POLUX MEDIA

TradingView – პლატფორმა ტრეიდერებისთვის

TradingView წარმოადგენს პოპულარულ პლატფორმას ბაზრების ანალიზისთვის, რომელიც აერთიანებს გრაფიკულ ხელსაწყოებს, სოციალურ ქსელებსა და სავაჭრო ინსტრუმენტებს.

ძირითადი უპირატესობები

  • კარგი უფასო ვერსია დამწყებთათვის
  • მდიდარი ფუნქციები
  • პლატფორმა, რომელზეც ტრეიდერები საკუთარ იდეებს აზიარებენ
  • მოქნილი გაფრთხილებების (ALERT) სისტემა სხვადასხვა მოწყობილობაზე
  • მომხმარებლისთვის ადვილად გამოსაყენებელი, სუფთა ინტერფეისი

ნაკლოვანებები

  • უფასო გეგმაში ბევრი მნიშვნელოვანი ფუნქცია არ არის, მათ შორის ბექტესტინგი
  • დემო-ვაჭრობა შეიცავს რეკლამებს
  • კომპლექსური ფუნქციების დასაუფლებლად დროა საჭირო
  • პლატფორმაზე არსებული იდეების ნაკადმა შეიძლება იმპულსური გადაწყვეტილებებისკენ გიბიძგოთ (FOMO)

ფასები

TradingView გთავაზობთ ექვს სხვადასხვა გეგმას:

*გაფრთხილებებში იგულისხმება – ALERT (ინდიკატორის სიგნალები)

Tradingview-ს ფასები ტრეიდერებისთვის

მთავარი ფუნქციები

  • 21+ ტიპის გრაფიკი და 400-ზე მეტი ინდიკატორი
  • Pine Script საკუთარი სტრატეგიების შესაქმნელად (ავტომატიზირებული ვაჭრობის ან ინდიკატორების შესაქმნელად)
  • მონაცემები 150+ გლობალური ბირჟიდან (აქციები, ვალუტა, კრიპტო, საქონელი)
  • ჩატები ტრეიდერებისთვის საინვესტიციო ან სავაჭრო იდეების გასაზიარებლად
  • ბროკერებთან ინტეგრაცია პირდაპირი ვაჭრობისთვის (შეზღუდული რაოდენობა)

ვისთვის არის განკუთვნილი

✅ დამწყებთათვის, ვინც სწავლობს ტექნიკურ ანალიზს

✅ დღიური და საშუალო-ვადიანი ვაჭრებისთვის, ვისაც სჭირდება მუდმივად განახლებადი და მრავალფუნქციური გრაფიკები

✅ სხვადასხვა ბაზარზე მომუშავე ტრეიდერებისთვის (აქციები, ვალუტა, კრიპტო)

❌ სკალპერებისთვის, ვისაც სჭირდება დაბალი ლატენტურობა

❌ მცირე ბიუჯეტის მქონე ტრეიდერებისთვის, ვინც ეძებს სრულფასოვან უფასო პლატფორმებს

TradingView გთავაზობთ 30-დღიან უფასო საცდელ პერიოდს ფასიან პაკეტებზე. სერიოზული ვაჭრობისთვის რეკომენდებულია Premium გეგმა, რომელიც მოიცავს წამზე დაფუძნებულ გრაფიკებს და მოქნილ ბექთესტინგს.