ბრენდის არქეტიპი არის სიმბოლური გამოხატულება ან პერსონიფიკაცია იმ ღირებულებებისა და თვისებებისა, რომლებსაც ბრენდი წარმოადგენს. ეს კონცეფცია ეყრდნობა კარლ იუნგის ფსიქოლოგიურ თეორიას არქეტიპების შესახებ, რომლებიც ადამიანების არაცნობიერ ფენაში არსებულ საყოველთაო სიმბოლოებს წარმოადგენს.
ბრენდის არქეტიპი გვეხმარება გავიაზროთ ბრენდის არსი, მისი ღირებულებები, დამოკიდებულებები და პიროვნულობა. ის ხელს უწყობს ბრენდის იდენტიფიცირებას და მისი უნიკალური ნიშნის გამოკვეთას კონკურენტებისგან – პოზიციონირება
არსებობს 12 ძირითადი ბრენდის არქეტიპი, როგორებიცაა გმირი, კეთილი, მეამბოხე, შემოქმედი, ბრძენი, მმართველი, ჯამბაზი, მზრუნველი, ჯადოქარი, მკვლევარი, ნორმალური (ჩვეულებრივი) და უმანკო.
თითოეული მათგანი სხვადასხვა ღირებულებებსა და თვისებებს გადმოსცემს.
ბრენდის შემქმნელები სწორედ ამ არქეტიპების საშუალებით ქმნიან ბრენდის იდენტობას, რათა მომხმარებლებს შესთავაზონ შესაბამის გამოცდილება, რომელიც მათ ცხოვრების სტილთან ახლოს იქნება.
ქვემოთ მოცემულია თითოეული არქეტიპის დახასიათება და შესაბამისი მაგალითები:
- გმირი – გამბედაობა, მიზანდასახულობა, დაცვა. მაგ: Nike, Batman, BMW, Adidas, FedEx
- შეყვარებული – ვნება, სიყვარული, მიმზიდველობა. მაგ: Victoria’s Secret, Godiva, Chanel
- მეამბოხე – დამოუკიდებლობა, თავისუფლება, გარღვევა. მაგ: Harley-Davidson, Virgin, Diesel Jeans, Red Bull.
- შემოქმედი – ინოვაცია, კრეატიულობა, ენერგია. მაგ: Apple, Cirque du Soleil, Lego, Adobe
- ბრძენი – სიბრძნე, ცოდნა, ექსპერტიზა. მაგ: TED, Google, Wikipedia, Harvard University, BBC
- მმართველი – ძალაუფლება, სტატუსი, კონტროლი. მაგ: Hugo Boss, Mercedes-Benz, American Express, Rolex, Swatch, Rolls Royce
- ჯამბაზი – გართობა, ტკბობა, გამხიარულება. მაგ: M&M’s, Old Spice, MTV, Budweiser
- მზრუნველი – ზრუნვა, სითბო, უსაფრთხოება. მაგ: Johnnie Walker, Pampers, Volvo, Johnson & Johnson
- ჯადოქარი – ფანტაზია, საიდუმლო, ტრანსფორმაცია. მაგ: Disney, Dyson, Starbucks, Polaroid.
- მკვლევარი – მეცნიერული ინტერესი, ცნობისმოყვარეობა, ახალი გზები. მაგ: National Geographic, Explorers Club, Patagonia
- ნორმალური – რეალიზმი, ბუნებრიობა, პრაქტიკულობა. მაგ: IKEA, Ford, Levi’s, Volkswagen
- უმანკო – სიწმინდე, სისუფთავე, გულუბრყვილობა. მაგ: UNICEF, Dove, Innocent Drinks, McDonald’s
თითოეულმა ბრენდმა სწორედ უნდა შეარჩიოს შესაბამისი არქეტიპი და მასზე გააკეთოს ფოკუსირება. ეს არქეტიპი კი კომპანიის იდენტობისა და ღირებულებების ანარეკლი უნდა გახლდეთ.