დღესდღეობით ბევრი ბიზნესი მხოლოდ Facebook გვერდს ან Instagram პროფილს იყენებს. ამის გამომწვევი მიზეზი ის არის, რომ მათი შექმნა და მართვა მარტივად და სწრაფად არის შესაძლებელი. ბევრი მეწარმე თვლის, რომ სოციალური მედია სრულიად საკმარისია, რომ ბიზნესმა წარმატებას მიაღწიოს, თუმცა სინამდვილე გაცილებით რთულია.
რა მინუსები აქვს მხოლოდ სოციალური მედიის გამოყენებას
სოციალური ქსელები უდავოდ მნიშვნელოვანია. აქ თქვენ გაქვთ ყოველდღიური კომუნიკაცია კლიენტებთან, აზიარებთ სიახლეებს, რეაგირებთ კომენტარებზე და ქმნით ემოციურ კავშირს აუდიტორიასთან. ეს ყველაფერი ძალიან ღირებულია, მაგრამ აქვს სერიოზული შეზღუდვები.
პირველ რიგში, თქვენ არ ფლობთ ამ პლატფორმებს. ალგორითმები იცვლება, ხილვადობა მცირდება, და რაც მუშაობს, ხვალ შეიძლება საერთოდ არ იმუშაოს. Facebook-მა შეიძლება გადაწყვიტოს, რომ თქვენი პოსტები მიაწოდოს თქვენი გამომწერების მხოლოდ 5%-ს და თქვენ ამის შესაცვლელად ვერაფერს გააკეთებთ.
მხოლოდ სოციალური ქსელების გამოყენების დროს შესაძლებლობები შეზღუდულია. თქვენ ვერ შექმნით სრულფასოვან კატალოგს, ვერ განათავსებთ დეტალურ ინფორმაციას პროდუქტებისა და სერვისების შესახებ და კიდევ ბევრი სხვა ტექნიკური შესაძლებლობა უბრალოდ არ არსებობს.
ასევე არსებობს რისკები. თუ თქვენი გვერდი დაიბლოკა, ან პლატფორმამ შეცვალა წესები, თქვენ კარგავთ აუდიტორიას და არანაირი კონტროლი არ გაქვთ სიტუაციაზე.
ვებსაიტის გამოყენების დადებითი მხარეები
სრული საკუთრება და კონტროლი
სოციალური მედიის მთავარი პრობლემა – დამოკიდებულება პლატფორმაზე – ვებსაიტის დახმარებით სრულად მოგვარდება. თქვენი ვებსაიტი არის თქვენი საკუთრება და არავინ შეცვლის ალგორითმებს, ან დაგიბლოკავთ გვერდს. დიზაინიდან ფუნქციონალამდე, ყველაფერს თავად აკონტროლებთ.
უსასრულო ფუნქციონალური შესაძლებლობები
სოციალური მედიის გამოყენების დროს თქვენ შეზღუდული ხართ იმ შესაძლებლობებით, რასაც პლატფორმა გთავაზობთ. ვებსაიტზე კი შეგიძლიათ დაამატოთ ნებისმიერი ფუნქციონალი ან ინფორმაცია, მაგალითად: პროდუქტების კატალოგი დეტალური ფილტრებით, ონლაინ მაღაზია სრული გადახდის სისტემით, დაჯავშნის სისტემა, კლიენტების პირადი ანგარიშები, ინტერაქციული ფასის კალკულატორები, ვიდეო გალერეები, პორტფოლიო, ბლოგი SEO ოპტიმიზაციით, AI ჩატბოტი 24/7 მხარდაჭერისთვის. ეს მხოლოდ მცირე ნაწილია იმისა, რაც ვებსაიტის გამოყენებთ არის შესაძლებელი, ხოლო სოციალურ მედიაში ეს ყველაფერი შეუძლებელია.
საძიებო სისტემებში ხილვადობა
კრიტიკულად მნიშვნელოვანი განსხვავება ვებსაიტსა და სოციალურ მედიას შორის არის ის, რომ, როდესაც ადამიანი ეძებს თქვენს სერვისს ან პროდუქტს, ის უმეტესად Google-ის საძიებო სისტემას იყენებს და არა Facebook-ს. SEO ოპტიმიზირებული ვებსაიტით თქვენი ბიზნესი გამოჩნდება საძიებო სისტემებში სწორედ მაშინ, როცა პოტენციური კლიენტი აქტიურად ეძებს თქვენს მსგავს სერვისს.
პროფესიონალური იმიჯი და ნდობა
სტატისტიკა აჩვენებს, რომ მომხმარებლების 75%-სთვის კომპანიის ვებსაიტის არსებობა პირდაპირ უკავშირდება მის სანდოობას. როდესაც პოტენციური კლიენტი გუგლში ეძებს თქვენს კომპანიას და პოულობს მხოლოდ Facebook გვერდს, ის მას აღიქვამს როგორც არასერიოზულ, მცირე ბიზნესს. პროფესიონალური ვებსაიტი კი ავტომატურად ამაღლებს თქვენს სტატუსს და იწვევს სანდოობას.
დეტალური ანალიტიკა და ოპტიმიზაცია
სოციალური მედიის გამოყენებთ თქვენ იღებთ ძალიან საბაზისო სტატისტიკას. ვებსაიტზე კი გაქვთ წვდომა სრულ ანალიტიკაზე: ვინ შევიდა ვებსაიტზე და საიდან, რომელ გვერდებზე რჩება მომხმრებელი ყველაზე დიდი დროით, რა დროს, ან სად ტოვებს საიტს, რა მოქმედებებს ასრულებს. ამ მონაცემების საფუძველზე შეგიძლიათ დეტალური ინფორმაცია მიიღოთ თქვენს მომხმარებელზე და შეისწავლოთ მათი ქმედებები. ასეთი დეტალური ინფორმაცია სოციალურ მედიაში მიუწვდომელია.
დასკვნა
სოციალური მედია აუცილებელია მომხმარებელთან ურთიერთობებისთვის და ყოველდღიური კომუნიკაციებისთვის, მაგრამ არსებობს ბევრი პრობლემა, რომლის მოგვარებაც მხოლოდ ვებსაიტით არის შესაძლებელი.
თუ ჯერ კიდევ მხოლოდ სოციალურ მედიას იყენებთ ბიზნესის განვითარებისთვის, დროა იფიქროთ ბიზნესისთვის პროფესიონალური ვებსაიტის შექმნაზე.
ვებსაიტის დამზადებაში დაგეხმარებათ კომპანია Webnotes, რომელიც გთავაზობთ სრულ მომსახურებას, რაშიც შედის: დიზაინი, ტექნიკური SEO, ყველა საჭირო და ბიზნესზე მორგებული ფუნქციონალი, ასევე საჩუქრად AI ჩატბოტი, რომელიც მომხმარებლის კითხვებს უპასუხებს ნებისმიერ დროს თქვენი ჩართულობის გარეშე.
დაინტერესების შემთხვევაში შეგიძლიათ ეწვიოთ მათ Facebook გვერდს.



