POLUX MEDIA

Seo.ge-ს E-commerce ვებსაიტების კვლევა

ქართული ონლაინ მაღაზიების 66.7%-ს Product Schema არ აქვს, ხოლო კვლევაში გამოყენებული მოდელის მიხედვით, ტექნიკურ SEO ხარვეზებთან დაკავშირებული სავარაუდო დანაკარგი წელიწადში 1 309 836 ლარს აღწევს. ყოველთვიური შესაძლო დანაკარგი კი დაახლოებით 59 689 ორგანული ვიზიტია.

seo.ge-მ კვლევის ფარგლებში 38 ქართული ონლაინ მაღაზიის 1 468 გვერდი 13 ტექნიკური მიმართულებით შეამოწმა. ბაზრის მედიანურმა შედეგმა 74.1 ქულა შეადგინა 100-იდან.

რა პრობლემები გამოიკვეთა?

E-commerce SEO კვლევა სრულად.

ყველაზე სუსტი მიმართულება Product Schema აღმოჩნდა. ონლაინ მაღაზიების 66.7%-ს ის საერთოდ არ ჰქონდა, რაც Google-ს პროდუქტის ფასის, მარაგის, ბრენდისა და სხვა მონაცემების სწორად ამოცნობას ურთულებს.

პრობლემური იყო პაგინაციაც. 22 შემოწმებული ვებსაიტიდან კატალოგის მეორე გვერდის Canonical მხოლოდ ერთს ჰქონდა სწორად გამართული.

ხარვეზები დაფიქსირდა სხვა მნიშვნელოვან ელემენტებშიც:

  • ყველა გვერდზე უნიკალური Title მხოლოდ 13 ვებსაიტს ჰქონდა;
  • ვებსაიტების 42.1%-ს Canonical-ის პრობლემა აღმოაჩნდა;
  • Breadcrumb ნავიგაცია 38 ვებსაიტიდან მხოლოდ 17-ს ჰქონდა;
  • სურათების Alt ტექსტის მოთხოვნა 33 ვებსაიტიდან მხოლოდ 12-მა დააკმაყოფილა.

ამასთან, რამდენიმე მიმართულებით მდგომარეობა საკმაოდ კარგია. Core Web Vitals-ის მოთხოვნა ვებსაიტების 86.5%-მა დააკმაყოფილა, ფილტრებით ზედმეტი URL-ების წარმოქმნის რისკი კი 97.4%-თან დაბალი იყო.

რომელი სეგმენტი ლიდერობს?

ყველაზე მაღალი მედიანური ქულა მოდისა და ტანსაცმლის სეგმენტმა მიიღო, 80 ქულა. ყველაზე დაბალი შედეგი სუპერმარკეტებისა და FMCG-ის მიმართულებაში დაფიქსირდა, სადაც მედიანა 57 ქულა იყო.

კვლევა აჩვენებს, რომ ქართული ონლაინ მაღაზიების ტექნიკური საფუძველი მთლიანობაში დამაკმაყოფილებელია, თუმცა Product Schema, პაგინაცია, Canonical-ები, უნიკალური Title-ები და შიდა ნავიგაცია კვლავ სისტემურ პრობლემებად რჩება.

კვლევაში გამოყენებული მოდელის მიხედვით, ამ ხარვეზებთან დაკავშირებული შესაძლო გავლენა თვეში დაახლოებით 59 689 ორგანულ ვიზიტს, წელიწადში კი 1 309 836 ლარს შეესაბამება. ეს თანხა ფაქტობრივად დაკარგულ შემოსავლად არ უნდა განვიხილოთ. მოდელი მხოლოდ პრობლემების სავარაუდო მასშტაბს აჩვენებს.