POLUX MEDIA

უცნაური მილიარდერები

სიმდიდრე და ქონება ზოგჯერ უცნაურ ეფექტს ახდენს ადამიანზე. მილიარდერები, რომლებსაც უზარმაზარი ფინანსური რესურსები და შესაძლებლობები აქვთ, ხშირად თავიანთი გაუგებარი ქცევებით აცვიფრებენ საზოგადეობას. მათი უცნაური გადაწყვეტილებები და ცხოვრების წესი ხშირად საზოგადოების განხილვის საგანი ხდება.

სტატია წარმოგიდგენთ რამდენიმე ყველაზე უცნაურ მილიარდერს მსოფლიოდან, რომლებიც თავიანთი ქონებით, გადაწყვეტილებებითა და ცხოვრების სტილით იპყრობენ (ან იპყრობდნენ) საზოგადოების ყურადღებას.

მათი ისტორიები უდავოდ დაგაფიქრებთ, თუ რა შეიძლება იყოს მსგავსი ქცევების მიზეზები.

უორენ ბაფეტი

მილიარდერების უცნაური ახირებები და ჩვევები

მსოფლიოს ერთ-ერთი უმდიდრესი ინვესტორი და უოლ სტრიტის გამორჩეული ფიგურა, რომლის ქონება 100 მილიარდ დოლარს აჭარბებს, ზედმეტად ეკონომიურია. ბაფეტისთვის ეს უბრალოდ ცხოვრების სტილია , სხვებისთვის კი სიძუნწე.

ის ამერიკული კონგლომერატის Berkshire Hathaway-ს აქციების მესამედის მფლოებელი და Coca-cola Company(KO)-ს ერთ-ერთი მსხვილი აქციონერია.

მიუხედავად სიმდიდრისა უორენ ბაფეტი ძველ სახლში ცხოვრობს, რომელიც მან 60-იან წლებში 35000$ S შეიძინა. არც ახალი ავტომობილი ყავს,მხოლოდ იაფფასიანი კადილაკით შემოიფარგლება.მის სამუშაო მაგიდაზე ვერ ნახავთ  კომპიუტერს ან კალკულატორს.

ამგვარ ცხოვრების სტილს შემდეგნაირად ხსნის: “თუ ყიდულობ იმას რაც არ გჭირდება მალევე მოგიწევს იმის გაყიდვა რაც გჭირდება”. 

საკუთარ ეკონომიურობაზე ხუმრობს კიდეც: “მე ძვირადღირებული კოსტუმი მაცვია უბრალოდ ჩემს ტანზე გამოიყურება იაფფასიანად.როდესაც აქციების ფასი იმატებს ის 2.95$-იან მენიუს იღებს მაკდონალდსში თუ მოიმატებს იმ დღეს 3.17$-იან სადილს მიირთმევს.”

ჰენრიეტა გრინი “უოლ-სტრიტელი ალქაჯი”

ჰენრიეტა გრინის უცნაურობა

საინვესტიციო ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული მაგრამ საშინლად ძუნწი ქალი. დიახ,ეს ჰენრიეტა გრინია. 6 წლიდან მხოლოდ საქმიან ქაღალდებს კითხულობდა. 13 წლისა კი სრულფასოვანი ბუღალტერი გახლდათ.

მან საკუთარ მეუღლეს საქორწინო კონტრაქტი გაუფორმა,რომლის თანახმადაც გაყრის შემთხვევაში ცენტსაც ვერ მიიღებდა ქონებიდან.

რაში გამოიხატებოდა მისი სიძუნწე? –  მრეცხავ  ქალს კაბის მხოლოდ ქვედა ნაწილის გასუფთავებას ავალებდა, ამით საპონი დაეზოგებოდა. გრინი იშვიათად იბანდა, ამავდოულად გაციების საწინააღმდეგოდ ნიორს ჭამდა. ალბათ წარმოგიდენიათ როგორი სურნელი ექნებოდა გრინს. 

ერთხელ მისმა ვაჟმა ნედმა ფეხი მოიტეხა. იაფფასიანი საავადმყოფოს ძებნაში  დახარჯული დროის გამო ნედს ფეხი მოაჭრეს. 

უფრო მეტიც, როდესაც მისმა გოგონამ რძეში რამდენიმე ცენტით მეტი გადაიხადა ნერვიულობის გამო გულის გასუკდა და გარდაიცვალა.

რომან აბრამოვიჩი

რომან აბრამოვიჩი რუსი მილიარდერი

ოლიგარქი,ჩუკოტკის გუბერნატორი,საფეხბურთო კლუბ “ჩელსის” მეპატრონე,უძრავი ქონებისა  და საიახტო პორტის მეპატრონე.

მილიარდერი,რომელიც ზედმეტად მფლანგველია , ტრიუფელის ჯიშის სოკოს დიდი მოყვარულია. ერთხელ მან აუქციონზე 1კგ თეთრი ტრიუფელი 1.5მილიონ $-ად შეიძინა,თუმცა მისგან კერძი ვერ დაამზადა,რადგან სოკო მაცივარში გაფუჭდა.ერთ ლონდონურ რესტორანში ტრიუფელისგან დამზადებულ კერძში 50000ფუნტი გადაიხადა.ბაქოში კი სპეციალურად მისთვის რეისით სუშის პორცია გამოგზავნინა.ის მის მზარეულებს 10000$ უხდის.მას სასამართლო დავის დროს მის იურისტს 10მილიონი დოლარი გადაუხადა მხოლოდ ერთ საქმეში.

ნიკოლას ბერგგრიუენი

ნიკოლას ბერგრიუენი

საინვესტიციო კომპანია Berggruen Holdings-ის დამფუძნებელი ორმილიარდიან ქონებას ფლობს.

თავის დროზე მდიდარი ადამიანის ცხოვრების ყველა სიამოვნებით ტკბებოდა.

თუმცა 45 წლის ასაკში ცხოვრებისეულ ამაოებაზე ჩაფიქრდა და “განტვირთვა” გადაწყვიტა. ბერგრიუენმა  გაყიდა საკუთარი უძრავი ქონება  მათ შორის საცხოვრებელი სახლი და ინტელექტუალური და სულიერი ფასეულობების განვითაებას მიჰყო ხელი.ის უსახლკარო მილიარდერია, მოგზაურობს სხვადასხვა ქვეყნებში და ცხოვრობს მოკრძალებულად.

პიტერ ტილი

პიტერ ტილი paypal-ის დამფუძნებელი

ექსცენტრიულ მილიარდერებს შორისაა პიტერ ტილიც, Paypal Holdings-ის დამფუძნებელი და ჰეჯ-ფონდ Clarium Capital-ის პრეზიდენტი. ბიზნესმენი ლიბერტარიანული ფილოსოფიის მიმდევარია და თვლის , რომ ადამიანს საკუთარი ცხოვრების მოწყობისთვის უსაზღვრო თავისუფლება უნდა მიენიჭოს.

მათთვის, ვინც პიტერის ლიბერტარიანულ მოსაზრებებს იზიარებს, მილიარდერი მზადაა “თავისუფლების კუნძული” შექმნას. მისი წარმოდგენით, ეს იქნება მცურავი ავტონომიური მინი-სახელმწიფოთა ნაკრები, რომლებიც მსოფლიო ოკეანეში გავლენ. ისინი თავად მიიღებენ კანონებს და ეცდებიან დატკბნენ საკუთარი თავისუფლებით.

ლეონა ჰელმსლი – მილიარდერი, რომელმაც ქონება ძაღლს დაუტოვა

ლეონა ჰელმსლი მილიარდერი, რომელმაც ქონება ძაღლს დაუტოვა

ქალი ბიზნესმენი კომპანია Helmsley Hotels-ის დამფუძნებელი იყო,რომელიც სიცოცხლის მიწურულს 2.5 მილიარდიან ქონებას ფლობდა.საკუთარი ანდერძის გამო ისტორიაში სიძუნწის დედოფლის სახელით შევიდა.

კატეგორიულად არ სურდა თავისი ფულით ვინმეს დახმარებოდა, თუნდაც ოჯახის წევრებს .ერთადერთი არსება, რომლისთვისაც ფულს იმეტება მისი ძაღლი “ბალონკა” გახლდათ. 2007 წელს ჰელმსლი გარდაიცვალა და 12 მილიონი დოლარი საკუთარ ძაღლს დაუტოვა. მილიარდერის 4 შვილიშვილიდან 2-ს 4-4 მილიონი დოლარი ერგო, ორი კი ცენტის გარეშე დარჩა. მოგვიანებით შვილიშვილებმა ძაღლისთვის 10 მილიონი დოლარის წართმევა კანონიერი გზით შეძლეს.

რიჩარდ ბრენსონი

რიჩარდ ბრენსონი

Virgin Group-ის დამფუძნებელი და საკმაოდ უჩვეულო ბრიტანელი ბიზნესმენი რიჩარდ ბრენსონი 3 მილიარდიან ქონებას ფლობს. ბავშვობაში ის სკოლიდან გარიცხეს, ამავდროულად დისლქესიითაც იტანჯებოდა. თუმცა დღეს ის ერთ-ერთი ცნობილი სპიკერია.

ერთელ მეწარმეებმა სანაძლეო დადეს “ფორმულა-1-ზე”. პირობის თანახმად წაგებული თვითმფრინავის მგზავრებს უნდა მომსახურებოდა სტიუარდესას ფორმაში. ბრენსონმა სანაძლეო წააგო.

მას სხვა გამოხტომებიც ახაიათებს, ხან საჰაერო ბუშტით შემლუვლის ატლანტის ოკეანეს, ხანაც კი შიშველ მოდელებთან ერთად კაიტსერფინგითაა დაკავებული. 

ეს ქარიზმატული ბიზნესმენი არასოდეს ერიდება ექსცენტრიკულ გამოსვლებს. როგორც თავად ამბობს, ერთხელ კარიერის დასაწყისში ასეთი რჩევა მიიღო: “ყოველთვის ეცადე გაზეთების პირველ გვერდზე აღმოჩნდე, თუნდაც რაიმე სიგიჟე ან დიდი სისულელე გააკეთე, უბრალოდ პირველ გვერდზე უნდა გამოჩნდე”. მის შემდეგ, რიჩარდი ხშირად ითვალისწინებს ამ რჩევას და პრესის ფურცლებზე პოპულარობასაც ნამდვილად არ უჩივის.

სხვა მილიარდერები

Microsoft-ის თანადამფუძნებელი პოლ ალენი მარსზე სიცოცხლეს ეძებს.

Oracle Corp.-ის საკონტროლო პაკეტის მფლობელი ლარი ელისონი კი უკვდავების წამლის შექმნა სურს.

ქვანახშირის მაგნატი კლეივ პალმერმა მეცნიერებს გენეტიკურ საფუძველს იურიული ხანის დინოზავრების გაცოცხლების იდეა შესთავაზა.

ალკი დევიდი კი მილიონის გადახდას პირდებოდა იმას ,ვინც ბარაკ ობამას წინ შიშველი გაივლიდა.

(გაგრძელება იქნება…)