POLUX MEDIA

საინვესტიციო ლექსიკონი – ტერმინები საფონდო ბირჟიდან

Bitcoin Bull არიგებს აერდროპებს პირდაპირ ბიტკოინში. ეს არის ბოლო შანსი მიიღო BTC უფასოდ, ტოკენის შეძენით! https://jkutsl.care/b_BitcoinBullSaleG

საფონდო ბირჟაზე ვაჭრობა დასავლურ ეკონომიკაში ერთ-ერთი ძალიან მნიშვნელოვანი პრაქტიკაა. ადამიანთა დიდი ნაწილი დანაზოგების ნაცვლად ფულს საფონდო ბირჟაზე აქციებში, ობლიგაციებსა ან სხვა ფინანსურ ინსტრუმენტებში აბანდებს. ეტაპობრივად მსგავსი საინვესტიციო პრაქტიკები საქართველოში პოპულარული ხდება. ამიტომ კარგი იქნება თუ ძირითად ტერმინებში თავიდანვე გავერკვევით.

*გაითვალისწინეთ, რომ გვერდი პერიოდულად განახლდება და დაემატება ახალი ტერმინები.

აქცია (Stock): ფინანსური ინსტრუმენტი, რომელიც წარმოადგენს კომპანიის საკუთრების წილს. აქციის მფლობელი ხდება კომპანიის თანამესაკუთრე და აქვს უფლება მიიღოს დივიდენდები და ხმის უფლება აქციონერთა კრებაზე. ეს არის კომპანიის პატარა ნაწილი. როცა აქციას ყიდულობ, ხდები ამ კომპანიის თანამფლობელი.

ბროკერი (Stock Broker): ეს არის ადამიანი, რომელიც გეხმარება აქციების ყიდვა-გაყიდვაში. ის არის შუამავალი შენსა და ბირჟას შორის.

დივიდენდი (Dividend): ეს არის ფული, რომელსაც კომპანია უხდის აქციონერებს მოგებიდან. წარმოიდგინე, რომ ეს არის ჯიბის ფული, რომელსაც იღებ იმისთვის, რომ კომპანიის ნაწილის მფლობელი ხარ.

“ხარების” ბაზარი (Bull Market): საბაზრო მდგომარეობა, როდესაც აქციების ფასები მზარდია ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში. ხასიათდება ინვესტორთა ოპტიმიზმით და მზარდი ეკონომიკური მაჩვენებლებით. (თითქოს ხარი რქებით ზემოთ ურტყამს ფასებს და აქციის ღირებულება იზრდება.)

დათვების ბაზარი (Bear Market): საბაზრო მდგომარეობა, როდესაც აქციების ფასები მნიშვნელოვნად ეცემა ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში (ჩვეულებრივ 20% ან მეტით). ასოცირდება ეკონომიკურ რეცესიასთან და ინვესტორთა პესიმიზმთან. (თითქოს დათვი ზემოდან ქვემოთ ურტყამს თათებს და ფასები ეცემა).

ლიკვიდურობა (Liquidity): აქტივის სწრაფად და მნიშვნელოვანი ფასის ცვლილების გარეშე ნაღდ ფულად გადაქცევის შესაძლებლობა. მაღალი ლიკვიდურობა ნიშნავს, რომ აქტივის ყიდვა-გაყიდვა ადვილია.

ვოლატილურობა (Volatility): აქციის ან ბაზრის ფასის ცვალებადობის ხარისხი. მაღალი ვოლატილურობა ნიშნავს ფასის მკვეთრ რყევებს, რაც ასოცირდება მაღალ რისკთან, თუმცა ამასთანავე მაღალ პოტენციურ მოგებასთანაც.

მარჟა (Margin): ბროკერისგან ნასესხები თანხა, რომელსაც ინვესტორი იყენებს აქციების შესაძენად. მარჟით ვაჭრობა ზრდის როგორც პოტენციურ მოგებას, ასევე რისკებს.

ბლუ ჩიპი” (Blue Chip): დიდი, ფინანსურად სტაბილური და კარგად დამკვიდრებული კომპანიების აქციები. ეს კომპანიები, როგორც წესი, სტაბილურ დივიდენდებს იხდიან და ნაკლებად მერყევია ბაზარზე. მაგ: McDonald’s, The Coca-Cola Company, IBM, Facebook, Apple, Alphabet (Google) და ა.შ.

დივერსიფიკაცია (Diversification): ინვესტიციების განაწილება სხვადასხვა აქტივებში რისკის შესამცირებლად. პრინციპი “არ ჩადო ყველა კვერცხი ერთ კალათაში”.

მოკლე გაყიდვა (Short Selling): ინვესტიციის სტრატეგია, სადაც ტრეიდერი სესხულობს აქციას, ყიდის მას და იმედოვნებს, რომ შეძლებს მის უფრო დაბალ ფასად ყიდვას მოგვიანებით.

ეკონომიკური ციკლი (Economic Cycle): ეკონომიკის პერიოდული რყევები, რომელიც მოიცავს ოთხ ფაზას: აღმავლობა, პიკი, რეცესია და დეპრესია.

გახსოვდეთ, რომ საფონდო ბაზარზე ინვესტირება მოითხოვს სიფრთხილეს, ცოდნას და რისკების სწორ მართვას. ინვესტირების დაწყებამდე ყოველთვის რეკომენდებულია კონსულტაციის გავლა კვალიფიციურ ფინანსურ მრჩეველთან.