POLUX MEDIA

როგორ იყენებს AI – ს თანამედროვე ბიზნესები?

ხელოვნური ინტელექტი (AI) უკვე დიდი ხანია აქტიურად გამოიყენება როგორც უამრავი ადამიანის ყოველდღიურ ცხოვრებაში, ასევე კომპლექსურ და მნიშვნელოვან ბიზნეს პროცესებშიც. კომპანიები სხვადასხვა სფეროში იყენებენ AI-ს, რათა გაზარდონ პროდუქტიულობა, დაზოგონ დრო და გააუმჯობესონ მომხმარებლის გამოცდილება. მაგალითად, ჩატბოტები მომხმარებლებს პასუხობენ ნებისმიერ დროს, ავტომატიზირებული სისტემები ასრულებენ რუტინულ დავალებებს, ხოლო მონაცემთა ანალიზი ხდება ბევრად უფრო სწრაფად და ზუსტად ხელოვნური ინტელექტის გამოყენებით.

მარტივი დავალებებიდან ბიზნეს პროცესების მართვამდე

დღეს AI-ს გამოყენება უკვე ყველასთვის ხელმისაწვდომია. მარტივი დავალებების შესრულება, როგორებიცაა კითხვაზე პასუხის სწრაფად გაცემა, კონტენტის შექმნა ან იდეების მოფიქრება, შესაძლებელია პირდაპირ ბრაუზერში არსებული AI მოდელების გამოყენებით, მაგალითად ChatGPT, Cloud AI და სხვა. მათი დახმარებით, ნებისმიერი ადამიანი მარტივად შეძლებს ხელოვნური ინტელექტის შესაძლებლობების გამოყენებას, რისთვისაც მხოლოდ კითხვის დასმაა საჭირო.

თუმცა, როდესაც საქმე ეხება მნიშვნელოვან, ბიზნეს პროცესებთან დაკავშირებულ დავალებებს, გარკვეული ცოდნა და გამოცდილებაა საჭირო იმისათვის, რომ ამ კომპლექსური პროცესების სწორად მართვა მოვახერხოთ. ბევრმა კომპანიამ უკვე დაიწყო AI-ზე დაფუძნებული სერვისების შეთავაზება ბიზნესებისთვის, რათა დაეხმაროს მათ სასურველი შედეგების მიღებაში. ეს საშუალებას აძლევს კომპანიებს, უკეთ მართონ პროცესები, დაზოგონ დრო, გაზარდონ პროდუქტიულობა და უზრუნველყონ მომხმარებლებისთვის უფრო ხარისხიანი სერვისი.

Webnotes არის კომპანია, რომელიც AI ჩატბოტების შექმნასა და ვებსაიტებში ინტეგრირებას უზრუნველყოფს. ისინი დაგეხმარებიან, შექმნათ და გამოიყენოთ AI ხელსაწყო, რომელსაც აქვს სრული ინფორმაცია თქვენი ბიზნესის შესახებ და პასუხობს მომხმარებელს ნებისმიერ დროს, თქვენი ჩართულობის გარეშე.

AI ჩატბოტის შექმნის პროცესი

AI ჩატბოტის შექმნა რამდენიმე ეტაპისგან შედგება.

პირველი ნაბიჯი არის ინფორმაციის მომზადება კომპანიაზე. ეს გულისხმობს ინფორმაციული დოკუმენტის შედგენას, სადაც სრული ინფორმაცია იქნება კომპანიის შესახებ და ასევე პასუხები კონკრეტულ კითხვებზე, რომლებზე პასუხების გაცემაც ჩატბოტმა უნდა შეძლოს. რაც უფრო მეტი და კარგად ორგანიზებული ინფორმაცია იქნება შენახული დოკუმენტში, მით უფრო ეფექტური იქნება AI ჩატბოტი. ამ დოკუმენტის შედგენაში დაგეხმარებათ Webnotes – ის გუნდი — ისინი მოგაწვდიან წინასწარ შედგენილ კითხვარს, თქვენ კი უბრალოდ პასუხების გაცემა მოგიწევთ საკუთარი კომპანიის შესახებ.

შემდეგი ეტაპი არის დეველოპერების მიერ AI ფუნქციონალის შემუშავება. ის მოიცავს ინფორმაციის შენახვას სპეციფიკური ფორმატით მონაცემთა ბაზაში და AI მოდელის ინტეგრირებას, რომელიც ამ ინფორმაციის დამუშავებასა და კითხვებზე პასუხების გაცემაზეა პასუხისმგებელი.

ბოლოს კი ხდება უშუალოდ ჩატბოტის ვებსაიტში ინტეგრირება, რათა მომხმარებელს შეეძლოს მისი გამოყენება ნებისმიერ დროს. ამის შემდეგ, ვიზიტორებს შეუძლიათ ვებსაიტზე უპრობლემოდ მიიღონ პასუხები კითხვებზე თქვენი ჩართულობის გარეშე, რაც უზრუნველყოფს სერვისის მაღალ ხარისხსა და ეფექტურობას.

ვებსაიტში ინტეგრირებული AI ჩატბოტი შეგიძლიათ იხილოთ Webnotes – ის ოფიციალურ ვებსაიტზე.