POLUX MEDIA

ილონ მასკი – 9 საინტერესო ფაქტი, რომლებიც შეიძლება გამოგრჩათ

სამხრეთაფრიკელი ილონ მასკი უდავოდ ერთ-ერთი ყველაზე ცნობადი პიროვნებაა მსოფლიოში. Tesla, SpaceX, SolarCity, PayPal… ეს მეწარმე მრავალ საქმეშია ჩართული.

ამ მოკლე სტატიაში წარმოგიდგენთ 10 ფაქტს უცნაური, ამბიციური და უზომოდ შრომისმოყვარე მილიარდერის შესახებ, რომლებიც შეიძლება გამოგრჩათ:

  1. ილონ მასკი დაიბადა სამხრეთ აფრიკაში. დედამისი, მეი, კანადელი მოდელი იყო, ხოლო მამამისი, ეროლი – სამხრეთაფრიკელი ელექტრომექანიკოსი ინჟინერი. ილონ მასკის მშობლები განქორწინდნენ 1979 წელს, როდესაც ილონი დაახლოებით 8 წლის იყო.
  2. ილონ მასკმა თავისი პირველი ბიზნესი 12 წლის ასაკში დაიწყო, როდესაც მის მიერ შექმნილი პროგრამული უზრუნველყოფა Blastar კომპიუტერული ჟურნალის გამომცემელს, PC and Office Technology-ს, 500 დოლარად მიჰყიდა. თამაშის მიზანი იყო კოსმოსური პილოტის მიერ “მომაკვდინებელი წყალბადის ბომბებისა და უცხოპლანეტელთა სატვირთო ხომალდის განადგურება”.
  3. მასკმა კოლეჯში სწავლის საფასური თავად გადაიხადა, თუმცა სწავლა დაახლოებით 100,000 დოლარის სტუდენტური ვალით დაასრულა. ამის გამო მას რამდენიმე სამსახური გამოიცვალა მოუწია. მათ შორის იყო ხე-ტყის ქარხნის წმენდა, სადაც საათში 18 დოლარს იღებდა.
  4. ილონ მასკმა თავისი პირველი კომპანია, Zip2, 24 წლის ასაკში დააფუძნა თავის ძმასთან, კიმბალ მასკთან და გრეგ კურისთან ერთად. კომპანია მოგვიანებით Compaq-მა 1999 წელს 307 მილიონ დოლარად შეიძინა. კომპანია ქმნიდა და ყიდდა ინტერნეტ-გზამკვლევებს გაზეთებისთვის. ეს იყო ერთგვარი ლისტინგ ვებსაიტი, რომელიც მომხმარებლებს აძლევდა საშუალებას მოეძებნათ ადგილობრივი ბიზნესები. იმ დროისთვის საკმაოდ ინოვაციური იდეა გახდლათ.
  5. ილონ მასკმა თავისი კომპანია x.com Confinity-სთან გააერთიანა 2000 წელს. ის შემდგომში ონლაინ გადახდების პლატფორმად, PayPal-ად იქცა 2001 წელს. PayPal მოგვიანებით eBay-მ შეიძინა 1.5 მილიარდ დოლარად 2002 წელს.
  6. 2002 წლის 14 მარტს ილონ მასკმა დააფუძნა SpaceX – აეროკოსმოსური წარმოებისა და კოსმოსური სატრანსპორტო მომსახურების კომპანია. ორგანიზაციის მიზანია კოსმოსში ტრანსპორტირების ხარჯების შემცირება და ერთ დღეს მარსის კოლონიზაციის შესაძლებლობა.
  7. 2015 წელს ილონ მასკი OpenAI-ის თანადამფუძნებელია, რომელიც არის არაკომერციული კვლევითი კომპანია და ფოკუსირებულია ხელოვნურ ინტელექტის განვითარებაზე. კომპანიამ შეძლო შეექმნა სისტემები მანქანური წერის, მუსიკის და პროგრამირების სფეროებში, სხვა მიმართულებებთან ერთად. ამ პროექტში მნიშვნელოვანი კონტრიბუტორი Microsoft. ინტერესთა კონფლიქტის შემდეგ მასკმა ეს კომპანია 2018 წელს დატოვა.
  8. ეს არის ადამიანი, რომელსაც იდეები არასოდეს ელევა, შეიძლება ითქვათ სიახლის გენერატორია. 2016 წლის დეკემბერში მან The Boring Company დააფუძნა, რომელიც გვირაბების სამშენებლო კომპანიაა. კომპანიის მიზანია შეამციროს საგზაო საცობები მიწისქვეშა გვირაბების ქსელის აშენებით. ორი პროექტი, რომლებზეც კომპანიამ იმუშავა მდებარეობს ლოს-ანჯელესსა და ლას-ვეგასში მდებარეობს.
  9. დაბოლოს, Neuralink-ის სახელიც ამ გენიალურ ადამიანთანაა დაკავშირებული. Neuralink-ის მიზანი არის ტვინსა და კომპიუტერს შორის ინტერფეისის (BCI – Brain-Computer Interface) შექმნა, რაც საშუალებას მისცემს ადამიანებს ტვინის საშუალებით პირდაპირი კავშირი დაამყარონ კომპიუტერებთან და სხვა ტექნოლოგიებთან.

👉 წინა სტატია: მილიარდერი მაიკლ ბლუმბერგი.

📢 ილონ მასკის გამონათქვამები

“შეცდომის დაშვება სულაც არ არის სახიფათო. მთავარია ძველი შეცდომა არ გაიმეორო”

“ბოლო დროს ადამიანები ზედმეტად გაიტაცა ინტერნეტმა, ფინანსებმა და კანონებმა. მგონია, სწორედ ეს არის ინოვაციის ნაკლებობის ერთ-ერთი მიზეზი”

“ედისონი ტესლაზე უფრო მეტად მომწონს, რადგან ტესლასგან განსხვავებით მან თავისი გამოგონებები მთელი კაცობრიობისთვის ხელმისაწვდომი გახადა”

“სამყაროს ვერ შეცვლი თუ არ გარისკე”

“თუ წარმატების შანსი გაზრდა გინდა კვირაში 80-100 საათი უნდა იმუშაო”

“მინდა ისე წავიდე ამ ქვეყნიდან, რომ დანამდვილებით ვიცოდე კაცობრიობას ბრწყინვალე მომავალი ელოდება”