, ვინც მეტის დასახარჯად მუშაობენ და ისინი, ვინც ნაკლების დასახარჯად მუშაობენ. ჩვენ მეორე ტიპის ვიქნებით.”
- “ბაზარზე ლიდერობა პირდაპირ აისახება მაღალ შემოსავალზე, მეტ მომგებიანობაზე, კაპიტალის უკეთეს ბრუნვაზე და შესაბამისად, ინვესტირებული კაპიტალის უკეთეს უკუგებაზე.”
- “დიდი ინდუსტრიები არასდროს იქმნება ერთი კომპანიისგან. კოსმოსში ბევრი გამარჯვებულისთვის არის ადგილი.”
- “წიგნის მთავარი თვისება ისაა, რომ შენ ავტორის სამყაროში იკარგები.”
- “ჩვენ მოგვიწევს ამ პლანეტის დატოვება, და ჩვენ დავტოვებთ მას, და ეს ამ პლანეტას უკეთესს გახდის.”
- “არ მგონია, რომ შეგიძლია მომხმარებლისთვის გამოიგონო რამე, თუ გრძელვადიანად ფიქრი არ გინდა, რადგან ბევრი გამოგონება არ მუშაობს. თუ გინდა გამოიგონო, ეს ნიშნავს, რომ მუდმივად უნდა ექსპერიმენტები. და თუ ამას აკეთებ, მარცხიც გელის, და თუ მარცხი გელის, გრძელვადიანად უნდა იფიქრო.”