მეტრონიდაზოლი ანტიბაქტერიული და ანტიპარაზიტული პრეპარატია, რომელიც პირველად 1950-იან წლებში შეიქმნა, ფრანგული ფარმაცევტული კომპანია Rhône-Poulenc-ის მიერ. თავდაპირველად იგი ტრიქომონიაზის სამკურნალოდ ინიშნებოდა, თუმცა შემდგომში მისი გამოყენების სპექტრი გაფართოვდა და მოიცვა სხვადასხვა ბაქტერიული და პარაზიტული ინფექციები.
მთავარი „საიდუმლო“ მდგომარეობს პრეპარატ მეტრონიდაზოლის მოქმედების მექანიზმში — კერძოდ, ზიანს აყენებს მიკროორგანიზმების დნმ-ს, რის შედეგადაც ისინი ვეღარ მრავლდებიან. საგულისხმოა, რომ მეტრონიდაზოლის ეს მექანიზმი ეფექტურად მოქმედებს როგორც ანაერობულ ბაქტერიებზე, ისე გარკვეულ პარაზიტებზე, რაც მას ფართოდ გამოყენებადს ხდის სხვადასხვა ინფექციის სამკურნალოდ. მისი შეძენა კი PSP-ს სააფთიაქო ქსელშია შესაძლებელი.
როდის ინიშნება მეტრონიდაზოლი
უფრო დეტალურად რომ განვიხილოთ, მეტრონიდაზოლს შემდეგი ჩვენებების დროს ნიშნავენ:
- ტრიქომონიაზი — ეს არის სქესობრივი გზით გადამდები ინფექცია, რომელსაც Trichomonas vaginalis იწვევს. ხოლო მეტროდინაზოლი გამოიყენება როგორც მის სამკურნალოდ, ისე პრევენციისთვის. უბრალოდ, მნიშვნელოვანია, პარტნიორებმა ერთდროულად ჩაიტარონ მკურნალობის კურსი;
- ბაქტერიული ვაგინოზი — იგივე ვაგინალური ინფექცია, რომელიც ბაქტერიების ბალანსის დარღვევითაა გამოწვეული. ამ დროს პაციენტს აღენიშნება დიდი რაოდენობით გამონადენი, რომელსაც არასასიამოვნო სუნი აქვს;
- ამებიაზი — ამ პარაზიტულ ინფექციას Entamoeba histolytica იწვევს, რასაც თან სდევს დიარეა, მუცლის ტკივილი და ღვიძლის აბსცესი;
- გიარდიაზი — პროტოზოას მიერ გამოწვეული ინფექცია, რომელიც იწვევს ნაწლავურ დარღვევებს, დიარეასა და მუცლის ტკივილს. ეს დაავადება ყველაზე ხშირად ვრცელდება დაბინძურებული წყლით;
- ლამბლიოზი — ის გამოწვეულია Giardia lamblia პარაზიტით, რომელიც აზიანებს ნაწლავის სისტემას და იწვევს დიარეას, მუცლის ტკივილსა და კუჭ-ნაწლავის სხვა პრობლემებს;
- კლოსტრიდიუმ ინფექციები — მათ შორის Clostridium difficile-ით გამოწვეული დიარეა, რომელიც ხშირად ვითარდება ანტიბიოტიკების ხანგრძლივი გამოყენების შემდეგ;
- ანაერობული ბაქტერიებით გამოწვეული ინფექციები — მაგალითად, პერიტონიტი, მუცლის ღრუს აბსცესი, მუცლის ინფექციები, ფილტვებისა და ღვიძლის აბსცესი;
- ოპერაციების შემდგომი პროფილაქტიკა — მეტრონიდაზოლი ხშირად გამოიყენება პროფილაქტიკური მიზნით ქირურგიული ჩარევების შემდეგ, რათა თავიდან იქნას აცილებული ინფექციები. ეფექტურია განსაკუთრებით პოსტოპერაციული ანაერობული ინფექციების პრევენციისთვის.
- პეპტიკური წყლულის მკურნალობა — გამოიყენება Helicobacter pylori-ით გამოწვეული ინფექციების დროს, რომლებიც დაკავშირებულია პეპტიკურ წყლულებთან. უბრალოდ, ასეთ დროს მეტრონიდაზოლი უმეტესად სხვა ანტიბიოტიკებთან ან ინჰიბიტორებთან კომბინაციაში ინიშნება;
- ოსტეომიელიტი — ძვლის ინფექცია, რომლის დროსაც მეტრონიდაზოლი გამოიყენება ანაერობული ბაქტერიების საწინააღმდეგოდ;
- გინგივიტი და პირის ღრუს სხვა ინფექციები — გამოიყენება ანაერობული ბაქტერიებით გამოწვეული პირის ღრუს ინფექციების, მათ შორის მწვავე ნეკროზულ-შინდისფერი გინგივიტის (ANUG) სამკურნალოდ.
როგორც ხედავთ, აღნიშნული მედიკამენტის მოქმედების არეალი საკმაოდ ფართოა და განსხვავებულ პრობლემებს აგვარებს.



