POLUX MEDIA

გენერაციული ხელოვნური ინტელექტი (Gen AI) და მისი ეკონომიკური გავლენა

გენერაციული ხელოვნური ინტელექტი (Gen AI) წარმოადგენს ხელოვნური ინტელექტის ისეთ ტიპს, რომელიც ადამიანის ჩარევის გარეშე ქმნის შინაარსს – ტექსტს, გამოსახულებებს და მუსიკასაც კი. ეს ტექნოლოგია იყენებს რთულ ალგორითმებსა და მანქანური სწავლების მოდელებს არსებული მონაცემებიდან კანონზომიერებებისა და წესების დასამახსოვრებლად. შედეგად, იქმნება ახალ შინაარსი, რომელიც სტილითა და სტრუქტურით ორიგინალის მსგავსია.

მონაცემთა დაგროვებაზე დაფუძნებული შინაარსის შექმნის უნარი გენერაციულ ხელოვნურ ინტელექტს მრავალ დარგში ხდის სასარგებლოს.

ამ ტექნოლოგიის მიერ კონტენტის შექმნის სისწრაფე თანამშრომლებს საშუალებას აძლევს, ნაკლებ დროში მეტი მასალა შექმნან და უფრო ეფექტურად იმუშაონ.

თუმცა, ამან შეიძლება ადამიანური შრომის საჭიროება შეამციროს, რაც სამუშაო ადგილების შემცირებისა და შემოსავლების არათანაბარი გადანაწილების რისკებს ზრდის.

გენერაციული ხელოვნური ინტელექტმა ძალიან გაამარტივა მარკეტინგულის სტიმულების პერსონალიზება. შედეგად, რეკლამა კონკრეტულ ადამიანებს მოერგო, თუმცა წარმოშვა პირადი ინფორმაციის უსაფრთხოების გამოწვევა.

ამიტომ, Gen AI-ის როგორც დადებითი, ასევე უარყოფითი მხარეებიც აქვს:

დადებითიუარყოფითი
გაზრდილი პროდუქტიულობასაჭიროა ტექნიკური ექსპერტიზა
ხარჯების დაზოგვაგანვითარების ხარჯები
სამუშაო ადგილების შექმნასამუშაო ადგილების შემცირება
უკეთესი გადაწყვეტილების მიღებადაუზუსტებელი დასკვნები
პერსონალიზაციაეთიკური საკითხები (privacy)
გაუმჯობესებული უსაფრთხოებასამართლებრივი გამოწვევები

გენერაციული ხელოვნური ინტელექტის ეკონომიკური გავლენა: ანტონ კორენიკის მოსაზრება

ანტონ კორინეკი, მეცნიერებათა დოქტორი, ვირჯინიის უნივერსიტეტის ბიზნეს სკოლაში ეკონომიკის პროფესორია. ის მიიჩნევს, რომ გენერაციული ხელოვნური ინტელექტის მთავარი გავლენა ეკონომიკაზე პროდუქტიულობის ზრდაში გამოიხატება.

“ეს გულისხმობს პროდუქტიულობის დონის ამაღლებას პირდაპირი ეფექტიანობის ზრდის გზით, ასევე ინოვაციების დაჩქარებასა და სამომავლო პროდუქტიულობის ზრდას,” – აცხადებს კორინეკი.

“შრომის ბაზარზე გავლენა კი უფრო გაურკვეველი იქნება,” – დასძენს იგი. “ზოგიერთ სექტორში, სავარაუდოდ, Gen AI მოხდება სამუშაო ადგილებისა და ხელფასების გამოიწვევს, რადგან გენერაციული ხელოვნური ინტელექტი გარკვეულ დავალებებს ავტომატურად შეასრულებს.

თუმცა, თუ ეკონომიკის მასშტაბით პროდუქტიულობის ეფექტი საკმარისად ძლიერი იქნება, ამან შეიძლება სამუშაო ძალაზე საერთო მოთხოვნა მაინც გაზარდოს. განაწილებითი ეფექტები დამოკიდებული იქნება იმაზე, გენერაციული ხელოვნური ინტელექტი ძირითადად ჩაანაცვლებს თუ შეავსებს სხვადასხვა ტიპის შრომას.”

რაც შეეხება შრომითი საკითხების შესაძლო გადაწყვეტას, კორინეკი აცხადებს: “ეკონომიკური პოლიტიკის შემქმნელებმა უნდა გაამახვილონ ყურადღება გენერაციული ხელოვნური ინტელექტის დანერგვასა და გავრცელებაზე მთელს ეკონომიკაში, რათა მაქსიმალურად გაიზარდოს პროდუქტიულობის სარგებელი.

მათ ასევე უნდა განაახლონ პოლიტიკა პროფესიული გადამზადების, სოციალური კეთილდღეობისა და გადასახადების მიმართულებით, რათა დაეხმარონ დასაქმებულებს შრომის ბაზრის ცვლილებებთან შეგუებაში.”

ამ დროს ძალიან მნიშვნელოვანი საკითხი ჩნდება: როგორ გადანაწილდება ხელოვნური ინტელექტის მიერ მიღებული სარგებელი საზოგადოებაზე? (ამ თემასთან დაკავშირებით წაიკითხეთ სტატია: უნივერსალური საბაზისო შემოსავალი – UBI)

კორინეკი ამისათვის გრძელვადიან გეგმას გვთავაზობს:

“ეკონომიკური პოლიტიკის შემქმნელებმა უნდა შეამოწმონ არსებული ინსტიტუტების გამძლეობა ხელოვნური ინტელექტის განვითარების სხვადასხვა სცენარის მიმართ, რომლებიც მომდევნო ათწლეულებში შეიძლება განვითარდეს” – ამბობს იგი. “ამაში მე ვგულისხმობ ხელოვნურ ინტელექტს, რომელსაც შეუძლია ყველა ინტელექტუალური ამოცანის შესრულება ადამიანის დონეზე. რეალურად უკვე აღარ შეგვიძლია ასეთი სცენარის გამორიცხვა. ჩვენი ინსტიტუტები და სოციალური დაცვის სისტემები უნდა მოვამზადოთ, რომ ხელოვნური ინტელექტის განვითარების სარგებელი ფართოდ გადანწილდეს საზოგადოებაში.