დეველოპერული კომპანია „მეტროპოლი“ თბილისის შემოგარენში ახალი ტიპის დასახლებების შექმნას აგრძელებს და ამჯერად პროექტს შინდისში იწყებს. ახალი დასახლება მაცხოვრებლებისთვის ბუნებასთან სიახლოვისა და მრავალფეროვანი ინფრასტრუქტურის შეთავაზებას ითვალისწინებს.
რატომ შინდისი?
კომპანიამ პროექტისთვის ლოკაცია მიზანმიმართულად შეარჩია. მთავარი იდეა ისეთი ადგილის პოვნა იყო, რომელიც ქალაქის ხმაურიანი ცენტრიდან მცირე მანძილით იქნებოდა დაშორებული, მაგრამ ამავდროულად, მაცხოვრებლებს სიმშვიდეს, სიმწვანესა და ეკოლოგიურად სუფთა გარემოს შესთავაზებდა.
ზღვის დონიდან 820 მეტრის სიმაღლეზე მდებარეობის გამო, შინდისში ზაფხულში ქალაქთან შედარებით ყოველთვის გრილი ჰაერია. მთებთან სიახლოვის გამო აქ ჯანსაღი და ნაკლებად დაბინძურებული ჰაერია, რაც ლოკაციის მთავარ უპირატესობად მიიჩნევა.
აქამდე შინდისი უფრო სააგარაკე დასახლებად ითვლებოდა, თუმცა, ახალი პროექტის კონცეფცია მის სრულფასოვან საცხოვრებელ ადგილად გარდაქმნას ისახავს მიზნად. ,,მეტროპოლ შინდისის” კონცეფციის შესახებ დეტალურად შემდეგ ქვეთავში მოგიყვებით.
სახლი, რომელიც ქალაქგარეთ, შინდისში ჩაიფიქრეთ
„მეტროპოლ შინდისი“ ყველაზე მასშტაბური სუბურბანული პროექტია, რომელიც საქართველოში აქამდე განხორციელებულა. 700-მდე მიწის ნაკვეთი შინდისში 90 ჰექტარ ტერიტორიაზე განთავსდება. პროექტის კონცეფცია მსოფლიოში წამყვანი დეველოპერების წარმატებულ პრაქტიკას ეყრდნობა და მიზნად ისახავს არა მხოლოდ საცხოვრებელი უბნის, არამედ სრულფასოვანი, დამოუკიდებელი დასახლების შექმნას.
ამ მიზნის მისაღწევად, დასახლებაში მრავალფეროვანი ინფრასტრუქტურაა გათვალისწინებული, რომელიც მაცხოვრებლებს ყველა საჭირო სერვისზე მარტივი წვდომის საშუალებას მისცემს. პროექტის ტერიტორიაზე გაშენდება ცენტრალური პარკი, მოეწყობა ღია საცურაო აუზი, სპა სივრცეები, პადელის კორტი, სხვადასხვა სპორტული ზონები, ველო და სარბენი ბილიკები, სკეიტპარკი და კინოთეატრი.
ყოველდღიური კომფორტისთვის, ტერიტორიაზე იფუნქციონირებს კომერციული ზონაც, რომელიც გააერთიანებს მაღაზიას, აფთიაქს, კვების ობიექტს, სამუშაო სივრცეს, საკონფერენციო დარბაზსა და სხვადასხვა სერვისცენტრს.
ტექნოლოგიური თვალსაზრისით, პროექტში ინტეგრირებული იქნება სმარტ სისტემები, მათ შორის, ჭკვიანი განათება, ენერგოეფექტური მოწყობილობები და უსაფრთხოების ავტომატური მართვის სისტემები, რაც თანამედროვე და კომფორტულ გარემოს შექმნის.
მიწის ნაკვეთის შეძენისას თითოეული მფლობელი ექსკლუზიურ შეთავაზებას მიიღებს: 15 განსხვავებული დიზაინის არქიტექტურული პროექტიდან ის ერთ-ერთით დასაჩუქრდება. ამასთან ერთად, მეტი კომფორტისათვის, კომპანია ,,მეტროპოლი” სახლის მშენებლობის პროცესსაც თავად გაუძღვება.
„მეტროპოლისთვის“ ეს პირველი სუბურბანული პროექტი არ არის. კომპანიამ მსგავსი, თუმცა უფრო მცირე მასშტაბის დასახლების განვითარება ლისის ტბის მიმდებარედ სულ ცოტა ხნის წინ დაიწყო. „მეტროპოლ ლისი“, რომელიც 70-მდე ვილას აერთიანებს, ასევე მშვიდ და ეკოლოგიურად სუფთა ადგილას მდებარეობს და მაცხოვრებლებს კეთილმოწყობილ სარეკრეაციო და სპორტულ სივრცეებს სთავაზობს. შეიძლება ითქვას, რომ შინდისის პროექტი ამ კონცეფციის ლოგიკური გაგრძელება და გაფართოებაა.
პროექტის შესახებ დეტალური ინფორმაციის მისაღებად და სიახლეების გასაცნობად, დაინტერესებულ პირებს შეუძლიათ ეწვიონ კომპანია „მეტროპოლის“ ოფიციალურ ვებგვერდს.
,,მეტროპოლის” შესახებ: დეველოპერული კომპანია „მეტროპოლი“ 2022 წელს დაფუძნდა და თბილისსა და ბათუმში ოპერირებს. კომპანიას ამჟამად ერთი დასრულებული და შვიდი მიმდინარე პროექტი აქვს. პროექტების ჯამური საინვესტიციო მოცულობა 1 მილიარდ ლარს აჭარბებს, ხოლო მშენებლობების საერთო ფართი 545,000 კვ.მ-ზე მეტია და 3500-მდე ბინას მოიცავს.



