POLUX MEDIA

“გიჟური” ბიზნეს იდეები – რომელში დააბანდებით ფულს?

საყოველთაოდ მიღებული აზრი გვეუბნება, რომ წარმატების მისაღწევად ბევრი უნდა ვიმუშავოთ, დაზოგოთ თითოეული თეთრი, განვახორციელოთ გრძელვადიანი ინვესტიციები და ვაკონტროლოთ ხარჯები, ამასთანავე მნიშვნელოვანი კარგი იდეა მოვიფიქროთ — ნამდვილად გონივრული რჩევაა. თუმცა, პრაქტიკამ გვიჩვენა, რომ ერთი შეხედვით აზრსმოკლებული იდეებიც წარმატებულად მუშაობს.

სტატიაში მოკლედ გაგიზიარებთ “უცნაური” ბიზნეს იდეების შესახებ და გაგაცნობთ თუ როგორ გამოიმუშავეს ფული მათი დახმარებით.

აქვე კითხვა თქვენთვის – რომელიმე მათგანში ფულს დააბანდებდით? 🤔

თხების გაქირავება

თხა 🐐 გაუმაძღარი არსებაა, მას დიდი რაოდენობით მცენარულობის შეჭმა შეუძლია. კვლევების შედეგად მესაკუთრეთა ასოციაციებმა და მუნიციპალიტეტებმა აღმოაჩნეს, რომ თხის ამ თვისებას დადებითი გავლენა ჰქონოდა ეკონომიკური და ეკოლოგიური მიმართულებებით. ამ ცხოველს წარმატებით შეუძლია მავნე მცენარეებისგან დიდი ფართობის გაწმენდა.

HireGoats.com-ის თანახმად ათობით კომპანია მთელი ქვეყნის მასშტაბით აქირავებს თხებს ყველაფრისთვის, დაწყებული ინვაზიური მცენარეების აღმოსაფხვრელად და დამთავრებული ხანძრის საწინააღმდეგო ზოლების შექმნით.

Angi-ს ინფორმაციით ერთი აკრი ფართობისთვის თხის დაქირავება 400-დან 800 დოლარამდე ჯდება. 2013 წელს SharkTankBlog-მა გაავრცელა ინფორმაცია, რომ წარმატებულ “თხა-მეწარმეებს” წელიწადში 600,000 დოლარის გამომუშავება შეეძლოთ.

ბიზნესთან დაკავშირებული სტატიების პოვნა შეგიძლიათ აქ.

შინაური ქვების ბიზნესი

ალბათ ყველა დროის ყველაზე უცნაური გამდიდრების სქემა გარი დალმა შემოგვთავაზა, რომელმაც 1975 წელს, სწორედ შობის წინ, ხალხს წარუდგინა “შინაური ქვა”. თვითნასწავლი მილიონერი დალი ითვლება ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული და ნოვატორული მოდური ტენდენციის გამომგონებლად.

ნიუ-იორკ თაიმსის ცნობით, დალმა გენიალურად გაყიდა თავისი კვერცხის ფორმის ქვები, როგორც თავად ეძახდა შინაურ ცხოველები. ამ “შინაურ ცხოველებს” არ სჭირდეოდათ საკვები ან წყალი. პროდუქტის შეძენისას ყუთს საჰაერო ნახვრეტები და მოვლის სახელმძღვანელოც მოჰყვებოდა. ამ უკანასკნელში ახსნილი იყო თუ როგორ უნდა მოეარათ “შინაური ქვისთვის”.

გარიმ ექვს თვეში 1.5 მილიონი ცალი “შინაური ქვა” გაყიდა, სანამ ეს იდეა დავიწყებას არ მიეცა.

დანაშაულის ადგილების დასუფთავება

2000-იანი წლების დასაწყისში კანზასის პოლიციის ოფიცერმა ლორა სპოლდინგმა დააარსა კომპანია Spaulding Decon. ეს არის ქალაქ ტამპა ბეიში დაფუძნებული ფირმა, რომელიც შემდეგ სამუშაოზეა სპეციალიზებული: ასუფთავებს მკვლელობების, მეტამფეტამინის ლაბორატორიებისა და სხვა დანაშაულის ადგილებზე დარჩენილ ნარჩენებს.

დანაშაულის ადგილის დასუფთავება შემზარავი საქმეა, მაგრამ სპოლდინგმა ამ ნიშურ ბიზნესზე დაყრდნობით დიდძალ სიმდიდრეს მოუყარა თავი. 2015 წელს მისი კომპანია გახდა პირველი ეროვნულ დონეზე ფრანშიზებული ბიზნესი ამ სფეროში, ხოლო 2022 წელს მოხვდა Entrepreneur-ის Franchise 500-ის სიაში.

ამჟამად კომპანიას 25-ზე მეტი ფრანშიზა აქვს, და ZoomInfo-ს მონაცემებით, Spaulding Decon-ის შემოსავალმა 6 მილიონ დოლარს გადააჭარბა.

წერილები სანტა კლაუსისგან

ბაირონ რისი გამოცდილი მეწარმეა, რომელმაც ორი კომპანია საფონდო ბირჟაზე გაიყვანა, სამი სხვა გაყიდა და მოიპოვა ოთხი პატენტი, კიდევ სამზე კი განაცხადი აქვს შეტანილი.

2001 წელს მან დაირეგისტრირა მისამართი ჩრდილოეთ პოლუსში, ალასკაში, და შექმნა SantaMail.org. როდესაც ბავშვები ამ მისამართზე სანტას წერილებს გზავნიდნენ, ის პერსონალიზებული წერილებით პასუხობდა თავად სანტა კლაუსის სახელით – რა თქმა უნდა, მშობლების მიერ გადახდილი საფასურის სანაცვლოდ.

AllBusiness-ის ცნობით, პირველ წელს მან 10,000 წერილის გაყიდვა მოახერხა და რამდენიმე წელიწადში SantaMail.org 1 მილიონი დოლარის ღირებულების ბიზნესად გადააქცია.

2.6 მილიონ დოლარად გაყიდული დომენი

1994 წელს, ინტერნეტის ადრეული პერიოდის “ველური დასავლეთის” ეპოქაში, მერილენდის შტატის მცხოვრებმა კრის კლარკმა 20 დოლარად შეიძინა დომენური სახელი pizza.com და ყოველწლიურად იხდიდა მცირე თანხას მის შესანარჩუნებლად. ე.წ. “დომენების მითვისების” ტაქტიკით, მან ეს დომენი 14 წლის განმავლობაში შეინარჩუნა, რეალურად ვებგვერდის შექმნის გარეშე – ღირებული თავად URL მისამართი იყო.

Wired-ის ცნობით, მისი სტრატეგია წარმატებული აღმოჩნდა. 2008 წელს კლარკმა pizza.com აუქციონზე გაიტანა და ინტენსიური და ცხარე შეჯიბრის შემდეგ, URL მისამართი 2.6 მილიონი დოლარად შეიძინეს. ეს იყო 2000-იანი წლების შუა პერიოდის დომენების მითვისების ოქროს ციებ-ცხელების ნაწილი.

ცოტა ხნით ადრე, vodka.com 3 მილიონ დოლარად გაიყიდა. ერთი წლით ადრე კი, business.com-მა 350 მილიონ დოლარად პოვა მყიდველი, მაშინ როცა თავდაპირველად 7.5 მილიონ დოლარად იყო ნაყიდი