მუდმივად ცვალებად ფინანსურ სამყაროში გონივრული გადაწყვეტილებების მისაღებად ნამდვილად მნიშვნელოვანია იცოდეთ ეროვნული ვალუტის მიდინარე კურსი და მისი განვითარების დინამიკა დროის გარკვეულ პერიოდში.
ლარი/სხვა ვალუტები
გაითვალისწინეთ, რომ კურსის მაჩვენებელი პერიოდულად იცვლება ვალუტის ბაზარზე. ვალუტის კურსი უამრავი ფაქტორის გამო იცვლება, მათ შორისაა: ინფლაცია, საბანკო განაკვეთები, ეროვნული პოლიტიკური მდგომარეობა, საბაზრო სპეკულაციები და უამრავი მიკრო და მაკროეკონომიკური ფაქტორი.
ამიტომ, კონკრეტული ტრანზაქციის განხორციელებამდე უმჯობესია მონაცემები გადაამოწმოთ თქვენს ბანკთან ან სავალუტო ჯიხურთან.
კრიპტოვალუტის კურსი დღეს
იხილეთ დღევანდელი ვალუტის კურსი კრიპტო ბირჟაზე
# | Name | Price | Changes 24h | Market CAP | Volume | Supply |
---|
ზოგადი ინფორმაცია
ვალუტის გაცვლითი კურსი ძალიან დიდ როლს თამაშობს ქვეყნის მიმდინარე ეკონომიკური მდგომარეობის შეფასებაში. მისი მეშვეობით ასკვნიან რამდენად ჯანსაღია ეკონომიკა და უნდა ელოდოს თუ არა ქვეყანა მკვეთრ ფინანსურ ცვლილებებს.
ვალუტის დღევანდელი კურსი ჯიხურებში და ბანკებში განსხვავდება ამიტომ კიდევ ერთხელ აღვნიშნავთ, რომ გადაწყვეტილების მიღებამდე მნიშვნელოვანია გადაამოწმოთ ინფორმაცია თქვენთვის სასურველ საფინანსო ორგანიზაციასთან.
ვალუტის კონვერტორი
ამ ხელსაწყოს გამოყენება ძალიან მარტივია. სასურველი მონაცემების მისაღებად პირველ რიგში აირჩიეთ თუ რომელ ვალუტაში გაქვთ ამჟამად ფული, შემდეგ კი მეორე ველში გაიგეთ უცხოური ვალუტის რამდენ ერთეულს მიიღებთ ამ ფულით.
მაგ: დავუშვათ გვაქვს 100 ლარი და გაინტერესებთ რამდენი დოლარი მოგივათ ამ თანხით. პირველ ველში აირჩიეთ ₾. შემდეგ კი რაოდენობის ველში მიუთითეთ 100. სულ ბოლოს მეორე ვალუტად აირჩიეთ $ და დააჭირეთ enter-ს.
მეორე დეშბორდზე მოცემულია ერთი ვალუტის ფასი სხვა ყველა ვალუტასთან მიმართებით. აქაც ფულის სასურველი ტიპის არჩევით გაიგებთ თქვენი ვალუტის კურსს სხვებთან მიმართებით.
ვალუტის კონვერტორი მიზნად ისახავს დაინტერესებულ პირებს ყოველდღიურად განახლებადი ინფორმაცია მიაწოდოს საერთაშორისო სავალუტო ბაზარზე არსებული კურსების შესახებ.
ვალუტა – საინტერესო ინფორმაცია მის შესახებ
მოცემულ რუბირკაში თავმოყრილია მნიშვნელოვანი და საინტერესო ინფორმაციები ვალუტასთან დაკავშირებით. ასევე, აქვე გაეცნობით ისტორიულ ცნობებს მისი წარმოშობისა და განვითარების შესახებ და ამ სფეროში ხშირად დასმულ კითხვებს:
(არ დაგავიწყდეთ, რომ გვერდი მუდმივად განახლებადია და პერიოდულად დაემატება საინტერესო ინფორმაციები)
რა არის ვალუტა?
ვალუტა არის კონკრეტული სახელმწიფოს ეროვნული ფულადი ერთეული, რომლის მეშვეობითაც ხდება საქონლისა და ნებისმიერი რესურსის გაცვლა-გამოცვლა და ანგარიშსწორება. ვალუტა უნდა ხასიათდებოდეს შემდეგი კრიტერიუმებით:
– უნდა ჰქონდეს უნიკალური დასახელება
– ნომინალური ღირებულება (ინფლაციის გარეშე)
– უნდა იყოს სახელმწიფოს მიერ აღიარებული საგადასახადო საშუალება გარკვეულ ტერიტორიაზე
– უნდა არსებობდეს ვალუტის ემისიის (გამოშვება) და დაცვის სამართლებრივი ნორმები
– უნდა ჰქონდეს სავალუტო კურსის განსაზღვრის კონკრეტული მეთოდი სხვა ვალუტებთან მიმართებით.
რამდენი სავალუტო ერთეული არსებობს მსოფლიოში?
დღესდღეობით, გლობალურ ბაზარზე 180 ტიპის ფულადი ერთეულია წარმოდგენილი. ამათგან ყველაზე აქტიურად გამოყენებადია აშშ დოლარი (US Dollar) და ყველაზე მაღალი ღირებულების ვალუტად დასახელებულია ქუვეითური დინარი (Kuwaiti Dinar – KWD).
მოკლე ისტორია
თავდაპირველად მესოპოტამიის ტერიტორიებზე ჯერ კიდევ შუმერები იყენებდნენ მარცვლეულს, როგორც გაცვლის საშუალებას. ისინი მარცვლეულს ტაძრებში აბინავებდნენ. შუმერები ფიქრობდნენ, რომ მარცვლელულის ტაძრებში შენახვით ქურდობის შემთხვევებს აირიდებდნენ თავიდან.
შემდეგ პერიოდში უკვე მეტალის ვალუტად გამოყენებაც დაიწყეს. უნდა აღინიშნოს, რომ მეტალი 1500 წელი მესოპოტამიაში აქტიურად გამოიყენებოდა, როგორც ღირებულების გაცვლისა და ანგარიშსორების საშუალება.
ამას მოჰყვა სპილენძის, შემდეგ კი ოქროსა და ვერცხლის მონეტების გამოჩენა ვაჭრობაში.ყველაზე მეტად, ოქროს მონეტები ფასობდა. მას შედარებით დიდი ტრანზაქციების განხორციელებისთვის იყენებდნენ, როგორებიცაა: ლაშქრობის დაფინანსება, სამეფო ხაზინის შევსება და ა.შ.
თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ პარალელურად ქაღალდის ფულს არავინ მოიხმარდა. მას ჯერ კიდევ ჩინელი ვაჭრები იყენებდნენ. როგორც ცნობილია, პირველი ქაღალდის ფული მიმოქცევაში ტანგის დინასტიის დროს ჩაეშვა. მაგრამ უნდა აღინიშნოს, რომ იმ პერიოდში ქაღალდის ფული მსოფლიოში მეტალთან შედარებით ნაკლებად იყო გავრცელებული.
დღეს ქაღალდის ფულის ბანკნოტები მონეტებთან ერთად გამოიყენება და ერთიანად ქმნის სავალუტო სისტემას.
ბოლო პერიოდში ფინანსურ სამყაროში ვალუტის ახალი, ალტერნატიული მოდელი შემოვიდა – კრიპტოვალუტა. თუ აქამდე ფულს ბეჭდავდა ცენტრალური ბანკი და ცენტრალიზებული სისტემის მეშვეობით ტარდებოდა ეროვნული მონტარული პოლიტიკა, ახლა მართვის ცენტრი შეიცვალა.
ამ შემთხვევაში ვალუტა დეცენტრალიზებულია. კრიპტოვალუტა ციფრულ საფულეში ინახება და მას ფიზიკური, ხელშესახები ფორმა არ აქვს. კრიპტოვალუტის დასაცავად ტრანზაქციები დაშიფრულია, ე.წ ”კრიპტოგრაფიით”. კიდევ ერთხელ ხაზგასმით უნდა აღვნიშნოთ, რომ ვალუტის ემისია არ ექვემდებარება რომელიმე ეროვნულ მარეგულირებელ ორგანოს, რაც ციფრული ფულის უპირატესობაა.
რა არის მცურავი გაცვლითი კურსი?
მცურავი გაცვლითი კურსი არის ქვეყნის ეროვნული ვალუტის კურსის დადგენა სხვა ვალუტებთან მიმართებით მოთხოვნა-მიწოდების საფუძველზე. ასეთ შემთხევაში ვალუტის კურსი არ არის ფიქსირებული და მისი ფასი დამოკიდებულია საერთაშორისო სავალუტო ბირჟაზე ყიდვა-გაყიდვის პროცესზე.
ფიქსირებული გაცვლითი კურსის შემთხვევაში ვალუტის კურსს ადგენს ცენტრალური (ეროვნული) ბანკი.
დღეს, საქართველოში მოქმედებს ვალუტის მცურავი გაცვლითი კურსი. ეს ნიშნავს, რომ ლარის კურსი გაიზრდება თუ მეტი ადამიანი იყიდის ლარს და პირიქით.
კურსის ცვლილებას გავლენა აქვს სხვადასხვა მიკრო თუ მაკროეკონომიკურ ფაქტორებზე.
დოლარის კურსი – US Dollar
აშშ დოლარი ოფიციალურად 1785 წელს იქნა მიღებული კონგრესის მიერ და დღესდღეობით ერთ-ერთი ყველაზე მოთხოვნადი ვალუტაა მსოფლიოში. ის ერთ-ერთ სანდო და მყარ ვალუტად მიიჩნევა სხვა ფულად ერთეულებთან შედარებით.
აშშ დოლარი ამერიკული ეკონომიკის ნაყოფია, თუმცა თავად სიტყვა “დოლარი” დიდი ხნის წინათ წამოიშვა გერმანული სიტყვისგან: “thaler” (ვერცხლის მონეტა). მონეტა გერმანიაში ჯერ კიდევ 1519 წელს გამოჩნდა და ვერცლის ზოდებით იყო გამყარებული.
შემდეგ პერიოდებში დოლარი აქტიურად გამოიყენებოდა სამხრეთ ამერიკული კოლონიების სავაჭრო პორცესებში, (მაგ: ესპანური პესო, რომელსაც ესპანურ დოლარსაც უწოდებდნენ).
მე-18 საუკუნის მიწურულს, როდესაც აშშ-ს კონგრესმა დოლარი ოფიციალურ ვალუტად გამოაცხადა, მან მალევე მოიპოვა პოპულარობა და აშშ-ს გავლენის გაფართობასთან ერთად ერთ-ერთ მოთხოვნად სავალუტო ერთეულად გადაიქცა.
ამ ვალუტას აშშ-ს გარდა სხვა ქვეყნებიც იყენებენ მიმოცვლის პროცესში. ამერიკული დოლარის ოფიციალური მომხმარებლებია: აშშ, პუერტო-რიკო, ჩრდილოეთ მარიანას კუნძულები, აშშ-ს ვირჯინიის კუნძულები, ამერიკის სამოა და გუამი.
თუმცა აშშ დოლარი დე ფაქტო ვალუტას კიდევ უამრავ სახელმწიფოში წარმოადგენს, როგორებიცაა: კამბოჯა, პალაუ, ეკვადორი, ზიმბაბვე, პანამა, მარშლის კუნძულები, სალვადორი, ლიბანი, ლიბერია და სხვა.
დოლარის კურსი უამრავ ეკონომიკურ ფაქტორზეა დამოკიდებული. ფასი მცურავი გაცვლითი კურსით დგინდება და მის მერყეობას დიდი გავლენა აქვს საერთაშორისო ფინანსურ მდგომარეობაზე.
სტატისტიკა დოლარზე
- მწვანე ფერი ფულის გაყალბებისგან თავის დასაცავად გამოიყენებოდა.
- თავად ქაღალდი ბანკნოტი 75% ბამბისა და 25% სელის ნაზავია.
- 100$-იანების ⅔-ზე მეტი აშშ-ს საზღვრებს გარეთ ივაჭრება.
- ახალი ბანკნოტების 70%-ზე მეტი დაზიანებული ფულის ჩასანაცვლებლად იბეჭდება. რა მოსდის ძველ ბანკნოტებს? – მას აქუცმაცებენ და სამშენებლო კომპანიებზე ჰყიდიან გადასამუშავებლად.
ტერმინები
ინფლაცია – არის ზოგადი დონის ფასების ზრდა ეკონომიკაში გარკვეული დროის განმავლობაში. ეს ნიშნავს, რომ ერთი და იმავე რაოდენობის ფულის გადახდა გვიხდება მეტი საქონლისა და მომსახურებისთვის, რაც ამცირებს ფულის მსყიდველობით უნარს..
ინფლაციის ძირითადი მიზეზები შეიძლება იყოს:
- დამატებითი ფულადი მასის გამოშვება
- ეკონომიკური ზრდა და მოთხოვნის ზრდა
- მიწოდების შეზღუდვები ან ხარჯების ზრდა
- მონეტარული და ფისკალური პოლიტიკა
მცირე ინფლაცია ზოგჯერ სასურველიცაა ეკონომიკის სტიმულირებისთვის. თუმცა, მაღალი ინფლაცია ამცირებს ფულისა და შემოსავლების ღირებულებას და უარყოფითად მოქმედებს ეკონომიკაზე.
გაცვლითი კურსი – ერთი ვალუტის ღირებულება გამოხატული მეორე ვალუტაში.
ვალუტის კონვერტაცია – ერთი ვალუტის გადაყვანა მეორე ვალუტაში.
სავალუტო რეზერვები – ცენტრალური ბანკის მიერ შენახული უცხოური ვალუტის მარაგი.
სავალუტო რისკი – რისკი, რომ გაცვლითი კურსის ცვლილებამ შეიძლება გავლენა იქონიოს ფინანსურ ინსტრუმენტზე ან ტრანზაქციაზე.
სავალუტო სპეკულაცია – ვაჭრობა ვალუტებით მათი მომავალი ღირებულების წინასწარმეტყველების მიზნით.
სავალუტო დერეფანი – გაცვლითი კურსის დიაპაზონი, რომელსაც ცენტრალური ბანკი იცავს.