უილიამ განი 1878 წლის 6 ივნისს ტეხასის შტატის ქალაქ ლაფკინში დაიბადა. მამა ბამბის ფერმერი იყო. სავაჭრო საქმიანობას მან 1902 წელს, 24 წლის ასაკში მიჰყო ხელი.
ითვლება, რომ იგი ბიბლიის დიდი მცოდნე გახლდათ და სწამდა, რომ ეს ოდესმე დაწერილ წიგნთა შორის ბიბლია უდიდესი იყო.
განი მასონთა შოტლანდიური წორდენის 33-ე ხარისხის წევრიც იყო. სწორედ ამით ხსნიან მის ცოდნას ძველი მათემატიკის, ეზოთერიკის, ძველი ბერძნულისა და ეგვიპტური კულტურების მიმართა.
განი ხშირად ეზოთერული და არაპირდაპირი სტილით წერდა, რომლის გაგებაც ბევრს უჭირდა. ვარაუდობდნენ, რომ ის ამას განზრახ აკეთებდა საკუთარი მეთოდის დასაფარად. მაგალითად, პატრიკ მიკულამ აღმოაჩინა, რომ თავის კურსში “როგორ მივიღოთ მოგება საქონლით ვაჭრობისას”, როდესაც განი იყენებდა ტერმინს “ბუნებრივი თარიღები”, ის არაპირდაპირ მიუთითებდა შემდეგ ასტროლოგიურ მოვლენებზე:
- ორმაგი ინგრესები (როდესაც ორი ან მეტი პლანეტა, მთვარის გარდა, ახალ ნიშანში შედის ორი თანმიმდევრული დღის განმავლობაში)
- სტაციები (როდესაც პირდაპირი პლანეტა რეტროგრადულ მოძრაობაზე გადადის, ან პირიქით)
- მთვარის დეკლინაცია უკიდურეს წერტილში
- დაბნელებები
პირად მიმოწერაში უილიამი გაცილებით პირდაპირი და გულწრფელი იყო ასტროლოგიის გამოყენების შესახებ. მაგალითად, სტუდენტისადმი მიწერილ პირად წერილში, მან ღიად აჩვენა, თუ როგორ იყენებდა პლანეტარულ ციკლებს ყავის ბაზარზე პროგნოზების გასაკეთებლად.
განის სტუდენტები ამბობდნენ, რომ მან საკუთარი მეთოდების გამოყენებით 50 მილიონი დოლარის ქონება დააგროვა (2023 წლის კურსით 569 მილიონი დოლარის ეკვივალენტი), თუმცა ასეთი ქონების არსებობის მტკიცებულება არ მოიპოვება.
ალექსანდრ ელდერმა თავის წიგნში “ვაჭრობით ცხოვრება” აღნიშნა: “მე გავესაუბრე უ.დ. განის ვაჟს, ბოსტონის ბანკის ანალიტიკოსს. მან მითხრა, რომ მის ცნობილ მამას ვაჭრობით ოჯახის რჩენა არ შეეძლო და საარსებო სახსრებს საინსტრუქციო კურსების წერითა და გაყიდვით შოულობდა. როდესაც უ.დ. განი 1950-იან წლებში გარდაიცვალა, მისი ქონება, სახლის ჩათვლით, მხოლოდ 100,000 დოლარად შეფასდა”. ლარი უილიამსმა წიგნში “სწორი აქცია სწორ დროს” ასევე აღნიშნა, რომ შეხვდა უ.დ. განის ვაჟს.
ლარი უილიამსის თქმით, ჯონ განმა იკითხა: “თუ მამაჩემი ისეთი კარგი იყო, როგორც ყველა ამბობს, მაშინ რატომ ვრეკავ მე კვლავ კლიენტებთან სავაჭროდ”.
იმავე წიგნში ლარი უილიამსი ამბობს: “მე შევხვდი ფ.ბ. თეჩერს, რომელიც განის პრომოუტერი და წინამავალი იყო. მან თქვა, რომ განი უბრალოდ კარგი გამყიდველი იყო და არა კარგი აქციებით მოვაჭრე”.
განის სიმდიდრის მტკიცებულებები
1909 წელს რიჩარდ ვიკოფმა აღმოაჩინა განის ჩანაწერები. მასში თავმოყრილი იყო ტრეიდერი 286 ტრანზაქცია საფონდო ბირჟაზე, რომლიდანაც 264 წარმატებული გახლდათ. ეს კი წარმატების 92%-იანი კოეფიციენტია, რაც დღემდე გამორჩეულ შედეგად ითვლება.