ბილ გეიტსმა, Microsoft-ის თანადამფუძნებელმა ბილ გეიტსმა ტრადიიცულად 2024 წლის მიწურულსაც გამოქვეყნა საყვარელი წიგნების სია. ბიზნესმენი ამჟამად 5 წიგნს უწევს რეკომენდაციას. როგორც თავად აცხადებს თითოეული მათგანი დაეხმარება სწრაფადცვალებადი სამყაროს უკეთ გააზრებაში.
ბილ გეტსის წლის საუკეთესო წიგნების სია ასე გამოიყურება:
“დაუსრულებელი სიყვარულის ისტორია” – დორის კირნს გუდვინი
ისტორიკოსის ავტობიოგრაფიული ნაწარმოები მოგვითხრობს გარდაცვლილ მეუღლესთან მისი ცხოვრების შესახებ, რომელიც რიჩარდ გუდვინთან ერთად პრეზიდენტების – ჯონ კენედისა და ლინდონ ჯონსონის მრჩეველი და სიტყვების ავტორი იყო.
გეიტსის თქმით, “დორისი იმდენად ნიჭიერი მწერალია, რომ წიგნში წარმოდგენილი სასიყვარულო ისტორიები ისევე დამაინტრიგებელი და საინტერესოა, როგორც თავები კენედის მკვლელობისა და ვიეტნამის ომის შესახებ.”
“შფოთვის თაობა” – ჯონათან ჰაიდტი სოციალური
ფსიქოლოგი ჯონათან ჰაიდტი თავის წიგნში ამტკიცებს, რომ სმარტფონები და სოციალური მედია ცვლის ბავშვების აღზრდის პროცესს და ხელს უწყობს მოზარდებში ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემების განვითარებას.
“ეს წიგნი დამაფიქრა იმაზეა, თუ რამდენად მნიშვნელოვანი იყო ჩემი ახალგაზრდული წლები – როდესაც ხშირად დავრბოდი გარეთ მშობლების ზედამხედველობის გარეშე, ზოგჯერ პრობლემებშიც ვეხვეოდი – ეს კი დამეხმარა ჩემი პიროვნების ჩამოყალიბებაში,” – აღნიშნავს გეიტსი.
“ინჟინერია მარტივად” – გრეიდი ჰილჰაუსი
სამოქალაქო ინჟინრის წიგნი წარმოადგენს ილუსტრირებულ გზამკვლევს თანამედროვე კონსტრუირებული სამყაროს შესახებ. “ჰილჰაუსი განმარტავს ყველა იმ საიდუმლოებით მოცულ სტრუქტურას, რომლებსაც ყოველდღიურად ვხედავთ – საკაბელო ყუთებიდან დაწყებული, ტრანსფორმატორებითა და მობილური კავშირის ანძებით დამთავრებული. ეს წიგნი აბსოლუტურად დააკმაყოფილებს მკითხველის ცნობისმოყვარეობას და პასუხებს გასცემს კითხვებს, რომლებზეც აქამდე არც კი დაფიქრებულართ” – წერს გეიტსი.
“მომავალი ტალღა” – მუსტაფა სულეიმანი
Inflection AI-ისა და DeepMind-ის თანადამფუძნებელი, რომელიც ამჟამად Microsoft-ის AI განყოფილებას ხელმძღვანელობს, თავის წიგნში განიხილავს ხელოვნური ინტელექტისა და სხვა სამეცნიერო მიღწევებს, მათ შორის გენური ინჟინერიის მომავალ შესაძლებლობებსა და რისკებს. გეიტსის აზრით, “თუ გსურთ გაიგოთ AI-ის აღმასვლის შესახებ, ეს საუკეთესო წიგნია.”
დამატებითი რეკომენდაცია გეიტსისგან: “ფედერერი” – დორის ჰენკელი
სპორტული ჟურნალისტის დორის ჰენკელის ვიზუალური ბიოგრაფია ჩოგბურთელ როჯერ ფედერერის შესახებ ბილის საუკეთესო წიგნების ხუთეულში მოხვდა. ნაშრომი შეიცავს მანამდე გამოუქვეყნებელ ფოტოებს სპორტის ამ ლეგენდის შესახებ. “მეგონა, რომ პრაქტიკულად ყველაფერი ვიცოდი როჯერისა და მისი ჩოგბურთთან ურთიერთობის შესახებ, მაგრამ ამ წიგნით ბევრი რამ ვისწავლე, განსაკუთრებით მისი ადრეული წლების შესახებ,” – აღნიშნავს გეიტსი.
აღსანიშნავია, რომ მილიარდერი ცნობილია თავისი წარმოუგენელი სიყვარულით წიგნებისადმი. ერთხელ ახალგაზრდობაში მეგობარ გოგონასთან ერთად ბიოლოგიის 900 გვერდიანი წიგნიც კი წაიკითხა.
კარგი იქნება თვალი მაინც გადავავლოთ ბილ გეიტსის რეკომენდაციებს, იქნებ ამ ნაწარმოებებმა თქვენს სიაშიც ღირსეული ადგილი დაიკავოს.