ქართული E-commerce ბაზარი იისფრად გაფერადდა!
ახალი ონლაინ პლატფორმა, რომელზეც სხვადასხვა ტიპისა და კატეგორიის პროდუქტის შეძენა საინტერესო პირობებით შეგიძლიათ.
ეს არის სივრცე, სადაც შეგიძლიათ იპოვოთ ყველაფერი – დაწყებული სილამაზის პროდუქტებიდან (მაგ: კორეული კოსმეტიკა), დამთავრებული სალაშქრო ინვენტარით. ამ ადგილს Velvet.ge ჰქვია!
რა გამოარჩევს ბრენდს სხვა მაღაზიებისგან?
გუნდის თითოეული წევრი გაერთანებულია 1 სიტყვის გარშემო “მომხმარებელი”. სწორედ, ამიტომ ქართული ონლაინ მაღაზია Velvet.ge-ს მიზანია საინტერესო და იშვიათი პროდუქტები შემოიტანოს საქართველოში და ჯერ კიდევ აუთვისებელი სივრცე შეავსოს ბაზარზე, მომხმარებლები კი ონლაინ შოპინგის სასიამოვნო გამოცდილებით გაანებივროს.
სწორედ ამ მიზნის მისაღწევად დაინერგა:
- სახლში უფასო მიტანის სერვისი
- იმავე დღეს მიტანის მომსახურება (რეგიონებში ეს დრო 2-5 დღემდე მოქმედებს)
- 19 კატეგორია და 1000-ზე მეტი პროდუქტი.
Velvet.ge-ს ასორტიმენტში შედის:
- სილამაზის და მოვლის პროდუქტები: თავის მოვლის საშუალებები, თმის სავარცხლები, კორეული კოსმეტიკა
- ტექნოლოგიური პროდუქტები: დრონები, ციფრული ტექნიკა, პროექტორები
- სახლის ნივთები: სამზარეულოს აქსესუარები, LED განათება, საოფისე სკამები
- გასართობი და სპორტული საქონელი: სათამაშოები, სალაშქრო ინვენტარი, ფეინთბოლის აღჭურვილობა
რატომ იისფერი?
იისფერი შემოქმედებითი, მშვიდი, მაგრამ ამავე დროს ენერგიული ფერია, რომელიც განვითარებასთან ასოცირდება.
სწორედ ეს 2 ფრაზაა “მუდმივი განვითარება” და “კრეატიულობა” გაერთიანებული Velvet.ge-ს ბრენდში.
Velvet-ის გუნდს სჯერა, რომ თუ დღეს იმავეს სთავაზობს მომხმარებელს, როგორსაც ხვალ, მალე “ერთდღიანთა” რიგებს შეავსებს და მომხმარებლისთვის ღირებულების მიწოდებას ვერ შეძლებს. ამიტომ კომპანიის პოლიტიკის მთავარი ნაწილია უწყვეტად განავითაროს შეთავაზებები.
რა სურს Velvet-ს?
“ველვეტს” სურს “გააიისფროს” ქართული ონლაინ ვაჭრობის სივრცე და განსხვავებული პროდუქტები წარმოადგინოს ბაზარზე.
დამატებითი ინფორმაციისთვის და პროდუქტების სრული კატალოგის სანახავად შეგიძლიათ ეწვიოთ Velvet.ge-ს ვებგვერდს.
აღმოაჩინეთ ახალი, იისფერი სამყარო ონლაინ სივრცეში!